დედა და შვილი კომუნიკაციაში, პოზიტიური აღზრდის მეთოდები

რატომაა აუცილებელი უფრო ხშირად გვქონდეს ურთიერთობა დეიდასთან და მამიდასთან?

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

კავშირი მშობლებთან და შვილებთან მსოფლიოში ყველაზე ძლიერია. მაგრამ, ხშირად გვავიწყდება სხვა ნათესავების მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენზე ზრუნავენ და ვუყვარვართ. სტატიიდან შეიტყობთ რატომაანიშვნელოვანი კავშირი დეიდებთან და მამოდებთან

რატომაა აუცილებელი ხშირი კომუნიკაცია დეიდებთან და მამოდებთან? მშობლების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. დედის ან მამის და უნიკალურ როლს თამაშობს ბავშვის აღზრდაში.  მასთან ღირებული მოგონებები გვაკავშირებს. იყო კარგი დეიდა ძალისხმევას, გამოცდილებას და ბევრ სიყვარულს მოითხოვს. წარმოგიდგენთ 9 მიზეზს ამის დასამტკიცებლად.

დეიდების როლი

მან შესაძლოა ბავშვს საერთოდ სხვანაირი წარმოდგენა შეუქმნას ცხოვრებაზე, არა მშობლების მსგავსი. ის ამბობს იმას, რაც რეალურია და არა შეფარვით. დახმარების ხელს მორალის გარეშე გამოგიწვდიან.

დეიდა/მამიდა არასდროს ტოვებს მნიშვნელოვან დღეებს და საუკეთესო საჩუქრებს გჩუქნით. შესაძლოა სხვა ქალაქიდან ჩამოვიდეს, რათა განსაკუთრებულად გაგახაროთ.

ის მუდამ კარგ ხასიათზეა, რადგანაც დისშვილის/ძმისშვილის მიღწევები მისთვის ნაცნობია. მასთან დროის გატარება გასართობია.

ათასობით ჩახუტება და კოცნა – ეს დეიდაზეა. რადგანაც ის ნათესავს ყოველდღე ვერ ხედავს, მონატრებას განსაკუთრებით გამოხატავს.

როცა ბავშვებს საკუთარ პრობლემებზე სასაუბროდ მშობლებთან მისვლა ეშინიათ, დეიდებს თავისუფლად უზიარებენ ამას. მშობლის და ყოველთვის მზადაა მოგისმინოს და დაგეხმაროს და ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახოს.

დეიდები დის/ძმისშვილებს მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ სიბრძნეებს ასწავლიან, რომელთა გამხელაც მშობლებისთვის არასასიამოვნოა.

დეიდა დიდი სიამოვნებით ითავსებს ძიძობას, როცა მშობლებს სჭირდებათ.

დეიდა იშვიათად ეჩხუბება ან ყვირის. ის ძმის თუ დისშვილისთვის მუდამ კარგ ხასიათზეა.

როცა ბავშვი იბადება, დეიდა/მამიდა თავს განსაკუთრებულად გრძნობს და ბედნიერდება.

ყველა ადამიანს აქვს დადებითი მოგონება უახლოეს ნათესავებთან. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ვართ, ისინი მუდამ მზად არიან დახმარების ხელი გამოგვიწოდონ და ჩვენი მიღწევები გულწრფელად დიდი სიხარულით გაიზიარონ.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რატომაა აუცილებელი უფრო ხშირად გვქონდეს ურთიერთობა დეიდასთან და მამიდასთან?. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  სავალდებულო ჰეტეროსექსუალობა: კითხვები, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის