ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი პარლამენტში გამოსვლისას

„მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ბანგლადეშის, ინდოეთისა და უზბეკეთის საწარმოები შეამოწმა“-აზარაშვილი

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში.

„სამინისტრომ, რეგულირების სააგენტოს მეშვეობით, იმ უცხოურ საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც, საქართველოში იმპორტით შემოდის.

მედიკამენტების ხარისხის კონტროლისა და მაღალი ხარისხის წამლის მიმოქცევის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ, უკვე შევამოწმეთ ბანგლადეშის, ინდოეთისა და უზბეკეთის საწარმოები, საიდანაც საქართველოს ბაზარზე მედიკამენტები აქტიურად შემოდის. ფარმაცევტული სფეროს რეგულირების მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწა სამომავლო რეფორმების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია 2023 წელს აამოქმედა, ის სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. ლაბორატორია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ულტრათანამედროვე აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა. შედეგად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ქვეყანაში წარმოებული თუ იმპორტირებული წამლების ხარისხი მონიტორინგი ვაწარმოოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). „მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ ბანგლადეშის, ინდოეთისა და უზბეკეთის საწარმოები შეამოწმა“-აზარაშვილი. 6 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%ae%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 18 მილიონი ლარით გაიზარდა და საწყისმა თანხმა 51 მილიონზე მეტი შეადგინა
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის