ანტი-ეიჯინგ ექსპერიმენტი უჯრედების გაახალგაზრდავებისთვის

თაგვებზე ჩატარებული ანტი-ეიჯინგ ექსპერიმენტი: უჯრედების გაახალგაზრდავების პერსპექტივა

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
3 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა ანტი-ეიჯინგ ექსპერიმენტში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწიეს: თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია უჯრედების მოლეკულური დონის გაახალგაზრდავება. კვლევის შედეგები, რომლებიც სამედიცინო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, ახალ პერსპექტივას უხსნის როგორც სამედიცინო, ისე კოსმეტოლოგიური ანტი-ეიჯინგის მიმართულებას.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტი ჯერ ადამიანებზე არ ჩატარებულა, შედეგები ძალიან ინტერესანტია ყველა ჩვენთვის, ვინც დაბერების პროცესის შენელების ეფექტიან საშუალებებს ვეძებთ. მეცნიერულ დონეზე პირველად დადასტურდა, რომ ეპიგენეტიკური ცვლილებების „გადატვირთვით” შესაძლებელია დაბერების გარკვეული ასპექტების შებრუნება.

როგორ მოახერხეს მეცნიერებმა უჯრედების გაახალგაზრდავება

მკვლევრებმა გამოიყენეს ინოვაციური მიდგომა: თაგვების დნმ-დან ამოიღეს ათასობით ეპიგენეტიკური მარკერი, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდება და უჯრედების დაბერებას იწვევს. ეს პროცესი არ გულისხმობს თავად გენების ცვლილებას, არამედ გენების ექსპრესიაზე, მათ „ჩართულობა-გამორთულობის” რეჟიმზე ზემოქმედებას.

გენის ექსპრესია არის პროცესი, რომლითაც გენის ინფორმაცია გარდაიქმნება ფუნქციურ პროდუქტად, ჩვეულებრივ, ცილად. ეპიგენეტიკური ცვლილებები არის ქიმიური მარკერები, რომლებიც გარემოს, ცხოვრების წესის და დროის ზემოქმედებით ემატება დნმ-ს და ცვლიან გენების გამოხატვას დნმ-ის თანმიმდევრობის ცვლილების გარეშე.

- Advertisement -
Ad imageAd image

კვლევის თანაავტორმა, ჰარვარდის გენეტიკოსმა დევიდ სინკლერმა განმარტა: „ჩვენი კითხვა იყო: თუ ეპიგენეტიკური ცვლილებები იწვევს სიბერეს, შევძლებთ ეპიგენომის გადატვირთვას? შეგვიძლია საათის უკუსვლა?” ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პასუხი დადებითია.

რა შედეგები მიიღეს თაგვებზე

ყველაზე გასაოცარი შედეგი მხედველობასთან დაკავშირებით მიიღეს. თაგვები, რომლებსაც ასაკთან ან ბადურის ნერვის დაზიანებასთან დაკავშირებული მხედველობის პრობლემები ჰქონდათ, მკურნალობის შემდეგ თვალის ფუნქციის აღდგენა შეძლეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ძუძუმწოვრებს ნერვული ქსოვილის რეგენერაციის უნარი ძალიან ადრეულ ასაკში ქრება.

მეორე თანაავტორმა, იუანჩენ ლუმ განმარტა: „ეს მოგვაგონებდა მედუზას, რომელსაც აქვს დაზიანებული ქსოვილის აღდგენის უნარი. ეს იყო გასაოცარი შედეგი.” პროცესმა პრაქტიკულად უჯრედებში ბიოლოგიური საათი გადატრიალა.

READ  ჩემი მეგობარი უკვე 67 წლისაა და მისი კანის ყველას შურს. საიდუმლო საშინაო კრემშია კონიაკით!

რა არის ეპიგენეტიკა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი

ეპიგენეტიკა ბიოლოგიის მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის გარემოს (კვება, ალკოჰოლი, მწეველობა, სტრესი) და ქცევის გავლენას გენების ექსპრესიაზე. ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა გვქონდეს გარკვეული გენეტიკური მიდრეკილება, მაგრამ მისი გამოვლინება დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე.

მაგალითად, შესაძლოა გვქონდეს ონკოგენები, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით მათი გააქტიურება თავიდან ავიცილოთ. ანალოგიურად, დაბერებასთან დაკავშირებული ბევრი პროცესი დამოკიდებულია არა მხოლოდ გენებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ „კითხულობს” ჩვენი ორგანიზმი ამ გენებს.

- Advertisement -
Ad imageAd image

რას ნიშნავს ეს ანტი-ეიჯინგ კოსმეტოლოგიისთვის

მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ფუნდამენტური სამედიცინო დონეა და არა კოსმეტიკური პროდუქტი, მისი პრინციპი კოსმეტოლოგიისთვის კი ცნობილია. თანამედროვე ანტი-ეიჯინგ მიდგომები ისწრაფვის უჯრედულ დონეზე რეგენერაციის სტიმულირებისკენ, რაც გარკვეული პროცედურებით შესაძლებელიც არის.

თუ გაინტერესებთ სახის ქიმიური ლიფტინგი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი პროცედურაა სახის კანის მოლეკულური დონის განახლებისთვის. კვლევის სულისკვეთება ეხმიანება აგრეთვე ასაკობრივი კანის მოვლის საშინაო ნიღბებს, რომლებიც სტიმულირებენ რეგენერაციას.

კოსმეტოლოგები უკვე ხშირად იყენებენ პეპტიდებს, ანტიოქსიდანტებს და სხვა აქტიურ ინგრედიენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ უჯრედების აღდგენის პროცესებზე. ახალი კვლევები ასეთი მიდგომების მეცნიერულ საფუძველს ამყარებს და ხედავს მომავალ თაობის ანტი-ეიჯინგ თერაპიის გზას.

პრაქტიკული რჩევები: როგორ დავეხმაროთ ჩვენს უჯრედებს

მიუხედავად იმისა, რომ ჰარვარდის ექსპერიმენტი ლაბორატორიული პროცედურაა, ჩვენ შეგვიძლია ყოველდღიური არჩევანით დავეხმაროთ ჩვენს უჯრედებს „ახალგაზრდა” დარჩნენ:

გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის