ხანდაზმული ადამიანი ხერხემლის პრობლემებით - სიმაღლის შემცირება

ასაკთან ერთად, რატომ პატარავდება სხეული – ხანდაზმულ ასაკში ადამიანთა სიმაღლე მცირდება

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ხანდაზმულ ასაკში ადამიანთა სიმაღლე მცირდება. ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

დაპატარავებას ხშირად ხერხემლის პრობლემები იწვევს. როცა სხეულის ზედა ნაწილში მისი მრუდი იზრდება, რასაც კიფოზი ეწოდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმში არსებული კუნთების ბოჭკოები წლების მატების პარალელურად უწინდელ ფორმას ვეღარ ინარჩუნებს, ამიტომ ხერხემლის დამხმარე კუნთები სუსტდება.

შედეგად, გრავიტაციას ისე ვეღარ ვეწინააღმდეგებით და წელში ბოლომდე გასწორება გვიჭირს. ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ფიზიკურ აქტიურობას გვირჩევენ. ვარჯიში არა მხოლოდ კიფოზის რისკის შემცირებაში, არამედ უკვე ხანდაზმულობაში მდგომარეობის გამოსასწორებლადაც რეკომენდებულია.

სხვა მიზეზი, რომლის გამოც ჩვენი სხეული პატარავდება, ძვლების სიმკვრივის დაკარგვაა. ამას საფუძვლად სასქესო ჰორმონების, ესტროგენისა და ტესტოსტერონის, ასაკობრივი შემცირება ედება. ხშირად აღნიშნულ პროცესს D ვიტამინის ნაკლებობა და თირკმლის მიერ ნაკლები კალციუმის შთანთქმა აჩქარებს და შესაძლოა, ოსტეოპოროზიცგანაპირობოს, რაც ძვლის დაავადებაა.

- Advertisement -
Ad imageAd image

ძვლის სტრუქტურის ცვლილება ოსტეოპოროზის დროს.
როცა ადამიანის ძვლები სუსტდება და უფრო ფოროვანი სტრუქტურის ხდება, ხერხემალი ორგანიზმის წონას ვეღარ უძლებს და ზიანდება. როგორც წესი, მსგავს დაზიანებებს ტკივილი არ ახლავს თან, ამიტომ ის შეუმჩნეველი რჩება, ხერხემალი კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მჭიდროვდება.

ეს ხშირად ხერხემლის დისკების ცვლილებას იწვევს. ისინი 30-40 წლის ასაკიდან გამოშრობას იწყებს და წყალთან ერთად სიმტკიცესაც კარგავს. მათი რაოდენობა სულ 23-ია, ამიტომ თუნდაც ზოგიერთ მათგანში მიმდინარე ამგვარი პროცესები სიმაღლის რამდენიმე მილიმეტრით შემცირებას განაპირობებს.

კარგია რეგულარული ვარჯიში, რადგან ის სხეულს ტონუსში ამყოფებს, კუნთებს მასას უნარჩუნებს და ძვლების სიმყარეს უზრუნველყოფს. ასევე, რეკომენდებულია D ვიტამინითა და კალციუმით მდიდარი საკვების მიღება.

პირველ რიგში, კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროთ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ასაკთან ერთად, რატომ პატარავდება სხეული – ხანდაზმულ ასაკში ადამიანთა სიმაღლე მცირდება. 30 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%97%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%9d%e1%83%9b-%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  სხეულის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები მანტეკ ჩიასგან
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის