გულის დაავადებების სიმპტომები და ადრეული ნიშნები

გულის დაავადებების ადრეული სიმპტომები, რომლებიც არ უნდა დააიგნოროთ

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ბოლო დროს გულის დაავადებების შემთხვევები უფრო და უფრო “ახალგაზრდული” ხდება და უფრო და უფრო ადრე იჩენს თავს.  მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სიმპტომები ყველასთვის ცნობილია, არსებობს ნიშნები, რომლებიც არ უნდა დააიგნოროთ.

გულის დაავადებების მანიშნებელია ეს სიმპტომები:

  • დისკომფორტი და ტკივილი მკერდში;
  • მხრის, კისრის და ყბის ტკივილი მარცხენა მხარეს;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • სუნთქვის სირთულე;
  • არარეგულარული გულისცემა;
  • შეშუპება ფეხების ქვედა ნაწილში;
  • ადვილად დაღლა;
  • მოკლე სუნთქვა, რომელიც ჰორიზონტაალურ მდგომარეობაში რთულდება;
  • ხშირი თავბრუსხვევა;
  • გულის წვა, მუცლის ტკივილი, კუჭის აშლილობა
  • ხველა, რომელიც თეთრ ლორწოს წარმოქმნის;
  • მონაცრისფრო ან მოლურჯო კანი.

გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები ხანდახან უცნაურია. მაგალითად, გლორია შულცი ჯანსაღი ცხოვრების სტილს მისდევდა და არც ფიქრობდა, რომ სარისკოთა ჯგუფს მიეკუთვნებოდა. გულის შეტევა რომელიც მან განიცადა, მხრებში სიმძიმის შეგრძნების და მუცელში დისკომფორტის ბრალი იყო. მთავარი ტკივილები საერთოდ არ გამოვლინდნენ.

სხვა სიმპტომები, რომლებსაც ასევე ბევრი აიგნორებს:

1. ფრენკის ნიშანი

დიაგონალური ნაოჭები, ნაკეცები ყურის ბიბილოზე, რომელიც ასაკთან ერთად ჩნდება, იმ ექიმის სახელი უწოდეს, რომელმაც ის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს დაუკავშირა. ამ დროს დიდი რისკია განვითარდეს ტვინის და გულის დაავადებები.

2. რკალი თვალის გუგის გარშემო

თვალის გუგის გარშემო არსებული ნაცრისფერი წრე გულის დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია.

3. ღრძილის პრობლემები და კბილის დაკარგვა

ნაპრალი კბილში ან მისი დაკარგვა მიკროორგანიზმებს საშუალებას აძლევს ინფექცირება მოახდინონ და სისხლის მიმოქცევაში მოხვედრისას გულის პრობლემების გამოწვევას უწყობენ ხელს.

4. ფრჩხილების ფორმის შეცვლა

თუ ფრჩხილები უფრო თხელი და ფართო ხდება, კიდურებში შესაძლოა სისხლის დენა დაიწყოს.

5. ცხიმოვანი გამონაზარდები კანის ქვეშ

ყვითელი კოპები თვალის, მუხლის თუ უკანალის გარშემო, გეენტიკური დაავადების გამოხატულებაა. ისინი შესაძლოა ცუდი ქოლესტერინის მაჩვენებელიც იყოს, ან ათეროსკლეროზის არტერიებში.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). გულის დაავადებების ადრეული სიმპტომები, რომლებიც არ უნდა დააიგნოროთ. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%92%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის