სექსუალური განათლება, განსაკუთრებით LGBTQ+ მოზარდებისთვის, თითქმის ხელმიუწვდომელია საქართველოში, სადაც სექსიც და ქვიარობაც ტაბუდებულია. კვლევები აჩვენებს, რომ ქვიარ მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან პარტნიორის მხრიდან ძალადობის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და თინეიჯერებში ორსულობის რისკების მიმართ, თუ მათ არ აქვთ წვდომა მრავალმხრივ სექსუალურ განათლებასთან.
მრავალმხრივ და დეტალურ სექსუალურ განათლებასთან წვდომა ყველა იმსახურებს და საჭიროებს. არავის უნდა უწევდეს საკუთარი ცხოვრების ისე გავლა, რომ საკუთარი სხეულის, სექსუალური ჯანმრთელობისა და იდენტობის საბაზისო ასპექტებზე ცოდნა არ ჰქონდეს. სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში თავმოყრილია სექსუალური განათლების 8 აუცილებელი ფაქტი LGBTQ+ მოზარდებისთვის.
მასტურბაცია — პირველი ნაბიჯი საკუთარი სხეულის შესაცნობად
სექსის გააზრება ხშირად იმის გააზრებით იწყება, თუ რა ანიჭებს თქვენს სხეულს სიამოვნებას. ეს, როგორც წესი, ჯერ კიდევ მაშინ იწყება, სანამ თქვენს პირად ცხოვრებაში ვინმე სხვა ადამიანი შემოვა.
დოქტორ ევან გოლდშტაინი, გეი კაცების სექსუალური ჯანმრთელობის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი, ამბობს, რომ მასტურბაცია შეიძლება მნიშვნელოვანი საშუალება იყოს იმის გასაგებად, თუ რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ. ამას სხვა ადამიანთან ერთად ყოფნის წნეხი არ ემატება.
„როდესაც საკუთარ თავთან განმარტოებასა და თვითსიამოვნებას უთმობთ დროს, არ გიწევთ დარდი პერფორმანსზე და თქვენი პარტნიორის დაკმაყოფილებაზე”, — ამბობს გოლდშტაინი. თვითშემეცნება საშუალებას გაძლევთ, კომფორტულად იგრძნოთ თავი და მომავალში უკეთ დაუკავშირდეთ პარტნიორს.
პორნოგრაფია და რეალობა — რატომ არ უნდა ჩაანაცვლოთ განათლება პორნოთი
ბევრი ადამიანისთვის პორნოგრაფია პირველი „შესავალია” სექსში. მართალია, პორნოს ყურება ან კითხვა კარგი ხელშემწყობია მასტურბაციისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პორნოგრაფიის უდიდესი ნაწილი არ ასახავს იმას, თუ როგორ სექსი აქვთ ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში.
პორნომსახიობები უბრალოდ სცენაში მონაწილეობენ და ასრულებენ როლებს იმ საზღვრებზე დაყრდნობით, რომლებიც კამერის მიღმა დადგინდა. რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობების, ქალისა და კაცის ორგაზმის პროცესი ბევრად უფრო მრავალფეროვანი და ინდივიდუალურია.
„როდესაც ქვიარ ახალგაზრდებს არ აქვთ წვდომა სანდო სექსუალურ განათლებასთან, რომელიც ფარავს ყველა თემას და არა მხოლოდ ვაგინალურ სექსს, ისინი მიმართავენ პორნოგრაფიას, Google-ს და სოციალურ მედიას”, — ამბობს დოქტორი გოლდშტაინი. პორნოგრაფიაში ვერ ხედავთ მთელ რიგ მოსამზადებელ სამუშაოებს, მაგალითად, გაფართოებას ან ლუბრიკანტით დასველებას.
თუ გსურთ, მეტი გაიგოთ სექსის, თანხმობისა და საზღვრების შესახებ, შეგიძლიათ მიმართოთ სანდო ონლაინ რესურსებს და გაეცნოთ სტატიებს სექსუალური ჯანმრთელობის შესახებ.
კომუნიკაცია და თანხმობა — სექსუალური ჯანმრთელობის საფუძველი
თუ მზად ხართ, შემდეგი ნაბიჯი გადადგათ და სექსი სხვა ადამიანთან ერთად გამოიკვლიოთ, პირველი საკვანძო საფეხურებია კომუნიკაცია და თანხმობა. ესაუბრეთ პარტნიორს და შეთანხმდით ერთმანეთის საზღვრებზე.
რა კითხვები უნდა დაუსვათ პარტნიორს
რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზე პასუხიც უნდა იცოდეთ: გაქვს თუ არა სექსი სხვა ადამიანებთან და თუ ასეა, შემოწმებული ხარ სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე? შენ ან ჩვენ ვაპირებთ რაიმე სახის კონტრაცეფციის გამოყენებას? რომელი აქტებია შენთვის კომფორტული და რა არის შენი საზღვრები?
ამ კითხვების წინასწარ დასმა მნიშვნელოვანია, მაგრამ სხვადასხვა საკითხის გადამოწმება პროცესის დროსაც საჭიროა. ისეთი პატარა კითხვები, როგორებიცაა „შეიძლება, აქ შეგეხო?”, „გსიამოვნებს ეს?” და „შეიძლება, ეს გავაკეთო?”, ძალიან კარგი გზაა, რომ გაიგოთ, რასთან არის კომფორტულად თქვენი პარტნიორი.
თანხმობა უფრო მეტია, ვიდრე „დიახი”
გახსოვდეთ, რომ თანხმობა იმაზე მეტია, ვიდრე კონკრეტულ მომენტში სექსზე დათანხმება. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ან თქვენს პარტნიორს თანხმობის გაცემის შემდეგ მოგინდებათ, რომ სექსი შეწყდეს, ამის გაკეთება თავისუფლად შეგიძლიათ.
„თანხმობა უნდა გამოითქვას ზეწოლის გარეშე, ის უნდა იყოს გულწრფელი და სურვილისმიერი. თანხმობის გამცემი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული, ის არ არის სამუდამო — გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება”, — ამბობს რეიჩელ ვრაითი, ქვიარ სექსისა და ურთიერთობების თერაპევტი.
თანხმობის გარდა, თქვენ და თქვენმა პარტნიორმა უნდა დაამყაროთ კომუნიკაცია იმაზე,
იხილეთ ასევე: ქალიშვილობა და საქალწულე აპკი — როგორია პირველი სექსი?
იხილეთ ასევე: რა არის BDSM? — მისი ტიპები, ტერმინები, დადებითი მხარეები და რჩევები
QR კოდიshenisilamaze.ge
შენი სილამაზე. (2026). სექსუალური განათლება LGBTQ+ მოზარდებისთვის — 8 მთავარი ფაქტი. 10 ნოემბერი, 2026. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-8-%e1%83%a4/



