შემოდგომის ტრენდი და ნივთები რომლებიც მოდიდან არ გადადის

0
29
#image_title

შემოდგომის ტრენდი -რა არის მიმდინარე სეზონზე ყველაზე აქტუალური

შემოდგომის ტრენდი და საშემოდგომო გარდერობის განუყოფელი ნივთები, რომლებიც ყოველ წელს აქტუალური და მოთხოვნადია. დღეს სწორედ მათზე ვისაუბრებთ:

სწორი ჯინსი – კლასიკა, რომელიც არ გადადის მოდიდან. კლასიკური სწორი ჯინსი თითქმის ყველა ქალს უხდება. იდეალურია სპორტულ ფეხსაცმელთანაც და კლასიკურთანაც. ამიტომაც, საშემოდგომო გარდერობის  განუყოფელი ნივთი სწორედ მსგავსი ფორმის ჯინსია.

გრძელი ქვედაკაბა – ე.წ. კაბა-მაქსი მიმდინარე სეზონის კიდევ ერთი ჰიტია და შესანიშნავია არა მხოლოდ საქმიანი, არამედ ყოველდღიური სტილისთვის. ყურადღება მიაქციეთ სწორ, სადა ვარიანტებს, ზედმეტი დეკორისა და გაფორმებების გარეშე. შეგიძლიათ, პერანგთან, სვიტერთან, პიჯაკთან საინტერესოდ მოირგოთ.

ტყავის ქურთუკი შემოდგომის ტრენდია -თუ ტყავის ქურთუკის შეძენას აპირებთ, გირჩევთ, ყურადღება მოცულობით ვარიანტს მიაქციოთ. უკვე რამდენიმე სეზონია, ტანზე მჭიდროდ მომდგარი, მოკლე ტყავის ქურთუკი აქტუალური აღარ არის და დიზაინერები აქცენტს, როგორც აღვნიშნეთ, მოცულობით ვარიანტებზე აკეთებენ.

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ