გამოცდილმა ძველმა ბრძენებმა ქალებს ეს 7 სავარჯიშო უსახსოვრეს

0
19
#image_title

ქალებში ავადმყოფობების და ცუდი განწყობის მიზეზი ხშირად დღისით მოძრაობის ნალებობა, ხოლო ღამით ცუდი ძილია. ჩვენს დროში ბევრი ქალი ეწევა ჯდომითი ცხოვრების წესს, რაც ორგანოებზე ცუდად აისახება. თუ ამას სტრესს, ნერვულ დაძაბულობას და ღამით ინტერნეტის გადაჭარბებულ გამოყენებას დავამატებთ, გასაგები იქნება რატომ ვერ ვხდებით უფრო ჯანმრთელები, ლამაზები და მხიარულები.

როგორ მოვიხსნათ ნერვული დაძაბულობა

ბევრი ხერხი არსებობს ჯანმრთელობის ნორმაში მოსაყვანად და უძლობასთან გამოსამშვიდობებლად. ესაა სავარჯიშოების კომპლექსი, რომელიც ოდესღაც იოგებმა სპეციალურად ქალებისთვის შეიმუშავეს.

  1. პეპელას პოზა
    დაწექით ზურგზე, შეაერთეთ ფეხის გულები, მიიზიდეთ ისინი თქვენსკენ, მუხლები იატაკისკენ უნდა იყვნენ მიმართულნი. ეს მდგომარეობა ერთ-ერთი საუკეთესო მოსადუნებელი საშუალებაა. არ გაართულოთ ის, უბრალოდ დამშვიდდით, დახუჭეთ თვალები და 5 წუთი გაჩერდით.გამოცდილმა ძველმა ბრძენებმა ქალებს ეს 7 სავარჯიშო უსახსოვრეს
  2. ბაყაყის პოზა
    ეს სავარჯიშო მშვენივრად აძლიერებს და ავითარებს ზურგის კუნთებს, გეხმარებათ ზედმეტი წონის დაკლებაში და საუკეთესო დამხმარეა მათთვის, ვისაც ვარიკოზული ვენების გაფართოება აწუხებს.
    დაწექით მუცელზე, ხელები უკან გაჭიმეთ, ღრმად ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას მოხარეთ ფეხები მუხლებში. მარჯვენა ხელით მარჯვენა ტერფს ჩაეჭიდეთ, მარცხენათი მარცხენას. გაჩერდით ამ პოზიციაში 2 სუნთქვა. შემდეგ კორპუსი ნელა აწიეთ მაღლა და ზურგი წინ და უკან ამოძრავეთ. ამ პოზიციაში გაჩერდით 30წამი. ეცადეთ ისუნთქოთ მუცლით და არა მკერდით.გამოცდილმა ძველმა ბრძენებმა ქალებს ეს 7 სავარჯიშო უსახსოვრეს
  3. ნემსის ყუნწი
    ეს ასანა მოგადუნებთ და გონებას დაგიმშვიდებთ. გადატრიალდით ზურგზე, მოხარეთ მუხლები და მკერდისკენ მიიზიდეთ. მარჯვენა კოჭი მარცხენა თეძოზე დაიდეთ და ფეხით 4იანი დახატეთ. მარჯვენა ხელი ფეხებს შორის სივრცეში მოათავსეთ და მარცხენა ფეხს მოკიდეთ. ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვაზე მარცხენა თეძო სხეულისკენ მიიზიდეთ. გააკეთეთ 10 ამოსუნთქვა და მხარე შეცვალეთ.გამოცდილმა ძველმა ბრძენებმა ქალებს ეს 7 სავარჯიშო უსახსოვრეს

     

  4. კატის პოზა
    ზურგის ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშო. დადექით ოთხზე, ხელისგულები მხრების პარალელურად უნდა იყოს, ხელები სწორად გეჭიროთ. ჩასუნთვისას ზურგი დაბლა ჩაზნიქეთ და თავი აწიეთ. ამოსუნთქვისას თავი მკერდისკენ წაიღეთ და ზურგი მაღლა აწიეთ. გააკეთეთ 10-ჯერ.

    გამოცდილმა ძველმა ბრძენებმა ქალებს ეს 7 სავარჯიშო უსახსოვრეს

     

  5. ფეხები კედელზე
    ეს სავარჯიშო ხსნის დაღლილობას და ფეხების დაძაბულობას, ახდენს ნერვული სისტემის განტვირთვას. თუ რთული პერიოდი გაქვთ, ეცადეთ ეს სავარჯიშო ყოველ საღამოს 3-დან 15 წუთამდე აკეთოთ და 1 კვირაში დაინხავთ როგორ დაიწყებს დეპრესია გაქრობას.

    დაწექით ზურგზე. დუნდულები კედელს მიაბჯინეთ, ფეხები შეაერთეთ, დაჭიმეთ და მაღლა აწიეთ. ხელები კორპუსის გვერდით მოადუნეთ, ხელისგულებით მაღლა. მოადუნეთ კისერი და მხრებიც.გამოცდილმა ძველმა ბრძენებმა ქალებს ეს 7 სავარჯიშო უსახსოვრეს

  6. მავთულის პოზა
    დააწექით ზურგზე და მუხლები მკერდისკენ მიიზიდეთ. დაჭიმეთ მარცხენა ხელი გვერდით და თავი ისე მიატრიალეთ, რომ ხელისგულს უყურებდეთ. მუხლები პირიქით, მარკვნივ გადაწიეთ და მარჯვენა ხელი მარცხენა მუხლზე მოათავსეთ. რამდენჯერმე ჩაისუნთქეთ და ამოისუნთქეთ, შემდეგ მხარე შეცვალეთ.

    გამოცდილმა ძველმა ბრძენებმა ქალებს ეს 7 სავარჯიშო უსახსოვრეს

  7. ბავშვის პოზა
    ეს სავარჯიშო ტვინს აძლევს სიგნალს, რომ დროა მოდუნდეთ და ყველა პრობლემა გაუშვათ. მენჯი და წვივები მიატყუპეთ. მუხლები დააშორეთ, ფეხების დიდი თითები შეაერთეთ ერთად. დაიხარეთ და თავი იატაკზე დადეთ. მოდუნდით, არ გაინძრეთ 1-2 წთ.გამოცდილმა ძველმა ბრძენებმა ქალებს ეს 7 სავარჯიშო უსახსოვრეს

გააკეთეთ ეს მოძრაობები ყოველ საღამოს ძილის წინ და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.

გამოცდილმა ძველმა ბრძენებმა ქალებს ეს 7 სავარჯიშო უსახსოვრეს

სილამაზე, ახალგაზრდობა, ჯანმრთელი ძილი – ამას ბონუსად მიიღებთ.
მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ