სამდღიანი დიეტა ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის ზამთრის პერიოდში.

0
56
#image_title

შემოდგომა – ზამთარი ბევრისთვის ეს არის – პერიოდი გაციების, იმუნიტეტის დაქვეითების, დეპრესიის, ძალების დაკარგვის და წონის მატების. სწორედ ამ პერიოდშია საუკეთესო ორგანიზმის გაწმენდა.

ადამიანები, რომლებიც იყენებენ დეტოქს-დიეტებს, არა მარტო საუკეთესოდ გამოიყურებიან, არამედ შინაგანად გრძნობენ თავს არაჩვეულებრივად. დეტოქსიკაცია საშუალებას გაძლევთ გაიწმინდოთ კანი, გააუმჯობესოთ შრომისუნარიანობა, მოიცილოთ ზედმეტი კოლოგრამები.

ბევრი დეტოქსიური დიეტი არსებობს. ერთ-ერთია დეტოქსიკაცია ხილით და ბოსტნეულით. ეს არის ბევრად  კეთილგანწყობილი ვარიანტი, ვიდრე დეტოქსიკაცია სუფთა წყლით.

დეტოქსიკაციის პროდუქტები:

გოგრა, ჭარხალი, ვაშლი, კომბოსტო, ტკბილი წიწაკა, ხახვი, ნიორი, შავი ქლიავი.

გთავაზობთ სამდღიან დეტოქს-დიეტას.

შესაძლებელია ასევე ყოველ დილით, უზმოზე ლიმონიანი წყალი და ყოველი ჭამის წინ ერთი ჭიქა სუფთა წყალი.

პირველი დღე

საუზმე: წყალზე მოხარშული შვრიის ფაფა.

სადილი: გოგრის სუპ –  პიურე.

სამხარი: გახეხილი ვაშლის და კომბოსტოს სალათი.

ვახშამი: მოხარშული კვერცხი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი შაქრის გარეშე.

 

მეორე დღე

საუზმე: სალათი მზადდება ბოსტნეულით, ახალი მწვანილით და ვაშლით.

სადილი: ბოსტნეულის სუპი სტაფილოთი და ნიახურით.

სამხარი: მოხარშული ქათმის მკერდი, ბოსტნეულის გარნირით.

ვახშამი: ბროწეულის წვენი.

 

მესამე დღე

საუზმე:  ტკბილი წიწაკის, კიტრის და ოხრახუშის სალათი.

სადილი: მოხარშული ყავისფერი ბრინჯი, ნებისმიერი მოხარშული ბოსტნეულით.

სამხარი: მოხარშული ჭარხლის სალათი და ახალი კომბოსტო.

ვახშამი: გამომცხვარი ვაშლი.

 

დიეტის პერიოდის დასრულების შემდეგ თანდათანობით დაამატეთ რაციონში უცხიმო პროტეინიანი საკვები, მცირე რაოდენობით მარილი და სანელებლები და ნელ-ნელა დაბრუნდებით თქვენს ჩვეულ კვების რეჟიმს.

READ  უმეტესობა თქვენგანიც შოკირებული იქნება ამ მოულოდნელი ამბით. ახლა ხელებს ნივრის სუნი არ აქვს და მივხვდი, რომ ამდენ ხანს ამაოდ ვიტანჯებოდი!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ