შრომის უსაფრთხოების რეფორმების განხილვა საქართველოში

შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„კლერ ჰარასტიმ, ზურაბ აზარაშვილს, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და აღნიშნა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, საქართველოსთან, კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ზურაბ აზარაშვილმა, ხაზი გაუსვა, გასულ წელს, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესახებ მიღებულ რეგლამენტს, რომელიც სხვადასხვა ობიექტზე პირველი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის წარმომადგენლები“ –  აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#datashvil

#drpkhakadze

- Advertisement -
Ad imageAd image

#SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა. 20 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/shromis-usaphrthkhoebisa-da-shromithi-uphlebebis-datsvis-kuthkhith-qveqhanashi-gankhortsielebuli-da-mimdinare-rephormebi-dadebithad-shephasda/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები,პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება და ჰოსპიტალური სექტორის დაფინანსების DRG მოდელი
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის