უზარმაზარი აისბერგი A23a ოკეანეში, ანტარქტიდის ცირკულარული დინება

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი ისევ დაიძრა

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი სამი ათწლეულის შემდეგ პირველად ისევ დაიძრა. აისბერგი როდ-აილენდის შტატზე დიდია.

4 000 კვადრატული კილომეტრის ფართობისა და დაახლოებით 400 მეტრის სისქის, ქალაქის ზომის აისბერგი A23a 1986 წლის აგვისტოში გაჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ანტარქტიდის სანაპირო ზოლს გამოეყო. მცურავი ყინულის უზარმაზარი ნაჭერი მალევე მეჩეჩს წამოედო და უედელის ზღვაში დარჩა.

მოსალოდნელია, რომ A23a ანტარქტიდის ცირპოლარული დინებასთან ერთად გადაინაცვლებს და საბოლოოდ სამხრეთ ატლანტის ოკეანეში აღმოჩნდება.

აისბერგის მოულოდნელი გააქტიურების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

- Advertisement -
Ad imageAd image

ექსპერტები შიშობენ, რომ აისბერგი, შესაძლოა, კვლავ წამოედოს მეჩეჩს კუნძულ სამხრეთ ჯორჯიასთან, რაც საფრთხეს შეუქმნის ანტარქტიდის ველურ ბუნებას. ამ ტერიტორიაზე ბინადრობს მილიონობით ზღვის ლომი, პინგვინი, მრავალნაირი ზღვის ფრინველი. მათ შესაძლოა საკვების მოპოვების პრობლემა შეექმნათ.

თუმცა ასევე, არ არის გამორიცხული, რომ აისბერგი ნაწილებად დაიშალოს ისევე, როგორც ეს A68-ს შემთხვევაში მოხდა. 2020 წელს, არ გამართლდა ექსპერტების შიში, რომ A68 სწორედ კუნძულ სამხრეთ ჯორჯიას შეეჯახებოდა.

#datashvil    #drpkhakadze  #sheniganatleba

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი ისევ დაიძრა. 8 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%98-%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მეცნიერებმა საბოლოოდ დაადგინეს, როგორ აღწევს აივ-ინფექცია უჯრედის ბირთვში
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის