სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიროგორ მოვუაროთ მგრძნობიარე კანს?

როგორ მოვუაროთ მგრძნობიარე კანს?

ზამთრის სეზონთან ერთად მგრძნობიარე კანის პრობლემებიც იმატებს. მგრძნობიარე კანი ეს არის კანის მდგომარეობა, რომელიც რაიმე შინაგანი ან გარეგანი ფაქტორების ზემოქმედებითაა გამოწვეული.მგრძნობიარე შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის კანი.

ბუნებრივად კანი ჰიდროლიპიდური შრითაა დაფარული.

ჰიდროლიპიდური შრე დამცავ ფუნქციას ასრულებს და ცხიმოვანი ნივთიერებისა და წყლისგან შედგება.გარემოს დამზიანებელი ფაქტორების ნეგატიური ზემოქმედების გამო ხდება ჰიდროლიპიდური შრის მთლიანობის რღვევა, რის შედეგადაც მისი,როგორც ბარიერის ფუნქცია ქვეითდება. კანი ხდება დაუცველი, კანში არსებული ნერვული დაბოლოებები „შიშვლდება“ და მასზე იოლად ზემოქმედებს სხვადასხვა აგრესიული ფაქტორი.

რა არის გამოწვევი ფაქტორები ?

  • ცივი კლიმატი
  • ძალიან ცხელი კლიმატი
  • მშრალი ჰაერი შენობაში
  • მზის ინსოლაცია
  • ხისტი წყალი
  • მშრალი კანი
  • ასაკი
  • ჰორმონალური დისბალანსი
  • სტრესი

რა ნიშნებით ხასიათდება მგრძნობიარე კანი ?

  • არათანაბარი ტექსტურა
  • გამომშრალი უბნები
  • სიწითლე
  • მტკივნეულობა შეხებისას
  • ქავილი
  • რეაგირებს მოვლის საშუალებებზე
  • რეაგირებს ცხელ შხაპზე
  • რეაგირებს ტემპერატურის ცვლილებაზე

როგორც უკვე ვისაუბრეთ მგრძნობიარე კანის შემთხვევაში მისი დამცავი შრე და, შესაბამისად, ბარიერული ფუქნცია დარღვეულია, არასწორად შერჩეული დასაბანი საშუალება კიდევ უფრო აზიანებს დამცავ ფენას, ამით კი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება.

  • გამოიყენე მხოლოდ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი კოსმეტიკა
  • დასაბანი საშუალების შერჩევისას უპირატესობა pH ნეიტრალურ საშუალებას მიანიჭე;

ასევე ძალიან კარგია, თუ მიცერალური ტექნოლოგიით დამზადებულ საშუალებას გამოიყენებთ.

კანი დაიბანეთ არა ცხელი, არამედ თბილი წყლით.

  • ნაზად და კარგად გაიმშრალეთ

მოერიდე:

  • ცხელ აბაზანას
  • საპნების შემცველ დასაბან საშუალებებს
  • სკრაბებს

სწორი მოვლა

სახის მოვლის რუტინაში აუცილებლად ჩართე:

  • დამატენიანებელი კრემი (კანის ტიპის მიხედვით)
  • კრემი, რომელსაც კანზე დამცავი ფენის წარმოქმნა შეუძლია-ეს შენს კანს გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან დაიცავს.

ზოგადი რეკომენდაციები

საკმარისად იძინე, მიიღე საკმარისი რაოდენობით წყალი, მოერიდე ცხელ შხაპს და საპნის შემცველ საშუალებებს,თუ დახურულ სივრცეში დიდ დროს ატარებ ოთახში ჰაერის დამატენიანებელი დადგი, სახე თბილი წყლით და სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი საშუალებით დაიბანე, რეგულარულად გამოიყენე დამატენიანებელი და მზისგან დამცავი საშალებები და შედეგიც არ დააყოვნებს.

წყარო: https://www.vidal.ge/

#drpkhakadze  #shenisilamaze  #gochadze 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

დღევანდელი რეალობა და ჯანდაცვის მომავალი ევროკავშირის გზაზე!

ნოემბერი 26, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
spot_img

ბოლო სიახლეები