საავადმყოფოს შენობა ან ოპერაციის ოთახი კლინიკაში

შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს კლინიკების მოწესრიგების პირველი ეტაპია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის.

„შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის, ასევე ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ ყველა სხვა საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. ზოგს მხოლოდ ორი კომპონენტი შეუჩერდა, ზოგს – რეანიმაცია ან ქირურგია. ვფიქრობ, საერთო ჯამში, ნორმალური სურათია და საგანგაშო მდგომარეობა არ არის, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომის პრობლემა შეგვექმნას. ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, რადგან მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკამ სრულად უნდა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტი და ესეც ამისი ნაწილი იქნება“, – განაცხადა აზარაშვილმა.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). შემოწმებული კლინიკების დაახლოებით 20 პროცენტი ამ ეტაპზე რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც შესაბამისი ნებართვები შეუჩერდათ. 31 ოქტომბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/shemotsmebuli-klinikebis-daakhloebith-20-protsenti-am-etapze-reanimatsiis-an-qirurgiis-natsilshi-standarts-ver-akmaqhophilebs-ris-gamots-shesabamisi-nebarthvebi-sheucherdath/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  იტალიელი ქალების 7 ოქროს წესი, რომელიც იმიჯის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის