თმის გაყოფილი ბოლოები - თმის მოვლისა და ჯანმრთელობის პრობლემა

რატომ იყოფა თმის ბოლოები – მიზეზი და პრევენცია

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯანმრთელი თმა ქალის ბუნებრივი სამკაულია. მისი სიჯანსაღე კი ბევრ რამეზეა დამოკიდებული.

თუ თავის რეგულარული ბანა საკმარისი გეგონათ, სამწუხაროდ, იმედი უნდა გაგიცრუოთ – სისუფთავე არ არის საკმარისი თმის სილამაზისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად.

თუ მიგაჩნიათ, რომ თმას სწორად უვლით, მაგრამ ბოლოები მაინც გაყოფილი გაქვთ, თმა კი გამომშრალია და უსიცოცხლო, გირჩევთ, ყურადღებით წაიკითხოთ ჩვენი სტატია – შესაძლოა, ბოლოების გაყოფის რომელიმე მიზეზი გეცნოთ და მდგომარეობის გამოსწორების გზებსაც მიაგნოთ.

კვება

გამოთქმაში “ის ვართ, რასაც მივირთმევთ” ნამდვილად არის სიმართლის წილი. სხეულის ჯანმრთელობა საკვების შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზეა დამოკიდებული, სილამაზე კი ჯანმრთელობის გარეშე წარმოუდგენელია.

- Advertisement -
Ad imageAd image

რატომ იყოფა თმის ბოლოები - მიზეზი და პრევენცია

თმისა და კანის ჯანმრთელობისთვის ეცადეთ, თქვენს რაციონში საკმარისი რაოდენობით შედიოდეს თუთია, რკინა, ფოლიუმის მჟავა.

დღის განმავლობაში სვათ 2-3 ლიტრი წყალი.

ნაკლებად მიირთვათ ცხიმიანი, ტკბილი, ცხარე და მჟავე საკვები.

კვების რაციონი შეივსოთ ბოსტნეულით, ხილით, მარცვლეულით და ნაკლებცხიმიანი ცილოვანი საკვებით. ცილები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც უხვადაა მცენარეულ საკვებში, ასევე უწყობს ხელს თმის სიჯანსაღის შენარჩუნებას.

- Advertisement -
Ad imageAd image

თმასაც, როგორც მთელ ორგანიზმს, ვიტამინები სჭირდება.

უამრავი კვლევა აკავშირებს ერთმანეთთან სტრესსა და თმის ცვენას. აღმოჩნდა, რომ სტრესს შეუძლია, თმის ბოლოების გაყოფაც გამოიწვიოს. თმის ფოლიკულები აქტივობას წყვეტს და სტატიკურ ფაზაში გადადის, შესაბამისად, ზრდის ფაზაში მყოფი თმა აღარ იზრდება და ბოლოები ეყოფა.

წყარო

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რატომ იყოფა თმის ბოლოები – მიზეზი და პრევენცია. 7 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  როგორ მოვუაროთ დაუმორჩილებელ თმას
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის