ბეჭდების მბრძანებლის ფილმის პოსტერი ან კადრი

2026 წლისთვის “ბეჭდების მბრძანებლის” სამყაროზე ახალი ფილმი გამოვა

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

Warner Bros. Discovery-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა, დევიდ ზასლავმა თქვა, რომ 2026 წელს ბეჭდების მბრძანებლის სამყაროზე ახალი ფილმი გამოვა.

Warner Bros. Discovery-ის დირექტორის თქმით, ფილმზე იმუშავებს ბეჭდების მბრძანებლისა და ჰობიტის ტრილოგიების რეჟისორი, პიტერ ჯექსონი. ჯექსონს მისივე ცოლი, ფრენ უოლში და ფილიპა ბოიენსი სცენარზე მუშაობაში დაეხმარებიან. უოლში და ბოიენსი წარსულში უკვე მუშაობდნენ ბეჭდების მბრძანებლისა და ჰობიტისსცენარზე.

ზასლავის თქმით, ფილმი “ჩაუღრმავდება ისტორიებს, რომლებიც ჯერ არ მოუყოლიათ”. მისივე თქმით, ბეჭდების მრძანებლის, ჰარი პოტერისა და DC Universe-ის ფრენჩაიზები ნაკლებადაა გამოყენებული, რის “გამოსწორებაზეც” მუშაობენ.

ახალი ფილმის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. ეს იქნება პირველი ფილმი ბეჭდებისმბრძანებლის სამყაროზე, რომელსაც Warner Bros.-ს სტუდია გადაიღებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ბეჭდების მბრძანებელი ეფუძნება ბრიტანელი მწერლისა და ლინგვისტის, ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის ნაწარმოებებს. ფენტეზის ჟანრის ამ წიგნებში ძირითადი მოქმედება გამოგონილ კონტინენტ შუამიწეთში ხდება.

 

 

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). 2026 წლისთვის “ბეჭდების მბრძანებლის” სამყაროზე ახალი ფილმი გამოვა. 17 მაისი, 2024. https://shenisilamaze.ge/bechdebis-mbrdzanebeli/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  Noreva - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკა ყველა კანის ტიპისთვის
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის