მზის აქტივობის ილუსტრაცია მზის ანთებებითა და კოსმოსური რადიაციით

მზის მაქსიმუმი მოსალოდნელზე ადრე დადგება — მიზეზი ჯერ უცნობია

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მზე ჩვენი მარადიული თანამგზავრია. ის საათივით ზუსტია და მისი ხილული გზა ცაზე, დროის გაზომვის საშუალებას გვაძლევს.

მზე და მისი გზა დედამიწის სეზონების წყაროც არის. თუმცა, მრავალი თვალსაზრისით, ჩვენი მზე სულაც არაა მშვიდი და უცვლელი.

ახლოდან თუ დააკვირდებით, მზეზე დიდი ცვალებადობა და აქტივობები მიმდინარეობს. კაშკაშა აფეთქებები, რომლებსაც ანთებებს უწოდებენ, რეგულარულად იწვევს უზარმაზარი რადიაციის გამოყოფას. პერიოდულად ჩნდება, მოძრაობს, იცვლება და ქრება ბნელი, ცივი რეგიონები, რომლებსაც მზის ლაქებს უწოდებენ. მძლავრი ამოფრქვევების შედეგად, მზე კოსმოსში ასევე ისვრის მატერიას; ამ პროცესს მზის ნაწილაკების მოვლენას (იგივე მზის რადიაციული შტორმი) უწოდებენ.

მზის აქტივობა დროთა განმავლობაში იცვლება. ის პიკს ყოველ 11 წელიწადში ერთხელ აღწევს; შემდეგი ასეთი პიკი 2025 წლისთვის იყო პროგნოზირებული.

- Advertisement -
Ad imageAd image

თუმცა, ახლა ისე ჩანს, რომ მზის მაქსიმუმი მოსალოდნელზე უფრო მალე დადგება. ამ მიგნებამ შეიძლება ჩვენი დედავარსკვლავის უკეთესად შესწავლის საშუალება მოგვცეს.

მზის აქტივობა გავლენას ახდენს დედამიწაზე და ჩვენს ტექნოლოგიებზე. მზის ნაწილაკთა მოვლენებს შეუძლია დააზიანოს თანამგზავრები და ელექტროსისტემები. მზის აქტივობას, რომელიც ჩვენს პლანეტაზე ახდენს გავლენას, ხშირად „კოსმოსურ ამინდს“ უწოდებენ.

იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ პროგნოზირება და მომზადება შეგვიძლია, საჭიროა წესების კარგი კრებული — სამეცნიერო მოდელი. NASA და აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაცია (NOAA) ამ მოდელებს მრავალი წელია ქმნიან.

მზის აქტივობის პროგნოზისთვის, მათ ერთმანეთს სხვადასხვა მეთოდები შეურწყეს. ამ მიდგომით დადგინდა, რომ მზის შემდეგი მაქსიმუმი (პიკი) 2025 წლის ივლისში დადგება. ამავე პროგნოზით, პიკი შედარებით სუსტი უნდა იყოს, წინა ციკლის პიკის მსგავსად, რომელიც 2014 წლის აპრილში დადგა.

წაიკითხეთ სრულად

- Advertisement -
Ad imageAd image

 

#datashvil

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). მზის მაქსიმუმი მოსალოდნელზე ადრე დადგება — მიზეზი ჯერ უცნობია. 6 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/mzis-maqsimumi-mosalodnelze-adre-dadgeba-mizezi-jer-utsnobia/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  2024 წლიდან ქვეყანაში რამდენიმე სიახლე ამოქმედდება. მათი ნაწილი ძალაში 1-ლი იანვრიდანვე...
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის