პარასკევი, მარტი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგინატალია კლდიაშვილის ნამუშევრებში ევროპა და აზია ერთმანეთს ერწყმის

ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრებში ევროპა და აზია ერთმანეთს ერწყმის

მედიაჰოლდინგი “შენი” ესაუბრა ხელოვანსა და დიზაინერს ნატალია კლდიაშვილს _ რომლის ნამუშევრებს ხვდა პატივი და გამოფენილი იქნა ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არტშოუ -მაიამი არტბაზელში.  მის ნამუშევრებში ძველი და ახალი ნივთები, ევროპული და აზიური კულტურა ერწყმის ერთმანეთს. თუ რა გზა გაიარა საყოველთაო აღიარებამდე დიზაინერმა, ამას ინტერვიუში გაეცნობით.

ვინ არის ნატალია კლდიაშვილი?

_ნატალია კლდიაშვილი არის “თვითგანვითარებადი სისტემა, რომლის სრულქმნა შესაძლებელი და აუცილებელია.” (გ. გურჯიევი)  ადამიანი, ხელოვანი, დედა, მეგობარი და შვილი. საზოგადოება კი  ჩემს შემოქმედებას უფრო იცნობს ვიდრე ამ ნამუშევრების ავტორს.

ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრებში ევროპა და აზია ერთმანეთს ერწყმის | შენი სილამაზე

 

 

_რას ქმნით? გვიამბეთ თქვნეს ნამუშევრებზე…

_მთელი ჩემი შემოქმედება არის ევროპის და აზიის მიქსი. რომელიც სხვა და სხვა მასალით იქმნება. ეს არის ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი. მეტალი, ქვები, ათასი საგანი დეტალი და ისეთი, ნივთი რომელსაც ვერ წარმოიდგენ რომ შეიძლება იყოს ჩადებული ნამუშევარში. ეს ინსტალაიცები ძირითადად შედგება ძველი და ახალი ნივთებისგან, იმიტომ რომ მინდა ეს სხვადასხვა პერიოდის და ენერგეტიკის მატარებლები საგნები და ნივთები გავაერთიანო და მივიღო  საინტერესო სურათი. საბოლოოდ ვიღებ მართლა საინტერესო სურათს.

ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრებში ევროპა და აზია ერთმანეთს ერწყმის | შენი სილამაზე

_როგორ დაიწყო ყველაფერი? და საიდან გაჩნდა იდეა?

_ყველაფერი დაიწყო ძალიან ბანალურად. ზღვიდან ყველას ჩამოაქვს სხვადასხვა ნივთები. ვაგროვებთ ნიჟარას, ქვას, კენჭებს. მეც  სხვადასხვა ფერის კენჭები მოვაგროვე და ჩამოვიტანე. მინდოდა გამერეცხა და მომეწესრიგებინა. დავყარე მაგიდაზე და ვეღარ მოვწყდი. დავინახე რაღაც სურათი და გადავწყვიტე რომ ეს სურათი გადამეტანა მყარ დისკზე. რომელზეც დავიწყე დაწებება. მოზაიკურად აწყობა. რაც რამე მქონდა სარკის ნატეხი. წიწიბურა, ბრინჯი. კიდევ რამე რომ მქონოდა იმასაც ვიხმარდი. იმდენად მინდოდა მრავალფეროვნება შემეტანა. საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. რა იყო მაშინ ვერ ვხვდებოდი.მოგვიანებით გავიგე.

_რამდენად რთულია კონკურენტუნარიან ბაზარზე თავის დამკვიდრება?

_რთულია კონკურენტუნარიან ბაზარზე მოხვედრა. ეს არის წარმოუდგენელი. სტატისტიკა ზოგადად ასეთია 20 მილიონი მხატვარი და 5-6 მაქსიმუმ 10 გალერისტი. მე გამიმართლა მე შემხვდა არაჩვეულებრივი ადამიანი , ჩემი დიდი მეგობარი დევიდ დათუნა.(ამერიკელი ხელოვანი, წაროშობით საქართველოდან) აწ გარდაცვლილი. რომელმაც ნახა ჩემი გამოფენა- ინსტალაცია ძალიან მოეწონა. მითხრა რომ 9 თვეში მე მოვხვდებოდი საკმაოდ პრესტიჟულ ცნობილ გამოფენებზე არტჰემტომი. შემდგემ არტბაზელი. წარმოუდგენელი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ალბათ უნდა მომხდარიყო.ეს არის იღბალი. შეიძლება ითქვას.

READ  „ჩამოვთვლი თავიდან, რა შეცდომები იყო დაშვებული“ – გიორგი ფხაკაძე მეგი ბაქრაძის გარდაცვალებაში...

მთავარ რამეს ვეტყვი ყველას. არასოდეს ჩამოყაროთ ყურები. დიდ მუშაობას ყოველთვის მოაქვს წარმატება.

ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრებში ევროპა და აზია ერთმანეთს ერწყმის | შენი სილამაზე

_უკმაყოფილო კლიენტი თუ გყოლიათ?

_ კლიენტები არ მყავს. მყავს არაჩვეულებრივი ადამიანები რომლებიც თვითონ მოდიან ამ ნამუშევართან და იციან რომ ეს ნამუშევარი მისთვის არის შექმნილი ასე ვუწოდებდი ჩემს თბილ, ტკბილ და არაჩვეუელებრივ აუდიტორიას. სხვანაირად ვეკიდები ამას იმიტომ რომ ეს არის ენერგიების გაცვლა ადამიანებს შორის.

_ორიოდე სიტყვა მსოფლიოში უკვე ბრენდად ქცეულ თქვენს მიერ გაფორმებულ მინიატურულ ვეფხისტყაოსანზეც რომ მითხრათ.

_ ეს იყო უნიკალური ისტორია.შემთხვევით აღმოვაჩინე გამომცემლობა ,,მინიატურა’ რომელიც ეძებდა დიზაინერს. ისეთი ტანდემი მოხდა ჩვენს შორის. რომელიც ზევით იყო დაწერილი.  მე ამერიკიდან ახალი ჩამოსული ვიყავი, ახალი დაწყებული მქონდა კოლექცია. ბგერის ვიზუალიზაცია გაკეთებული, ინსტრუმენტები გიტარები და ა.აშ

ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრებში ევროპა და აზია ერთმანეთს ერწყმის | შენი სილამაზე

მინდოდა სიტყვის ვიზუალიზაცია გამეკეთებინა, ვეძებდი ნაწარმოებს, რაღაც განსკაუთრებულს და უცებ ვიპოვე უნიკალური გამომცემლობა ,,მინიატურა.” მადლობა მას. იმიტომ რომ ჩემი გული და ჩემი სულია.  ჩემ გულსა და სულს ვამკობ შემდეგ ნაწარმოებში ნახსენები ქვებით. არცერთი არასოდეს არ მეორდება და ყველა არის თავისებურად უნიკალური.

ნატალია კლდიაშვილის ნამუშევრებში ევროპა და აზია ერთმანეთს ერწყმის | შენი სილამაზე

_სამომავლო გეგმები?

_რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. გეგმა მაქვს,  წლებია გამოფენა არ გამიკეთებია . ძალიან დიდი დრო სჭირდება ამ ყველაფერს.  ახლა უკვე მზად ვარ იმიტომ რომ რამოდენიმე კოლექცია მაქვს გამოსატანი. და ძალიან საინტერესო მერწმუნეთ. ვიცი რომ ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით წავა ყველა სტუმარი ჩემი გამოფენიდან.

ყველას მინდა ვთხოვო ყურადღებით იყოს ჩემ ფეისბუქ გევრძე გამოვაქვეყნებ არ გამოგეპაროთ. იმიტომ რომ მართლა საინტერესო იქნება. ინტრიგას დავტოვებ.

ავტორი: თამარ ფიცხელაური

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

რჩევები ტაჯიკეთში მოგზაურობამდე

27 March, 2025
ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

ჰერპესის ვირუსი ტვინში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე აქამდე ვიფიქრებდით!

მარტი 28, 2025
რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

რას ნიშნავს საათის ისრის მიმართულებით მოძრაობა და როგორ განისაზღვრა ის

28 მარტი 2025
იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

იაფი და მოსახერხებელი – “ერთჯერადი” ავეჯი

მარტი 28, 2025
29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

29-30 მარტს საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 31 მარტს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი

მარტი 28, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

თბილისის ფუნიკულიორი 120 წლისაა

მარტი 27, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

რასთან ერთად არის დაუშვებელი თევზის მირთმევა?

მარტი 27, 2025
ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

ბავშვთა შრომა და ტრეფიკინგი – დაფინანსების შემცირება საჭიროებს სიფრთხილეს და მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს

28 მარტი 2025
სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

სტინგის კონცერტის ბილეთების ყალბი ვებ-გვერდით გაყიდვის ფაქტი თბილისში — ერთ პირს ფინანსური ზიანის გამო ბრალდება წარუდგინეს

მარტი 28, 2025
,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

,,ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლები – მედიცინის მომავალი თუ ეთიკური რისკი” — პროფესორი გიორგი ფხაკაძე

მარტი 28, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
spot_img

ბოლო სიახლეები