სამშაბათი, ივნისი 24, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიინტერვიუ"ჩემი მთავარი გამარჯვებაა, ვასწავლო თაობებს, რაც ვიცი " - გაგაცნობთ კიოკუშინკაი კარატეს...

“ჩემი მთავარი გამარჯვებაა, ვასწავლო თაობებს, რაც ვიცი ” – გაგაცნობთ კიოკუშინკაი კარატეს მრავალგზის ჩემპიონსა და პრიზიორ ქალბატონს – ირმა მუნჯიშვილს

ქალთა საერთაშორისო დღეს გაგაცნობთ ქალბატონს, რომელიც კიოკუშინკაი კარატეს არაერთი ჩემპიონატის გამარჯვებული და ტიტულის მატარებელია… ირმა მუნჯიშვილი თაობებს ზრდის და მათ არამხოლოდ კიოკუშინ კაი კარატეს ხელოვნებას აზიარებს, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესსაც განსაზღვრავს…

“ჩემი მთავარი გამარჯვებაა, ვასწავლო თაობებს, რაც ვიცი ” – გაგაცნობთ კიოკუშინკაი კარატეს მრავალგზის ჩემპიონსა და პრიზიორ ქალბატონს – ირმა მუნჯიშვილს | შენი სილამაზე

ქალბატონო ირმა, კიოკუშინკაი კარატეს სენსეი ბრძანდებით და თაობებს ზრდით – გვიამბეთ თქვენი ისტორია, როდის დაინტერესდით სპორტის ამ სახეობით?

– მოგესალმებით! სადაც ვცხოვრობდი, იმ რაიონში დიდი არჩევანი არ იყო სპორტის სახეობებისა… თან ჩემი სიძე არის სპორტის ამ სახეობის ხელმძღვანელი, ბ.ნ კვანჭიანი. სწორედ ამიტომ 6 წლის ასაკიდან დავიწყე სიარული დარბაზში და დღემდე დავდივარ.

– რა პროფესიული მიღწევები გაქვთ ამ სფეროში და რას თვლით თქვენ მთავარ გამარჯვებად?

– მიღწევები, დიახ მაქვს. 18 წლამდე 7 გზის საქართველოს ჩემპიონი, 18 წელს ზემოთ კი 5 გზის საქართველოს ჩემპიონი ვარ. 4 გზის საერთაშორისო ჩემპიონი და ევროპის პრიზიორი…

ყველაზე საამაყო ტიტული, რაც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მითუმეტეს, ქალს – მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლის ტიტულია. ეს ტიტული იაპონიაში 2005 წელს მომანიჭეს, მსოფლიო ჩემპიონატზე.

“ჩემი მთავარი გამარჯვებაა, ვასწავლო თაობებს, რაც ვიცი ” – გაგაცნობთ კიოკუშინკაი კარატეს მრავალგზის ჩემპიონსა და პრიზიორ ქალბატონს – ირმა მუნჯიშვილს | შენი სილამაზე

 

მთავარი გამარჯვება კი არის ის, რომ მე დღეს შემიძლია ვასწავლო, გადავცე ახალ თაობას ის, რაც ვიცი, ამისთვის მადლობა უფალს! მადლობა ჩემს მწვრთნელს, ნოდარ კვანჭიანს, ვისი დამსახურებითაც მივაღწიე და მოვედი აქამდე.

“ჩემი მთავარი გამარჯვებაა, ვასწავლო თაობებს, რაც ვიცი ” – გაგაცნობთ კიოკუშინკაი კარატეს მრავალგზის ჩემპიონსა და პრიზიორ ქალბატონს – ირმა მუნჯიშვილს | შენი სილამაზე

ძნელია, იყო კარატისტი ქალი? – მუდმივი ფიზიკური მზაობის გარდა, ხომ არ არის ფსიქოლიგიურად რთული – სპორტის ამ სახეობაში მოღვაწეობა?

– ვისთვის – როგორ… ჩემთვის – არა, რადგან, როცა გიყვარს შენი პროფესია, იქ სირთულეებსაც გადალახავ, თან ჩემი მეუღლეც ამ სფეროშია და შვილებიც… სპორტული ოჯახი ვართ და ვუგებთ ერთმანეთს, სწორედ ამიტომ არ არის ფსიქოლოგიურად რთული.

რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს – რატომ არის ჯანსაღი ცხოვრების წესი აუცილებელი და მნიშვნელოვანი?

– დღეს უკვე თითქმის ყველა ვარჯიშობს და მიხვდა, რომ ჯანსაღი ცხოვრება აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა, სპორტის რომელ სახეობაში ვარჯიშობთ, ნებისმიერი სპორტი არის სილამაზე, ჯანმრთელობა… არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერიც. ვარჯიშში გამოდის ადამიანის ნეგატიური ენერგია და ივსება პოზიტივით. დიდი მადლობა!

READ  რა არის საჭირო სრულყოფილი მაკიაჟისთვის

ავტორი: ლიზი გრიგოლავა

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

 

 

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები