ზურაბ აზარაშვილი საპარლამენტო მოსმენაზე

კლინიკების 80%-მა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესი

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესის შესახებ ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკების 80%-მა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესი.

„ქვეყანაში ყველა პირობა იქმნება იმისთვის, რომ სამედიცინო ხარისხი გაუთანაბრდეს საერთაშორისო სტანდარტს. 2023 წლიდან საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების შემოღების საპასუხოდ, კლინიკების 80%-ზე მეტმა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი, რაც 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობა იქნება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტრო მუშაობს განახლებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისად. საკანონმდებლო ორგანოში წარმოსადგენად მზად არის სამედიცინო მოწყობილობის შესახებ შემუშავებული ახალი კანონპროექტი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მისი თქმით, იგეგმება იმპორტირებული კოსმეტიკური საშუალებების რეგულირება, ქიმიური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით. სამინისტროში ამბობენ, რომ საკითხზე ჯერ მუშაობა მიმდინარეობს და მეტ დეტალს ვერ დაასახელებენ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). კლინიკების 80%-მა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესი. 6 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%99%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-80-%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%95%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%a7/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  DRG მეთოდი: რა იცვლება მშობიარობის დაფინანსებაში
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის