თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები | შენი სილამაზე

თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები: სიმპტომები და დიაგნოზი

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
4 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებებმა შესაძლოა დააზიანოს ერთი ან ორივე თირკმელი, ერთი ან ორივე შარდსაწვეთი, შარდის ბუშტი ან შარდსადენი. ამ პრობლემების დროულად ამოცნობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი მათგანი საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

საშარდე გზების ზოგიერთი დაავადება იშვიათად იწვევს სიმპტომებს, სანამ ძალიან არ გაღრმავდება. ექიმის დროული კონსულტაცია და რეგულარული გასინჯვა დაგეხმარებათ გართულებების თავიდან აცილებაში.

როგორ ვლინდება საშარდე გზების პრობლემები

თირკმლების უკმარისობა, სიმსივნეები და კენჭები, თუ ისინი არ უშლის ხელს შარდის დინებას, აგრეთვე ზოგი ნაკლებად მძიმე ინფექცია, ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგჯერ სიმპტომები ვლინდება, მაგრამ იმდენად ზოგადია, რომ ექიმისთვის ძნელია მათი თირკმელთან დაკავშირება.

მაგალითად, შეუძლოდ ყოფნა, უმადობა, გულისრევა ან გავრცელებული ქავილი შესაძლოა თირკმლების ქრონიკული უკმარისობის ერთადერთი სიმპტომი იყოს. მოხუცებში საშარდე გზების ინფექციებმა ან თირკმლების უკმარისობამ შესაძლოა პირველად ცნობიერების მოშლით გამოვლინდეს.

- Advertisement -
Ad imageAd image

ძირითადი სიმპტომები

სიმპტომები, რომლებიც უფრო მეტად მიანიშნებს თირკმლების ან საშარდე გზების პრობლემებზე, შემდეგია: ტკივილი წელის არეში, ქვედა კიდურების შეშუპება და შარდვის გამოყოფის დარღვევები. ეს ნიშნები საჭიროებს სპეციალისტთან დაუყოვნებლივ კონსულტაციას.

განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს პიელონეფრიტის ნიშნები – თირკმლების ბაქტერიული ინფექცია, რომელიც მაღალი ტემპერატურით და წელის ტკივილით ვლინდება. ინფექცია შესაძლოა სწრაფად გავრცელდეს, ამიტომ მკურნალობა გადადებული არ უნდა იყოს.

შარდვისას წვა და ტკივილი: მიზეზები და შეფასება

შარდვისას ტკივილი ან წვა (დიზურია) შესაძლოა იგრძნობოდეს შარდსადენის გარეთა ხვრელის მიდამოში ან, უფრო იშვიათად, შარდის ბუშტის არეში – მენჯში, მუცლის ქვედა ნაწილში, ბოქვენის ძვლის ზემოთ. ზოგჯერ ქალებში შარდვისას ტკივილი ან წვა მაშინაც არის, როცა საშოს ან მისი მიმდებარე არის ინფექცია ან ანთება, ანუ ვულვოვაგინიტია გამოხატული.

READ  ქოქოსის ზეთი - როგორ გამოვიყენოთ და რატომ უნდა შევიყვაროთ?

რა იწვევს დიზურიას

დიზურია გავრცელებული პრობლემაა, განსაკუთრებით ზრდასრული ასაკის ქალებს შორის. მისი მიზეზი ხშირად საშარდე გზების ინფექციაა, მაგალითად, ცისტიტი ან ურეთრიტი. თუმცა, დიზურია შესაძლოა აწუხებდეს ნებისმიერი ასაკის მამაკაცს ან ქალს, მაგრამ ინფექციით გამოწვეული არ იყოს.

ექიმები ზოგჯერ მიზეზს დაახლოებით ხვდებიან იმის მიხედვით, თუ სად არის ეს შეგრძნება ყველაზე მეტად გამოხატული. თუ წვა ან ტკივილი ყველაზე ძლიერია ბოქვენის ძვლის ზემოთ, მაშინ შარდის ბუშტის ინფექცია – ცისტიტია სავარაუდო. ქალები, რომლებსაც ხშირად აქვთ ეს პრობლემა, ზოგჯერ სიმპტომების გამოვლენისთანავე ხვდებიან, რომ მორიგი გამწვავებაა მოსალოდნელი.

- Advertisement -
Ad imageAd image

დიაგნოსტიკის მეთოდები

თუ შეგრძნება შარდსადენის გარეთა ხვრელთანაა ყველაზე მკვეთრი, მიზეზი შეიძლება შარდსადენის ანთება – ურეთრიტი იყოს. მამაკაცებს შორის პენისიდან გამონადენის მიზეზი ხშირად ურეთრიტია. თუ წვა ძირითადად საშოს მიდამოში იგრძნობა და ქალს გამონადენიც აქვს, ვაგინიტია სავარაუდო.

გასინჯვამ შესაძლოა გამოავლინოს დიზურიის გამომწვევი დაავადება. შეიძლება დადასტურდეს გამონადენის არსებობა, საშოს ან გარეთა სასქესო ორგანოების (ვულვა) ანთება და ატროფია, რაც ვულვოვაგინიტის ნიშანია. გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი მისი კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დამადასტურებელი შეიძლება იყოს.

სამედიცინო გამოკვლევები და დიაგნოზი

ექიმები ყოველთვის ვერ თანხმდებიან დამატებითი გამოკვლევების საჭიროებაზე. ზოგი მათგანი უბრალოდ მკურნალობს ზრდასრულ ქალებს, რომლებსაც ცისტიტის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ. ზოგი გამოკვლევებს უნიშნავს ყველას ან მათ, ვისი დიაგნოზიც გარკვეული არ არის.

პირველ რიგში, როგორც წესი, შარდის ანალიზი კეთდება. ხშირად საჭირო ხდება შარდში მიკრობული კულტურის შესწავლა ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმის დასადგენად და ეფექტური ანტიბიოტიკების შესარჩევად. ქალებში საშოდან გამონადენის ნაცხსაც იღებენ და მიკროსკოპით სწავლობენ.

როდის არის საჭირო დამატებითი გამოკვლევები

უნდა დადგინდეს, იმ მამაკაცებს და ქალებს, რომლებსაც შარდსადენიდან გამონადენი აწუხებთ, ხომ არა აქვთ გონორეა ან ქლამიდიოზი. <a href="https://shenisilamaze.

იხილეთ ასევე: სა­შარ­დე გზე­ბის ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინფექციის ხელშემწყობი ფაქ­ტო­რე­ბი

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge

სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2026). თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები: სიმპტომები და დიაგნოზი. 27 სექტემბერი, 2026. https://shenisilamaze.ge/შესაძლოა-დააზიანოს/

READ  გაფანტული სკლეროზის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც არ უნდა იგნორირო
სტატიის ციტირება
ირინა დათაშვილი. თირკმლებისა და საშარდე გზების დაავადებები: სიმპტომები და დიაგნოზი [Internet]. თბილისი: Shenisilamaze.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 30]. ხელმისაწვდომია: https://shenisilamaze.ge/%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%90%e1%83%96%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a1/
shenisilamaze.ge
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
author avatar
ირინა დათაშვილი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
3 კომენტარი
© 2026 შენი სილამაზე · PHIG · Sheni Network
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
›
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
›
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
›
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
⌄
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
⌄
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა ↗
ახალი ფანჯარა გაიხსნება
›
✨რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.