ლიმონის, თაფლისა და ზეითუნის ზეთის სახის ნიღბები ბუნებრივი კანის მოსაწყობად

როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში სახის ნიღბები – გლუვი და ლამაზი კანისთვის

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

ყველა ქალი ოცნებობს გლუვსა და ხავერდოვან სახის კანზე.

ულტრაიისფერი სხივები, კვების რაციონი, არაჯანსაღი ცხოვრების სტილი, ძილის დარღვეული რეჟიმი, მოწევა და კიდევ მრავალი სხვა ფაქტორი მყისიერ ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე და შედეგად ვიღებთ გამომშრალ და დაღლილ იერსახეს. მართალია ძნელია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს თავი ავარიდოთ, თუმცა მათი შემსუბუქება ნამდვილად შესაძლებელია.

ამისთვის რამდენიმე მარტივ საშუალებას გასწავლით:

ლიმნისა და თაფლის ნიღაბი

ლიმონი და თაფლი ეს ის ინგრედიენტებია, რომელიც ყველა ოჯახში მოიძებნება. ლიმონი გვეხმარება სახიდან მკვდარი უჯრედების მოცილებაში, თაფლს კი ახასიათებს ანტიბაქტერიული ზემოქმედება და გამდიდრებულია ანტიოქსიდანტებით. მათი კომბინაცია გვაძლებს საოცრად გლუვ და ბზინვარე კანს. ნიღბის მოსამზადებლად უბრალოდ საჭიროა მათი თანაბარი ნაზავი მოამზადოთ, დაიტანოთ სახეზე და გაშრობის შემდეგ ჩამოიბანოთ ცივი წყლით.

- Advertisement -
Ad imageAd image

როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში  სახის ნიღბები - გლუვი და ლამაზი კანისთვის

ზეითუნის ზეთის ნიღაბი

ზეითუნის ზეთი კიდევ ერთი ჯადოსნური საშუალებაა კანის ჯანსაღი იერის შესანარჩუნებლად. მარტივად წაისვით ზეთი კანზე, გაიკეთეთ 5 წუთიანი მასაჟი თითის ბალიშებით სახის კანზე და დაიტოვეთ ზეთი სახეზე მთელი ღამის განმავლობაში. ზეითუნის ზეთი დაგეხმარებათ კანზე შეინარჩუნოთ ტენიანობა და თავიდან აიცილოთ ნაოჭების წარმოქმნა. იდეალურია მშრალი სახის კანისთვის.

#drpkhakade

წყარო

- Advertisement -
Ad imageAd image
სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში სახის ნიღბები – გლუვი და ლამაზი კანისთვის. 9 ივლისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  5 ხრიკი სპეციალურად ქალბატონებისთვის,რომელიც შეუდარებელ ფორმაში ყოფნისათვის დაგეხმარებათ
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის