ბანანისა და სოდის ნიღაბი სახის კანისთვის

ავიღოთ ბანანის 3 ნაჭერი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი მზად არის

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

იმისთვის, რომ კანი ლამაზი იყოს, მას რეგულარული და საგულდაგულო მოვლა სჭირდება. თანამედროვე კოსმეტიკური პრეპარატები დიდ გასაქანს გვაძლევენ, მაგრამ ბუნებრივი საშუალებები არ უნდა დავივიწყოთ. ვერც კი ხვდებით, კანისთვის რამდენად სასწაულმოქმედი საშუალებები მოგეპოვებათ პირდაპირ სამზარეულოში.

როგორ მოვამზადოთ გამწმენდი და დამატენიანებელი ნიღაბი საშინაო პირობებში?

ნიღაბი სოდისგან

ყველა სამზარეულოშია საკვები სოდა. ის ძალიან ღირებული კოსმეტიკური საშუალებაა.

ის ნიღბებისთვის აგრესიული კომპონენტია, თუმცა საოცარი თვისებებით ხასიათდება. წმენდს კანს და მკვდარ უჯრედებს კლავს. ასევე ეფექტურად ათეთრებს მას.

თვითონ სოდის სახეზე დადება არ ღირს, რათა კანი არ გაგიშრეთ. დაამატეთ დამატენიანებელი ელემენტი, რომელიც გამოკვებავს კანს და ვიტამინებითა და სასარგებლო ნივთიერებებით გააჯერებს. მაგალითად, ბანანი, რონელიც სახის კანზე ასევე დადებითას აისახება.

პატარა ჭურჭელში დაჭყლიტეთ ბანანის 3 პატარა ნაჭერი. ერთგვაროვანი ფაფა უნდა გამოგივიდეთ. დაამატეთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. თუ მშრალი კანი გაქვთ, სოდის რაოდენობა მესამედ ან მეოთხედ კოვზამდე შეამცირეთ.

საგულდაგულოდ აურიეთ ინგრედიენტები, რათა მასა ერთგვაროვანი იყოს. დაიდეთ ნიღაბი და 10 წთ გაიჩერეთ თუ ნორნალური ან ცხინიანი კანი გაქვთ. მშრალის სემთხვევაში 5. არ დაიდოთ თვალების გარშემო. თავდაპირველად რეკომენდირებულია ხელზე წაისვათ, რათა დაადგინო[ გაქვთ თუ არა ალერგია.

თუ თავს არაკომფორტულად იგრძნობთ, ქავილი შეგაწუხებთ, მაშინვე ჩამოიბანეთ.

ნიღბის ჩამობანა ხდება ჩვეულებრივი თბილი წყლით. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი. მეორედ გამოყენებისთვის სასურველია მინიმუმ 10 დღის ინტერვალი დაიცვათ.

უკვე პირველი გამოყენების შემდეგ მიხვდებით, რომ სახე ჯანსაღ იერს შეიძენს. სოდა მას გაათეთრებს, ბანანი კი დაატენიანებს.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ავიღოთ ბანანის 3 ნაჭერი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა და მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი მზად არის. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-3-%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ad%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  პატიოსანი კოსმეტოლოგი: ნუ გადაყრით ფულს, თვალის შეშუპებას ეს შველის.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის