ჯულია რობერტსი ბუნებრივი მაკიაჟის გარეშე

ჯულია რობერტსი ქალბატონებს მიმართავს

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯულია რობერტსი სოციალურ ქსელში მსოფლიოს ქალებისადმი მიმართვას აქვეყნებს და შემდეგ ინსტაგრამს ტოვებს.

ჯულია რობერტსი განცხადებაში  მოუწოდებს ქალებს, უარი თქვან ხელოვნური სილამაზის და გაახალგაზრდავების მანიაკალურ დევნაზე და კონცენტრირება მოახდინონ უფრო მთავარზე.

„სრულყოფილება – ეს ბევრი ერის ტკივილია. ჩვენ ვფარავთ სახეს გრიმით, ვიკეთებთ ტონა მაკიაჟს, დიეტების დროს ვშიმშილობთ გულის წასვლამდე, აქეთ პილინგი, ბოტოქსი… ვცდილობთ, ლამაზად წარმოვაჩინოთ ის, რაც ბუნებრივად უფრო ლამაზია და უყურადღებოდ ვტოვებთ ყველაზე მთავარს.

იცით, ეს რა არის?

ეს არის სული! სული, რომელიც მუდამ მზრუნველობას და გალამაზებას საჭიროებს. როგორ და რატომ უნდა ელოდო, რომ ვინმე შეგიყვარებს, როცა შენ თავად არ გიყვარს შენი თავი. გადაფარო შენი თავი და იყო კმაყოფილი? ეს ხომ სიცრუეა და თავს ვიტყუებთ, ნამდვილად კმაყოფილი ხართ ამდენი პლასტიკით და მაკიაჟით მიღებული თქვენი თავის? რა თქმა უნდა არა. მინდა სწორად გაიგოთ-არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, როგორ გამოიყურებით გარეგნულად, თუ შინაგანად სრულიად დაცლილი და ცარიელი ხარ!

- Advertisement -
Ad imageAd image

დღეს მე ვაცხადებ: აღარ ვიხმარ მაკიაჟს, რადგან დავიღალე სხვისი სახის ტარებით, დროა, ნიღბები ჩამოვიხსნათ. ვიცი, რომ უკვე ნაოჭები მეტყობა, მაგრამ მინდა მათ ვხედავდე-აი ეს ვარ ნამდვილი მე და მინდა მიმიღოთ ისეთი, როგორიც ვარ.

დროა, შევიგნოთ რომ მსოფლიოს ხელოვნური ესთეტიკა მართავს, რომელმაც დაგვატყვევა ილუზიებით იდეალურ გარეგნობაზე, ჩვენ ვართ ტყვეები იმ სტერეოტიპებისა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქალი და ვწვალობთ მთელი ცხოვრება, მე კი მსურს ვიყო ბუნებრივი და გავყვე დროს!

მე დავიღალე და ჩემს თავს ვეუბნები-სდექ!!! იგივეს გირჩევთ თქვენც. დაფიქრდით ვინ ხართ! ვერასდროს ვერავინ შეძლებს 100%-ით დააკმაყოფილოს სილამაზის დაწესებული კრიტერიუმი. ერთადერთი სილამაზე არის ჩვენი სული და შინაგანი სამყარო! ეს სამუდამოა.”

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

- Advertisement -
Ad imageAd image

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ჯულია რობერტსი ქალბატონებს მიმართავს. 3 დეკემბერი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%af%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a2%e1%83%a1%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%94/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ნაოჭებიან სახეს არ უხდება დეკორაცია. თუ გინდათ დაუბრუნოთ მას ძველი იერი, გამოიყენეთ სპეციალური ნიღაბი! გაიგეთ, რატომ ამატებენ კოსმეტიკური ბრენდები კრემებში ამ პროდუქტს!
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის