ხელნაკეთი დეკორატიული ბალიში ზოდიაქოს ნიშნით

ხელნაკეთი ბალიშები და პუფები ასტროლოგიური ნიშნით – საინტერესო სტარტაპი მათთვის, ვისაც ზოდიაქო აინტერესებს

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
3 წუთიანი წაკითხვა
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":1},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

გთავაზობთ ინტერვიუს სალომე კანდელაკთან, რომელიც საინტერესო სტარტაპის ავტორია ✨️ ინსპირაცია ასტროლოგიით დაინტერესება იყო. გატაცება მალევე ბიზნეს იდეად აქცია. ასე შეიქმნა პირველი ხელნაკეთი დეკორატიული ბალიშები ზიდიაქოს ნიშნითა და მმართველი პლანეტის გამოსახულებით.

სოციალურ ქსელებში მალევე ჩაეშვა გვერდი Handmade by S.K Salome kandelaki ხელნაკეთი ნივთები. დეკორატიული ბალიშები. სადაც განათავსა საკუთარი ნამუშევრები. კონკურენტულ გარემოში ცდილობს, იყოს გამორჩეული და შექმნას ზოგჯერ უცნაური, ზოგჯერ ღიმილის მომგვრელი და აუცილებლად ხარისხიანი პროდუქცია… გაეცანით ინტერვიუს:

ხელნაკეთი ბალიშები და პუფები ასტროლოგიური ნიშნით - საინტერესო სტარტაპი მათთვის, ვისაც ზოდიაქო აინტერესებს

_ გვიამბეთ თქვენი ნამუშევრების შესახებ…

- Advertisement -
Ad imageAd image

_ ეს არის დეკორატიული ბალიშები სხვადასხვა თემატიკით, ბოჰო-ს სტილის დაბალი პუფები, გასაღების საკიდები, იოგის, სამედიტაციო ნაკრები Zafu & Zabuton (სამედიტაციო ბალიში და დასაფენი). საახალწლო დეკორი, საკიდები.

_როდის და როგორ გაგიჩნდათ იდეა – გეწარმოებინათ ხელნაკეთი ნივთები?

_მუდმივად მქონდა მოთხოვნილება, ჩემი შემოქმედება ფართო აუდიტირიისთვის გამეცნო და ჰობი მექცია შემოსავლის წყაროდ. დაინტერესებული ვიყავი ასტროლოგიით, მსურდა მაისური ჩემი ასტროლოგიური ნიშნის მმართველი პლანეტის სიმბოლოთი, აქედან გაჩნდა იდეა. სწორედ ამ თემატიკით შეიქმნა ჩემი პირველი ნამუშევარი – დეკორატიული ბალიში ზოდიაქოს ნიშნის და მისი მმართველი პლანეტის სიმბოლოთი.

ხელნაკეთი ბალიშები და პუფები ასტროლოგიური ნიშნით - საინტერესო სტარტაპი მათთვის, ვისაც ზოდიაქო აინტერესებს

_რა გზა გაიარეთ წარმატებამდე? რა სირთულეების გადალახვა მოგიწიათ? 

- Advertisement -
Ad imageAd image

_თითოეული დიზაინის დამუშავება, ყველა დეტალის გათვლა, უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. ნივთს, რომელსაც ხედავ გონებაში და ქმნი ისე, რომ სხვაც მოჰყავდეს აღფრთოვანებაში, ანიჭებს სიხარულს, ესთეტიურ სიამოვნებას ეს არის წარმატება. სირთულე, არ შემდგარი პროდუქტი, რომელსაც ხედავ გონებაში და რეალურად ვერ აწყობ. პანდემიაც ხელის შემშლელი ფაქტორი აღმოჩნდა, რამაც ჩემ საქმიანობას თავისი კვალი დაატყო.

ხელნაკეთი ბალიშები და პუფები ასტროლოგიური ნიშნით - საინტერესო სტარტაპი მათთვის, ვისაც ზოდიაქო აინტერესებს

_ რა მოსწონთ განსაკუთრებულად მომხმარებელს თქვენს პროდუქციაში? 

_ რთულია გამოვარჩიო, თითოეულ ნივთს თავისი მომხმარებელი მოყავს აღტაცებაში. ვცდილობ, შევქმნა განსხვავებული დიზაინის, ზოგჯერ უცნაური, ზოგჯერ ღიმილის მომგვრელი და აუცილებლად ხარისხიანი პროდუქცია, რომლითაც ადამიანები გაიხალისებენ, გაილამაზებენ გარემოს შინ თუ გარეთ.

_ მარტო მუშაობთ თუ გუნდთან ერთად? 

READ  რატომ იყოფა თმის ბოლოები - მიზეზი და პრევენცია

_ ვმუშაობ მარტო, ნამუშევრები იქმნება სრულიად ჩემ მიერ, ვარჩევ და ვყიდულობ მასალას, ვჭრი თარგს, შემდეგ პროდუქტს ვკერავ, ვუღებ ფოტოებს, ვათავსებ სოციალურ ქსელში, მომხმარებელებსაც თავად ვეკონტაქტები და ზოგჯერ შევეთილი ნივთი მე მიმაქვს (ეს პროცესი ძალიან მიყვარს).

ხელნაკეთი ბალიშები და პუფები ასტროლოგიური ნიშნით - საინტერესო სტარტაპი მათთვის, ვისაც ზოდიაქო აინტერესებს

_ რა გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს?

_ ბაზარზე კონკურენცია დიდია, ვხედავ სხვადასხვა დეკორატიულ ბალიშს, რომელიც ღირს ძალიან იაფი, მომხმარებელიც დაბალ ფასზეა ორიენტირებული, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს – ყველაზე მთავარი ხარისხია. მსურს ჩემთან შეძენილი პროდუქტი დიდხანს ემსახურს თავის პატრონს.

_  სამომავლო გეგმებზე გვესაუბრეთ, ხომ არ გეგმავთ გაფართოებას ან თქვენი ბრენდის საზღვარგარეთ გატანას? 

_ ჯერჯერობით გაფართოება არ იგეგმება, საზღვარგარეთ გატანას რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ ვისაუბრებ.

ხელნაკეთი ბალიშები და პუფები ასტროლოგიური ნიშნით - საინტერესო სტარტაპი მათთვის, ვისაც ზოდიაქო აინტერესებს

არის შემოთავაზებები პროდუქციის მაღაზიაში განთავსებაზეც თუმცა ჯერჯეობით მაინც ონლაინ გაყიდვებზე ვრჩები.

ავტორი: თამარ ფიცხელაური

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ხელნაკეთი ბალიშები და პუფები ასტროლოგიური ნიშნით – საინტერესო სტარტაპი მათთვის, ვისაც ზოდიაქო აინტერესებს. 17 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის