BB კრემის გამოყენება სახეზე ბუნებრივი დაფარვისთვის

რა უნდა იცოდეთ BB კრემის შესახებ

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

BB კრემი არის ტონალურის მსგავსი მაკიაჟის პროდუქტი, რომელიც მოიცავს ჰიდრატაციას, დაბერების საწინააღმდეგო თვისებებს და SPF დაცვას.გაეცანით მის სასარგებლო და უარყოფით თვისებებს აქ: https://www.healthline.com/

 

პირველ რიგში, BB კრემი დაგიზოგავთ არა მხოლოდ დროს, არამედ ფინანსებსაც, ის ასრულებს ერთგვარ მაკიაჟის ფუნქციას, იცავს სახეს დაბერებისაგან, ნაოჭებისაგან და მზის ულტრაიისფერი სხივებისაგან.მისი გამოყენებისას თქვენი სახე გამოიყურება უფრო ბუნებრივად და ვერ იგრძნობთ სიმძიმეს სახეზე, როგორც მაკიაჟს, აქვს ასევე კარგი დაფარვა თუ თქვენ გაქვთ რაიმე ნაკლოვანება, გამონაყარი, ლაქები ან სხვა.კრემი არის საკმაოდ მსუბუქი და მისი გადანაწილება თითების საშუალებითაც შეგიძლიათ, ამით ის უფრო მარტივად შეიწოვება კანის სიღრმეში და თანაც ღრმად ატენიანებს მას მთელი დღის განმავლობაში.

 

- Advertisement -
Ad imageAd image

BB კრემი გამოირჩევა იმით, რომ ის ყველა ტიპის კანისთვისაა შესაფერისი ცხიმიანი, მშრალი, კომბინირებული და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვისაც.თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ BB კრემი, როგორც თქვენი ყოველდღიური რუტინის ნაწილი.თუ თქვენი კანი ცხიმიანია, BB კრემში დამატენიანებელი შეიძლება იყოს საკმარისი. თუ თქვენ გაქვთ ნორმალური ან მშრალი კანი, შეიძლება დაგჭირდეთ დამატენიანებელი გამოიყენოთ BB კრემამდე.არ დაგავიწყდეთ, რომ პროდუქტი გამოიყენოთ სუფთა და დაბანილ სახეზე, რათა მიიღოთ სასურველი ეფექტი.

წყარო: https://www.healthline.com/

 

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რა უნდა იცოდეთ BB კრემის შესახებ. 20 თებერვალი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%94%e1%83%97-bb-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  9 მარტივი მოძრაობა რომელიც ახალგაზრდულ იერს დიდხანს შეგინარჩუნებთ
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის