ცნობილი ფაქტია, რომ ბანანი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. თუმცა, ამის გარდა, მას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს, რომელსაც წარმოგიდგენთ მოცემულ სტატიაში.
- სახის ნიღაბი
ბანანისგან შეგიძლიათ დაამზადოთ ბუნებრივი სახის ნიღაბი, რომელიც ატენიანებს კანს და ანიჭებს მეტ სირბილეს. გახეხეთ საშუალო ზომის მწიფე ბანანი და დაამზადეთ პიურე. ნაზად წაისვით სახეზე და კისერზე. 10-20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ბანანის ნიღბის კიდევ ერთი გავრცელებული რეცეპტია 1/4 ჭიქა ჩვეულებრივი იოგურტის, 2 სუფრის კოვზი თაფლისა და 1 საშუალო ზომის ბანანის ნაზავი. ეს შესანიშნავი ხერხია, როდესაც ბანანის ქერქი შავდება და ყოველდღე ბანანის ჭამაც მოსაბეზრებელი გახდა.
- მარტივად მიღებული თეთრი კბილები
ბანანის ქერქი შეიცავს ლიმონმჟავას, რომელიც კბილებზე ზედაპირულ ლაქებს ასუფთავებს. კბილების გამოხეხვის შემდეგ, კბილებზე შეიზილეთ ბანანის ქერქის შიდა მხარე დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ყოველდღე და თქვენ მიიღებთ უფრო თეთრ და კაშკაშა ღიმილს.
- მშრალი თმა სიჯანსაღისთვის
მშრალი თმის გამოსაჯანსაღებლად მნიშვნელოვანია მწიფე ბანანისგან პიურეს მასის გაკეთება. რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი თმის სიგრძეზე. ბანანის პიურე შეიზილეთ სკალპიდან თმის ბოლოებამდე, გაიჩერეთ 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით.
- ბანანის ნაყინი
ბანანს გააცალეთ ქერქი და გაჭერით შუაზე. გაჭრილი ადგილიდან დაამაგრეთ ბანანი ხის ჯოხზე, მოათავსეთ ცვილის ქაღალდზე და შედგით საყინულეში. რამდენიმე საათის შემდეგ კი მიირთვით ეს გემრიელი ბანანის ნაყინი.
- ვერცხლის ჭურჭელისა და ტყავის ფეხსაცმლის გასუფთავება
ბანანის ქერქის გამოყენება შესანიშნავი გზაა ვერცხლის ჭურჭლისა და ტყავის ფეხსაცმელის ბზინვარების დასაბრუნებლად. პირველ რიგში ბანანის ქერქი სრულიად გაასუფთავეთ შიგნიდან ყოველგვარი ნარჩენისგან და ქერქის შიგნითა მხარე წაუსვით ვერცხლის ჭურჭელსა და ტყავის ფეხსაცმელს, შემდეგ კი იგი რბილი ქაღალდით ან ქსოვილით გაწმინდეთ. ამ ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია ტყავის ავეჯის გასაახლებლადაც. თუმცა ჯერ პატარა მონაკვეთზე სცადეთ და თავად ნახეთ რამდენად მოგწონთ მიღებული ეფექტი.
მასალის გამოყენების პირობები