დედა იცავს ბავშვის ყურებს პიროტექნიკის ხმაურისგან საახალწლო დღესასწაულზე

„ახალი წლის დღეებში ზოოპარკთან ახლოს არ გამოიყენოთ პიროტექნიკა“

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ზოოპარკის დირექტორი, ზურაბ გურიელიძე მოსახლეობას მიმართავს და მოუწოდებს ახალი წლის დღეებში ზოოპარკთან ახლოს არ გამოიყენონ პიროტექნიკა.

„მოულოდნელი უცაბედი ხმაური, რომელსაც განათება სდევს თან, ცხოველებისთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი, აუხსნელი და შესაბამისად, დიდი საფრთხის შემცველი. რაც შეეხება ქცევის შეცვლას, სხვადასხვანაირია, ცხოველზე არის დამოკიდებული. ზოგ შემთხვევაში ისინი განაბულები არიან ხოლმე, დამალულები, ზოგი ცხოველი იწყებს სირბილს ვოლიერში გარკვეული მიმართულების გარეშე. რა თქმა უნდა, ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით სახიფათო ჩლიქოსნები – დიდი ზომის ცხოველები არიან, წონა საკმაოდ დიდი აქვთ და ამიტომ მათ თუ მიმართეს ასეთ აქტივობას, შეიძლება ყველაფერი გადაჯეგონ. ძალიან ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე ზიანდება ხოლმე ცხოველი, შეიძლება დაღუპოს კიდეც. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიზეზით ზოოპარკში 2 ცხოველი დაიღუპა“, – აღნიშნა გურიელიძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). „ახალი წლის დღეებში ზოოპარკთან ახლოს არ გამოიყენოთ პიროტექნიკა“. 21 დეკემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%96%e1%83%9d%e1%83%9d%e1%83%9e/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მედიკამენტებზე დაზოგილი მილიონები...
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის