საშვილოსნო ტრანსპლანტაცია - ქირურგიული ოპერაცია

ბრიტანეთში ექიმებმა ქალს თავისი უფროსი დის საშვილოსნო გადაუნერგეს

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ოქსფორდში ქირურგებმა ბრიტანეთში საშვილოსნო ტრანსპლანტაციის პირველი ოპერაცია ჩაატარეს. წერს BBC .

34 წლის ქალს თავისი 40 წლის დის ორგანო გადაუნერგეს. მათი ვინაობა არ ხმაურდებოდა. ოპერაციას 17 საათის განმავლობაში ექიმების 20-კაციანი ჯგუფი ატარებდა. მათი თქმით, ტრანსპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა, ოპერაციიდან 2 კვირაში პაციენტს პირველი მენსტრუაციაც დაეწყო.

ქალი იშვიათი მდგომარეობით, – მეიერ-როკიტანსკი-კიუსტერ-ჰაუსერის პირველი ტიპის სინდრომით დაიბადა, რა დროსაც საშვილოსნო ან არ აქვთ, ან განუვითარებელია, საკვერცხეები ფუნქციონირებს.

პაციენტი და მისი ქმარი ბავშვების გაჩენას გეგმავენ. ოპერაციამდე მათ შესაბამისი მკურნალობა ჩაიტარეს და უკვე 8 ემბრიონი აქვთ.

- Advertisement -
Ad imageAd image

ექიმების თქმით, როგორც ნებისმიერი ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ქალს იმუნოდეპრესიული პრეპარატების მიღება მოუწევს, რაც ჯანმრთელობისთვის სარისკოა, ამიტომ მაქსიმუმ ორი ორსულობის შემდეგ მას საშვილოსნოს ამოკვეთენ.

დონორის დას უკვე ჰყავს 2 შვილი და მეტის გაჩენას არ აპირებდა.

 

#datashvil

SheniEkimi.ge

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). ბრიტანეთში ექიმებმა ქალს თავისი უფროსი დის საშვილოსნო გადაუნერგეს. 7 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/britanethshi-eqimebma-qals-thavisi-uphrosi-dis-sashvilosno-gadaunerges/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  თათია სულუაშვილი გამომწერებს ბარიატრიული ოპერაციის შედეგებს უზიარებს
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის