ქალი ასრულებს სავარჯიშოს ზურგის კუნთებისთვის მუცელზე წოლის პოზიციაში

ამ სავარჯიშოს შემდეგ, სამეფო დგომი გარანტირებულია!

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

გახსოვთ, როგორ გაწუხებდნენ წელში გამართვის შენიშვნებით ბავშვობაში? მაგრამ, ისინი ადეკვატური იყო. გთავაზობთ სავარჯიშოს, რომლის გაკეთების შემდეგაც თქვენი დგომი სულ სხვანაირი გახდება 

სავარჯიშო რომელიც უშუალოდ მიმართულია ზურგის კუნთებისთვის, წარმატებით აისახება თქვენს სწორ დგომზე.

მოხრილობა რომ ლამაზი არაა, ყველას ესმის. კუზი, წინ დახრილი თავი – არავის ამშვენებს. მაგრამ, სიზარმაცის გამო ზურგის სწორად ჭერა რთულია, ძალა არ გვაქვს… ეს იმიტომ, რომ ადამიანის სხეულის წინა მხარე უფრო განვითარებულია ვიდრე უკანა.

ზურგის კუნთები უნდა გამაგრდეს, ამისთვის მუდმივი ვარჯიშია საჭირო – როცა ხერხემალზე დატვირთვა შემცირდება, სწორად სიარულს დაიწყებთ.

სავარჯიშოები

ზურგის კუნთებს ეს სავარჯიშოები საუკეთესოდ გაავარჯიშებს. დაწექით მუცელზე, სახით ქვევით. ნელა აწიეთ ტანის ზედა ნაწილი, ისე მაღლა, როგორც შეძლებთ. ხელები თეძოებზე დააფიქსირეთ. გაჩერდით ამ მდგომარეობაში, იგრძენით დაძაბულობა. თავდაპირველად 10-ჯერ გაიმეორეთ.

თუ ამას ყოველდღე შეასრულებთ, რაოდენობას მუდამ გაზრდით, ზურგი გაგისწორდებათ და დგომი გაგიუმჯობესდებათ. დაგავიწყდებათ ტკივილი კისრის არეში. განწყობაც უკეთესი გახდება. როცა სხეული სწორად გიჭირავთ, უფრო ჯანსაღად, ლამაზად და თვითდაჯერებულად გამოიყურებით.

დამატებითი მოტივაცია გოგონებისთვის: გასწორებული მხრების და ზურგის პოზიციაში, მკერდი უფრო მოცულობითი ჩანს.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). ამ სავარჯიშოს შემდეგ, სამეფო დგომი გარანტირებულია!. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%af%e1%83%98%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  როგორ მოვიშოროთ მუცელი Მშობიარობის შემდეგ
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის