რეფერენტული ფასის სია მედიკამენტებზე საქართველოში

9 თვეში საქართველომ $400 მლნ-მდე ღირებულების მედიკამენტები შეიძინა – მთავარი მომწოდებელი თურქეთია

ნინო გელაშვილი
ნინო გელაშვილი - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

2023 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში 392 მლნ 401 ათასი დოლარის ღირებულების 9 448 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები შემოვიდა. ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ამ პერიოდში წლიურად მედიკამენტების იმპორტი ღირებულებაში თითქმის 100 მლნ დოლარით, 32.4%-ითაა გაზრდილი, იმპორტირებული საქონლის მოცულობა კი მხოლოდ 2.3%-ით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში საიმპორტო ბაზრებზე მედიკამენტების ღირებულება გაიზარდა. საქართველოსთვის სამკურნალო საშუალებების მთავარი საიმპორტო ქვეყანა წლების განმავლობაში თურქეთი იყო, საიდანაც წლიურად იმპორტი ღირებულებით 102.7%-ით, მოცულობით კი 165.7% გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის შემდეგ თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის ზრდის ტენდენცია წლიდან წლამდე არსებობდა, თუმცა თუ მხოლოდ 9 თვის მაჩვენებელს შევადარებთ თურქეთიდან დაფასოებული სამკურნალო საშუალებების შესყიდვების გაორმაგება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს მთავრობამ ე.წ. თურქეთის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო*. თურქეთიდან ბოლო 5 წლის განმავლობაში მედიკამენტების იმპორტის სტატისტიკა ასეთია:

წაიკითხეთ სრულად

 

#datashvil

- Advertisement -
Ad imageAd image

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). 9 თვეში საქართველომ $400 მლნ-მდე ღირებულების მედიკამენტები შეიძინა – მთავარი მომწოდებელი თურქეთია. 7 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/9-thveshi-saqarthvelom-400-mln-mde-ghirebulebis-medikamentebi-sheidzina-mthavari-momtsodebeli-thurqethia/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  მოზარდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა საქართველოში
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — თმა, მაკიაჟი და პროდუქტები. ტესტავს და მიმოიხილავს კოსმეტიკას, წერს თმის მოვლაზე, მაკიაჟის ტექნიკასა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე.
კომენტარები ჯერ არ არის