პენსიონერი ქალი ფარმაცევტთან აფთიაქში უფასო მედიკამენტების მიღებისას

ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ – ასევე, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონდე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ,- აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ასეთი პენსიონერების რაოდენობა დაახლოებით 400 ათასია.

„ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა. მომდევნო წელს პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებულებები არიან ქრონიკულ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში მედიკამენტები უფასოდ ექნებათ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ ჩვენ პენსიონერებს ხელფასები გავუზარდეთ და პენსიამ 500-ს ლარამდე უკვე აიწია – 2012 წელს 110 ლარი იყო და ახლა, 500 ლარამდე გახდა. 2024 წელს ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ.

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ბატონ ზურაბ აზარაშვილს აქვს დაგეგმილი, ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც დაიწყება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

- Advertisement -
Ad imageAd image

მედიკამენტებზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები ჯამურად, 300-იდან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგება. 2024 წელს ასეთი პროგნოზი გვაქვს, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ. რა თქმა უნდა, ამ პროცესს ჩვენ კიდევ უფრო გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ“,- განაცხადა პრემიერმა. 

#datashvil

SheniEkimi.ge

 

 

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ – ასევე, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც. 3 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/qronikuli-daavadebebis-mqone-pensionerebi-medikamentebs-uphasod-miigheben-aseve-daitsqheba-onkologiuri-patsientebis-adreuli-kvlevebis-daphinansebats/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვე
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის