სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 50 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული.
ადგილზე მყოფი ექიმები სრულ მზადყოფნაში არიან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დაუყოვნებლივ გაუწიონ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილიასთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ილია II ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენეს.
Როგორც ცნობილი გახდა სამების საკათედრო ტაძრის კარი დღეს ღამის 2 საათზე ჩაიკეტება. Ხოლო ხვალ უწმინდესსა და უნეტარესს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
Პროცესიას მხოლოდ სამღვდელოება დაესწრება.
QR კოდიshenisilamaze.ge
შენი სილამაზე. (2026). ვითარება სამების ტაძართან. 21 მარტი, 2026. https://shenisilamaze.ge/%e1%83%95%e1%83%98%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90/


