ფაფა თეფშზე საუზმის მაგიდაზე, ჯანსაღი კვების კონცეფცია

რატომ არ უნდა მიირთვათ ფაფა საუზმეზე

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

დიეტოლოგები ხშირად გვირჩევენ დილით ფაფა მივირთვათ.

ფაფა არა უბრალოდ ტრადიციული საუზმე, არამედ უფრო სერიოზული რამაა. ამ კერძზე ბევრი ლეგენდა და ხუმრობა დადის.მშობლები გვასწავლიდნენ, რომ ფაფის ჭამით უფრო ძლიერები ვიქნებოდით, მარკეტოლოგები კი მას ყველაზე ჯანსაღ საუზმის ტიპს მიაწერენ. მაგრამ, მასაც აქვს გვერდითი ეფექტები. დიახ, ფაფა შეიძლება მავნე იყოს. გაითვალისწინეთ რჩევები:

მავნე ფაფები

მაშინ, როცა სხვები ფაფას აქებენ, თავად შებერილობა და მეტეორიზმი გაწუხებთ? საქმე გლუტეინშია – განსაკუთრებულ ცილაში, რომელსაც სხვადასხვა მცენარე შეიცავს, მათ შორის შვრია.

ბოლო დროს ამ ცილას დიდ ყურადღებას უთმობენ. საბავშვო კვებაშიც კი შეხვდებით წარწერას: “ფრთხილად, გლუტეინს შეიცავს!” მისი მოქმედებით შეიძლება გაიზარდოს კუჭის გამტარიანობა და წარმოიქმნას “ორმო”.

ირღვევა კუჭის ბარიერა. იმუნური სისტემა გამოყოფს ანტიტელს, საკუთარი თავის და ორგანიზმის დამცველს. მისი შეტევის დროს კუჭის უჯრედები სივდება. გლუტეინის ახალ პორციასთან ერთად სიტუაცია უფრო რთულდება.

თუ ზოგიერთ ადამიანში გლუტეინის შემცველი პროდუქტები ალერგიულ რეაქციას იწვევს, სხვებში დაავადებებს წარმოშობს.

პატარა ბავშვებში არამარტო შებერილობას აქვს ადგილი, არამედ განვითარების შეფერხებას. შემდეგ, ადამიანს მთელი უცხოვრება უგლუტეინო დიეტის დაცვა უწევს. ბევრ ქვეყანაში პოპულარობას აღწევს უგლუტეინო საკვები, რომელიც სპეციალური მარკირებით იყიდება.
ამიტომაც, უნდა შეამციროთ ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც გლუტეინს შეიცავს. მაგალითად: შვრია, მანი, ქერი.. ასევე მათგან დამზადებული საკვები: პური, ფუნთუშა, მაკარონი. ფაფის მოყვარულებს მოუწევთ ხანდახან ის ბრინჯით, სიმინდით ან წიწიბურათი ჩაანაცვლონ.

პატარები, რომლებიც პირველად სინჯავენ ფაფას, თავდაპირველად უგლუტეინო პროდუქტები უნდა მიიღონ. გლუტეინის შემცველობის საკვები 6 თვემდე არასასურველია. შემდეგ გაასინჯეთ 1 კოვზი და დააკვირდით პატარას რეაქციას.

გლუტეინით სავსე საკვები არამხოლოდ ბავშვებისთვისაა საშიში, არამედ დიდებისთვის. არ გახადოთ ფაფები კვების ძირითადი წყარო. გაამრავალფეროვნეთ რაციონი. ამ შემთხვევაში საუზმეზე მირთმეული შვრია ისეთი მავნე აღარ იქნება.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

READ  წონის კლების სწრაფი და ეფექტური გზა

#აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რატომ არ უნდა მიირთვათ ფაფა საუზმეზე. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის