ემოციური ზიანი და სტრესი პოლიტიკური პროტესტების დროს — მენტალური ჯანმრთელობის დაცვა

ემოციური ზიანის ანატომია პოლიტიკური პროტესტის დროს

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
10 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ემოციური ზიანი, რომელსაც ადამიანი პოლიტიკური პროტესტის დროს განიცდის, ხშირად უხილავი რჩება. „ვინ აგვინაზღაურებს ამ ემოციურ ზიანს?” — ეწერა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს სოციალურ ქსელში. მაშინ, როცა ყურადღება ფიზიკურ დაზიანებებზე კეთდება, მენტალური ჯანმრთელობის საკითხი ჩრდილში რჩება.

40 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს, და ადამიანებს ემოციების გამოხატვის დრო სოციალურ ქსელებშიც კი ძლივს რჩებათ. ფსიქოლოგ დავით ჯინჭარაძესთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, რა გავლენას ახდენს პოლიტიკური დაძაბულობა ჩვენს ფსიქიკაზე და როგორ დავიცვათ საკუთარი თავი სტრესის ქვეშ.

ემოციური ზიანი და პოლიტიკური პროცესების გავლენა

პოლიტიკურ პროცესებსა და ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობას შორის მჭიდრო კავშირია. ყველაფერი იმით იწყება, თუ როგორი ბავშვობა ჰქონია ადამიანს — არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ჯანსაღი მიჯაჭვულობა მშობლებთან უფრო ემპათიურ პიროვნებად გზააყალიბებს. ეს პოლიტიკურ აქტივობასა და შფოთვაშიც ვლინდება.

ძალადობრივი გარემო მოქმედებს საზოგადოების მენტალურ მდგომარეობაზე — და ეს გავლენა თაობებს გადაჰყვება. თუ ჩემი ბებია გამოცადა ომის ტრავმა, ეს მესაც შემეხება, განმარტავს ფსიქოლოგი. პროტესტებზე წამება და ძალადობა კვალს ტოვებს არა მხოლოდ უშუალო მონაწილეებზე, არამედ მთელს საზოგადოებაზე.

- Advertisement -
Ad imageAd image

კომპლექსური PTSD და სტრესის გრძელვადიანი შედეგები

ფიზიკური ძალადობა იწვევს კომპლექსურ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას (PTSD). ეს გამოიხატება ნეგატიურ ფიქრებში, უძილობაში, უძლურების განცდაში, გაბრაზებასა და ჰიპერაღგზნებაში. რაც ყველაზე საშიშია — ეს სიმპტომები შეიძლება არა დაუყოვნებლივ, არამედ წლების შემდეგ გამოვლინდეს.

ბიოლოგიურად სტრესს იწვევს კორტიზოლის დონის მუდმივი მომატება. დილით ეს ჰორმონი ბუნებრივად მაღალია, დღის განმავლობაში იკლებს, მაგრამ როცა დაწევა არ ხდება, PTSD ვითარდება. გარდა ამისა, წამებულ ადამიანებს წლების შემდეგაც შეიძლება ფსიქო-სომატური ტკივილი გამოუვლინდეთ — სხეულის დაზიანებული ნაწილი მორჩენილია, მაგრამ მაინც სტკივათ.

READ  გვითხარი რომელი ტიპის მუშტი გაქვს და ჩვენ გეტყვით როგორი ადამიანი ხარ შენ

რუტინის დაშლა და ნერვული სისტემის ცვლილებები

ნებისმიერი მოულოდნელობა და რუტინიდან ამოვარდნა უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ნერვულ სისტემაზე. ადამიანს აქვს აქტიური და პასიური ნერვული სისტემა: ერთი აღაგზნებს, მეორე ამშვიდებს. ნორმალურ ცხოვრებაში ეს სისტემები დაბალანსებულად მუშაობს, მაგრამ დღევანდელმა პროტესტებმა და, უფრო მნიშვნელოვანია, ძალადობრივმა პასუხებმა მთლიანად მოშალა ეს ბალანსი.

იმის გარდა, რომ დემონსტრაციებმა ჩამოშალა რუტინა, ამას ემატება უიმედობის განცდა და იმის შეგრძნება, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხარ. ეს ემოციები განსაკუთრებით ძლიერია ისეთ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკური სიდუხჭირეა. როცა ადამიანი გადარჩენისთვის ბრძოლაში იმყოფება, ნებისმიერი სახის ცვლილება — მით უფრო პოლიტიკური უსაფრთხოების კითხვის ნიშნები — გაძლიერებულ სტრესს იწვევს.

როგორ გავუმკლავდეთ ბრალეულობის შეგრძნებას

აქციის მონაწილეებს ხშირად ბრალეულობის განცდა აქვთ, თუ თუნდაც ერთი საათით მოწყდებიან პროტესტს. მაშინაც კი, როცა სახლში რჩებიან, მთელ დროს სოციალურ ქსელებში ატარებენ ინფორმაციების მოძიებაში. ბრალეულობის შეგრძნება ხშირად უსაფუძვლოა და ადამიანის ქმედებისგან არ არის გამოწვეული.

- Advertisement -
Ad imageAd image

დაისვით საკუთარი თავისთვის კითხვა: რისი გაკეთება შემიძლია და რას ვაკეთებ? თუ კვირის განმავლობაში თქვენი დროის 70% აქციას უთმობთ, აბსოლუტურად გაქვთ მორალური უფლება, რომ რამდენიმე საათი საკუთარ თავს დაუთმოთ. თვითზრუნვა და თვითლმობიერება ძალიან მნიშვნელოვანია — ჩვენს კულტურაში ის რთულად სასწავლია, მაგრამ აუცილებელი. სხეულის 3 წერტილზე ზემოქმედება დაგეხმარებათ სტრესის მოხსნასა და ენერგიის აღდგენაში.

პრაქტიკული მეთოდები ემოციური ზიანის შესამცირებლად

არსებობს გარკვეული პრაქტიკები, რომლებიც დაგეხმარებათ მენტალური ჯანმრთელობის დაცვაში. მაინდფულნეს პრაქტიკა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს — დღეში ხუთი წუთიც კი საკმარისია. ეს დრო უნდა დაუთმოთ იმის გააზრებას, რა პროცესები მიმდინარეობს თქვენს ორგანიზმში.

დააკვირდით, რა შეგრძნებები გაქვთ კუჭში, მკლავებში, მხრებში. ამ შეგრძნებებზე უბრალო დაკვირვებაც კი მნიშვნელოვანია, რადგან ეს ზრდის ყურადღებას შიდა პროცესების მიმართ. ადამიანი უფრო ახლოს გრძნობს თავის სხეულს, რითაც ეხმარება გონებას.

კუნთების რელაქსაციისა და სუნთქვის ტექნიკები

კუნთების რელაქსაციის ტექნ

READ  შფოთვა და შფოთვითი აშლილობა — მისი ფორმები, სიმპტომები, გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

იხილეთ ასევე: შეხების წყურვილი — პანდემიის გვერდითი მოვლენა

იხილეთ ასევე: ცხოვრება შფოთვასთან ერთად და მისი მკურნალობა

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2026). ემოციური ზიანის ანატომია პოლიტიკური პროტესტის დროს. 14 ნოემბერი, 2026. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%96%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2026 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის