ოდრი ჰეპბერნის პორტრეტი ელეგანტური მაკიაჟით და კლასიკური სტილით

ოდრი ჰეპბერნის რჩევები ქალებს სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
ოდრი ჰეპბერნის სილამაზის შესახებ გავრცელებული მითები სრულიად უსაფუძვლოა. რეალობაში მისი იდეალური გარეგნობა წლების შრომისა და პროფესიონალური მიდგომის შედეგი იყო.
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ოდრი ჰეპბერნი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ქალადაა აღიარებული და მისი გარეგნობა კვლავ სილამაზის სტანდარტად ითვლება. მსახიობი ასაკამდე დახვეწილად, მოვლილად და ელეგანტურად გამოიყურებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი.

1. ეცადეთ წონა აკონტროლოთ

იცოდით, რომ Breakfast at Tiffany’s-ში ოდრი 18 წლის ჰოლი გოლაითლი როლის შესრულებისას, ოდრი რეალურად 32 წლის იყო? ის თავის წლებთან შედარებით ბევრად ახალგაზრდად გამოიყურებოდა. უყვარდა ახალი ბოსტნეული, მაკარონი ტომატის სოუსით და მხოლოდ ხანდახან აძლევდა თავს დესერტის ჭამის უფლებას.

2. გამართული სიარული

- Advertisement -
Ad imageAd image

ოდრის ახალგაზრდული გარეგნობის კიდევ ერთი მიზეზი მისი უნაკლო ბალეტის პოზა იყო. გასწორებული მხრები, სწორი ზურგი, და თავის პოზიცია თქვენს ბიუსტს ვიზუალურად აამაღლებს, წელის გათხელებს და მოგაშორებთ საძულველ „ორმაგ ნიკაპს“.

3. არ დაივიწყოთ ძილი

ჰეპბერნმა იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხიანი ძილი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის, ამიტომ მას ჰქონდა ჩვევა სადილის შემდეგ ეძინა. ამის შესახებ მისმა შვილმა შონმა თავის მემუარებში ისაუბრა: „შუადღის ძილის შემდეგ ის ყოველთვის ჭამდა შოკოლადის ნაჭერს – მაგრამ მხოლოდ ერთს! მისი თქმით, შოკოლადი მწუხარებას ფანტავდა.“

4. იარეთ რაც შეიძლება მეტი

მიუხედავად ბალეტისა, ჰეპბერნი სპორტის დიდი მოყვარული არ იყო და მთელი ცხოვრება ბევრს ეწეოდა. სისხლში ჟანგბადის ნაკლებობის საკომპენსაციოდ, ის ყოველდღე დიდხანს სეირნობდა თავის ძაღლთან ერთად.

- Advertisement -
Ad imageAd image

5. არ დაგავიწყდეთ თვალის მაკიაჟი

ინტენსიური შავი თვალის ლაინერი და გრძელი წამწამები მისი იმიჯის აუცილებელ მახასიათებლად იქცა და სიკვდილამდე არ შეუცვლია – შესანიშნავად გამოიყურებოდა. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, შესაძლოა ღირდეს ყალბი წამწამების ტარება. 

 

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ოდრი ჰეპბერნის რჩევები ქალებს სილამაზისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე. 28 მაისი, 2024. https://shenisilamaze.ge/audrey-hepburn/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ჯანდაცვის სამინისტრომ „როშესგან“ პირდაპირი შესყიდვით, ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები შეიძინა
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის