დაუმორჩილებელი ფუვდებული თმის მოვლა და სწორი დავარცხნა

როგორ მოვუაროთ დაუმორჩილებელ თმას

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მთელი ცხოვრება ებრძვი შენს თმას? ჩვენ დაგეხმარებით მის მოვლაში!

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შენი თმა არ გემორჩილება, იბურდება ან ფუვდება – მდგომარეობს პროტეინის და ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობაში, რაც დამახასიათებელია მშრალი და დაზიანებული თმისთვის. როდესაც შენი თმა კარგავს ტენიანობას იგი ხდება გამომშრალი, რის შედეგად შენი ნებისმიერი ვარცხნილობა გამოიყურება “დაელექტროებულად”. ნესტიანი ამინდი უარყოფითად მოქმესებს თმაზე.

მიჰყევით შემდეგ რჩევებს:

1. დაიბანე თავი ერთ-ორ ან სამჯერ კვირაში. თავის კანი გამოყოფს ნატურალურ ცხიმოვან ნივთიერებებს, რომლებიც ატენიანებს შენს თმას და ყოველ ჯერზე, როდესაც იყენებ შამპუნს აშორებ თმას ამ ნივთიერებებს. არ დაიბანო თავი ძალიან ცხელი წყლით – ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის უფრო მეტად აშრობს თქვენს თმას.

2. თავის დაბანის დროს ყოველთვის გამოიყენე კონდიციონერი, ასევე თვეში ერთხელ აუცილებელია თმის ნიღაბის გამოყენება. თუ გრძნობ, რომ ეს შენი თმისთვის არ არის საკმარისი გაზარდე დამატენიანებელი საშუალების გამოყენება კვირაში ერთხელ.

3. ძალიან ნუ გაიშრობ თმას პირსახოცით – აგრესიული მოძრაობები იწვევს თმის დაუმორჩილებლობას. აუცილებლად ისარგებლე ბამბის პირსახოცით, რათ მოიშორო ზედმეტი ტენიანობა, ასევე არ ღირს ხშირად საშრობის ფენის გამოყენებაც.

როგორ მოვუაროთ დაუმორჩილებელ თმას

4. შესაძლოა იცი, რომ სველი თმის დავარცხნა არ შეიძლება, მაგრამ დაუმორჩილებელი თმის შემთხვევაში ეს წესი არ გამოდგება. პირიქით, ყოველ ჯერზე, როდესაც იბან თავს, მონდომებით დაივარცხნე განიერკბილიანი სავარცხლით, რათა შეინარჩუნო ტენიანობა.

წყარო

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ მოვუაროთ დაუმორჩილებელ თმას. 4 ივნისი, 2024. https://shenisilamaze.ge/tma/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ჩემს დაქალს უბრალოდ სჯერა, რომ მისი სიმდიდრე და კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია სილამაზის ასეთ მარტივ პროცედურასთან.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის