პიროტექნიკის უსაფრთხოება და ბავშვების დაცვა დღესასწაულებზე

„ვრცელდება უფრო სწრაფად ვიდრე სხვა ვირუსები…“

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ევ­რო­პა­ში, წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის გამო ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია “სას­წრა­ფო” ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­წო­დე­ბით გა­მო­დის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიურო ევროპულ ქვეყნებს მოუწოდებს, სასწრაფოდ ჩაატარონ იმუნიზაციის კამპანიები, რადგან 2023 წლის პირველ ათ თვეში ევროპის კონტინენტზე წითელას 30-ჯერ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვიდრე გასულ წელს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვირუსული ინფექციის შეჩერებისთვის აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, წითელას შემთხვევებმა, შესაძლოა, ჩვენს ქვეყანაშიც მოიმატოს. ამის მიზეზი კი არასაკმარისი ვაქცინაციაა.

- Advertisement -
Ad imageAd image

მისივე თქმით, აუცრელია ათასობით ბავშვი. ქვეყანაში, მხოლოდ იანვარში წითელას 16 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. თუმცა, აქვე დასძენს, რომ ეს ციფრი მაღალი არ არის.

“ევროპის 40 ქვეყანაში 56-დან, ჯანმოს კლასიფიკაციით, დაფიქსირებულია შემთხვევების მკვეთრი მატება. საბედნიეროდ, საქართველო, ჯერჯერობით, ამ კატეგორიას არ განეკუთვნება. 2023 წელს, მთელი წლის განმავლობაში, გვქონდა სულ 26 შემთხვევა. 2024 წლის ინვარში, გვაქვს 16 შემთხვევა. ქვეყანაში 10 000-ობით ბავშვი არის აუცრელი, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევ შემთხვევების მატებას.

ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით მაშინ, როდესაც გვქონდა პირველი შედეგები, როგორი გავლენა მოახდინა კორონა ვირუსის პანდემიამ ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელზე. მთელს მსოფლიოში ანალოგიური მდგომარეობა იყო, თუმცა საქართველოში ეს ციფრები მიუთითებდნენ იმაზე, რომ თუ მაქსიმალურად არ მოვახერხებდით მოსახლეობის ინფორმირებას რომ ეს ჩამორჩენა არის სერიოზული ეპიდაფეთქების შესაძლო წყარო ციფრები მომავალში იქნება გასათვალისწინებელი”, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

მისივე თქმით, წითელას ვაქცინას არ აქვს ვადები. ამიტომ მშობლებმა აუცილებლად უნდა მიიყვანონ ბავშვები ასაცრელად. ვაქცინა კეთდება ორჯერ ერთი და ხუთი წლის ასაკში. ახლა არის კარგი დრო იმისთვის, რომ იმუნური სისტემა ძლიერი ჰქონდეთ ბავშვებს.

2023 წლის პირ­ველ 10 თვე­ში ევ­რო­პა­ში წი­თე­ლას 30-ჯერ მეტი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, ვიდ­რე წინა წლის იმა­ვე პე­რი­ოდ­ში. ევ­რო­პის ქვეყ­ნებს მო­უ­წო­დე­ბენ, “სას­წრა­ფოდ” და­ი­წყონ იმუ­ნი­ზა­ცი­ის კამ­პა­ნი­ე­ბი.

- Advertisement -
Ad imageAd image

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პის ოფის­მა 2023 წლის იან­ვა­რი-ოქ­ტომ­ბრის პე­რი­ოდ­ში წი­თე­ლას 30 000-ზე მეტი შემ­თხვე­ვა და­ა­ფიქ­სი­რა, რო­დე­საც მთლი­ა­ნად 2022 წელს მხო­ლოდ 941 შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. მათი ცნო­ბით, შემ­თხვე­ვებ­მა ბოლო თვე­ებ­ში მო­ი­მა­ტა და სას­წრა­ფო ზო­მე­ბის არ­მი­ღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტენ­დენ­ცია გაგ­რძელ­დე­ბა.

READ  ჯანმოს ხელმძღვანელმა სახელმწიფოებს მოუწოდა, ტესტებსა და ვაქცინებზე წვდომა უზრუნველყონ

ჯან­მო-ს ცნო­ბით, წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა ვაქ­ცი­ნა­ცი­ის დო­ნის დაქ­ვე­ი­თე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. წი­თე­ლა კი, თა­ვის მხრივ, ინ­ფექ­ცი­უ­რი ვირუ­სია, რო­მე­ლიც იწ­ვევს ცხე­ლე­ბას, ხვე­ლას, და იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში, პნევ­მო­ნი­ას, ტვი­ნის ან­თე­ბა­სა და სიკ­ვდილს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). „ვრცელდება უფრო სწრაფად ვიდრე სხვა ვირუსები…“. 30 იანვარი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%9d-%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%93/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის