ორშაბათი, ივნისი 23, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი5 რჩევა - რომელიც ფეხსაცმლის შერჩევისას გამოგადგებათ

5 რჩევა – რომელიც ფეხსაცმლის შერჩევისას გამოგადგებათ

ჩვენს ტერფზე მორგებული ფეხსაცმლის საყიდლად მხოლოდ მისი ზომის ცოდნა საკმარისი არაა.

მეტიც — მის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული თქვენი ფეხის ჯანმრთელობა.

1) ფეხსაცმლის შესაძენად საღამომდე მოიცადეთ, რადგან დღის განმავლობაში ფეხი მოძრაობისას ან სიცხეში ყოფნისას ბუნებრივად ფართოვდება. ასე უფრო დიდი სიზუსტით შეარჩევთ ყოველდღიურ და კომფორტულ ფეხსაცმელს.

2) თუ თქვენთვის ფეხსაცმლის შეძენას სხვა ადამიანს ანდობთ, ამ გარემოების გათვალისწინება განსაკუთრებით დაგეხმარებათ: გაზომეთ თქვენი ორივე ტერფი, სიგრძესა და სიგანეში. თუ რომელიმე წინაზე ფართო ან გრძელია, იმ ზომის ფეხსაცმელი დააბარეთ, რომელიც შედარებით დიდი ზომის ფეხზე მოგერგებათ.

3) როდესაც ფეხსაცმელს ყიდვამდე მოისინჯავთ, ფეხზე წამოდექით. დარწმუნდით, რომ ფეხის ყველაზე გრძელ თითსა და ფეხსაცლის წვერს შორის ნახევარი ან ერთი სანტიმეტრის სიგრძის სივრცე მაინც არის დარჩენილი.

4) შეძენისას ყველაზე მეტად თქვენს კომფორტზე იფიქრეთ და არა ფეხსაცმელზე მითითებულ ზომასა და აღწერაზე. სხვადასხვა მწარმოებლების მიერ მითითებული ზომები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ერთმანეთს და როგორი დამაჯერებელიც არ უნდა იყოს რეკლამა, მთავარი შემფასებელი თქვენ და თქვენი ფეხები ხართ.

5 რჩევა – რომელიც ფეხსაცმლის შერჩევისას გამოგადგებათ | შენი სილამაზე

5) გადმოაბრუნეთ ფეხსაცმელი და კარგად შეისწავლეთ მისი ძირი. არის ის საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ ბასრი საგნებისგან დაგიცვათ? არის ის საკმარისად მოქნილი, რბილი და მსუბუქი? ძირი ფეხსაცმლის მოზომვის შემდეგაც შეამოწმეთ.

წყარო

 

author avatar
SheniSilamaze.ge
#drpkhakadze
READ  როგორ შევინარჩუნოთ ლამაზი ღიმილი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

spot_img

ბოლო სიახლეები