პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა

„საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და არსებული გამოწვევები“

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა გასვლით სამუშაო შეხვედრაზე 2024 წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები განიხილა.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა ლომინაძის განცხადებით, 2024 წლის სამოქმედო გეგმით, ძირითადად, ოთხი სტრატეგიული ამოცანა განისაზღვრა: ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება; დარგობრივი პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობა; კომიტეტის მიერ ეფექტური წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა; კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება.

„კომიტეტის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებების განხილვას წინ უსწრებდა გასული წლის საქმიანობის შედეგების შეჯამება, რომელიც საკმაოდ დატვირთული იყო, როგორც მთლიანად პარლამენტისთვის, ასევე ჩვენი კომიტეტისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა არც ერთი საკითხი და გუნდური პრინციპით, სამინისტროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, ბევრი მიმართულებით საკმაოდ კარგ შედეგებს მივაღწიეთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი კომიტეტი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კვლავაც შემართებით გააგრძელებს საქმიანობას ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

კომიტეტმა ასევე შეიმუშავა კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევის – „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და არსებული გამოწვევები“ – ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის გეგმა, რომელშიც მკაფიოდაა გაწერილი რეკომენდაციები.

- Advertisement -
Ad imageAd image

სამუშაო შეხვედრაში პარლამენტის წევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები.

ღონისძიება ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით განხორციელდა.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). „საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობისა და არსებული გამოწვევები“. 1 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%98%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  არტ-თერაპია -ხერხი ტვინის მუშაობის გასაუმჯობესებლად
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის