ოტორინოლარინგოლოგი ამოწმებს პაციენტის ყელს სამედიცინო კაბინეტში

ყელის ტკივილი და სეზონური ვირუსების გართულებები

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

გადაცემა „დილა ფორმულაზე“

თემა: ყელის ტკივილი და სეზონური ვირუსების გართულებები

საუბრობს მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ოტორინოლარინგოლოგი ქეთი გოცაძე:

„ბევრი ვირუსი იწყება ყელის ტკივილით. ყველა რესპირატორული დაავადება მოქმედებს ყელზე, 

- Advertisement -
Ad imageAd image

ყელის სიწითლის დროს მნიშვნელოვანია დიფერენცირება რამდენად საშიშია და რატომ არის ყელი წითელი. ხახის ლორწოვანი ზონა უნდა იყოს ვარდისფერი, თუ პაციენტი მწეველია, მავნე გარემოში მუშაობს და კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს, უმრავლესობას ყელში აქვს ქრონიკული სიწითლე.

თუ ავადობაა, უნდა დაერთოს ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება, თუ ვირუსთან გვაქვს საქმე, ყველაფერი ეს ერთად არის.

ხშირად, პაციენტი ამბობს, რომ ჩირქი აქვს ყელში. ეს არის ფიბრიდული ნადები, რაც, შეიძლება გამოიწვიოს ვირუსმა და თეთრი ნადები, – ექიმთან უნდა გაირკვეს, ჩირქია თუ ვირუსული ნადები.

თუ ბავშვის ყელში არის სიწითლე, თეთრი ნადები… ამას თან ერთვის ყლაპვის გაძნელება, ტემპერატურის მატება, უმჯობესია, მშობელმა ბავშვი მალე უნდა მიიყვანოს ექიმთან. თუ არის ზოგადი სისუსტე და ხშირი ავადობა, მაშინ მივდივართ გეგმიურად, რათა გავარკვიოთ „სუსტი ყელი“ აქვს თუ სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

როდესაც ყელში მორეციდივე სტრეფტოკოკული ინფექციაა, მიკრობი ცივ გარემოში აქტიურდება და ამას მოყვება ყელის ტკივილი. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, როდესაც ბავშვს ექნება იმუნიტეტი, უნდა დავიწყოთ გაკაჟება და უცებ არ მივცეთ ნაყინი, ნელ-ნელა შევაჩვიოთ. სუსტი ყელი გადაილახება, თუ ჩვენ პორციულად მივაწვდით ცივ სითხეს ან ნაყინს. სუსტი ყელის ძირითადი მიზეზი არის იქ ჩაბუდებული სტრეფტოკოკული ინფექცია. თუ ყელი გვეტკინა, ეს ყოველთვის არ ნიშნავს რომ სუსტი ყელი გვაქვს.

- Advertisement -
Ad imageAd image

თუ გავარკვიეთ, რომ პაციენტს აქვს ვირუსული ტონზილიტი და ფარინგიტი, ამას ანტიბიოტიკი საერთოდ არ სჭირდება. თუ სპეციფიკურ ვირუსთან გვაქვს საქმე – გრიპის ვირუსი, შეგვიძლია ჩავრთოთ ანტივირუსული მკურნალობა.

თუკი მწვავედ მიმდინარე ყელის ტკივილი, რომელიც მოითხოვს ანტიბიოტიკს, არის ძალიან პატარა სეგმენტში. დიაგნოზს სჭირდება სისხლის ტესტი, სწრაფი ტესტი ყელიდან. მიუხედავად იმისა, რომ სიცხე და ჩირქი გვაქვს, თუ დიაგნოზის შედეგად გამოირიცხა ანტიბიოტიკის საჭიროება, მისი ზედმეტად მიღება ქმნის ბაქტერიორეზისტენტობას და შემდეგ, არსებულ ინფექციასთან ანტიბიოტიკებით ბრძოლა აღარ იქნება ეფექტური“.

READ  კანის ჯანმრთელობა და იმუნიტეტი: როგორ დავიცვათ ჩვენი მთავარი დამცველი

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). ყელის ტკივილი და სეზონური ვირუსების გართულებები. 24 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/qhelis-tkivili-da-sezonuri-virusebis-garthulebebi/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის