მზის დამწვრობის მქონე კანი და მისი მკურნალობის საშუალებები

როგორ ვუმკურნალოთ მზის დამწვრობას

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ზაფხულის პერიოდში კანის დაცვაზე, მზის დამწვრობის შედეგებთან ბრძოლის შესახებ რჩევები ყოველთვის აქტუალურია.

სიწითლე

თუ რუჯი – კანის დაზიანებაა, მზისგან დამწვრობა კიდევ უფრო ძლიერი ზიანია. სიწითლე და წვის შეგრძნება, რომელიც დამწვრობას ახასიათებს, არის ამ მონაკვეთში გაძლიერებული სისხლის მიმოქცევის შედეგი. ასე ლეიკოციტების დახმარებით თქვენი ორგანიზმი კურნავს კანს

აქერცვლა

კანის აქერცვლა დამწვრობიდან რამოდენიმე დღეში იწყება, ეს ორგანიზმის ფუნქცია მიმართულია დაზიანებული კანის მოცილებაზე. შეიძლება ეს პროცესი არასასიამოვნო და მოსაბეზრებელია, მაგრამ ასე თქვენი ორგანიზმი გიცავთ პოტენციურად კანცეროგენური უჯრედებისგან

- Advertisement -
Ad imageAd image

როგორ ვუმკურნალოთ მზისგან დამწვრობას?

სახლის პირობებში მკურნალობის რეცეპტების და ბებიების მეთოდების, როგორებიცაა კარაქში ან სოდაში “ბანაობა”, არ არის მიმართული პრობლემის მოგვარებაზე და ხშირად უარეს შედეგამდე მიგიყვანთ. საუკეთესო და დერმატოლოგების მიერ რეკომენდირებული მეთოდები არის ისინი, რომლებიც ხელს უწყობენ კანის გაგრილებას, რაც ამცირებს გაძლიერებულ სისხლის მიმოქცევას და ანთებას:

როგორ ვუმკურნალოთ  მზის დამწვრობას

✔️დამწვრობის მიდამოში დღეში რამოდენიმეჯერ ცივი საფენები გამოიყენეთ

✔️ გრილი შხაპი მიიღეთ

- Advertisement -
Ad imageAd image

✔️ დამწვრობაზე მაცივარში გაგრილებული ნატურალური ან სუფთა ალოე ვერას გელი დაიტანეთ

✔️ მიირთვით მეტი წყალი – დამწვრობა ორგანიზმიდან სითხეს დაზიანებული მონაკვეთის ზედაპირისკენ იზიდავს, რაც ორგანიზმის გაუწყლოვანებას იწვევს.

✔️ გამოიყენეთ მაცივარში გაგრილებული წყლის ან ალოე ვერას საფუძველზე დამატენიანებელი კრემი რათა შეაკავოთ სითხე კანში და არ მოხდეს დამწვარი მონაკვეთის გამოშრობა.

#drpkhakadze

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). როგორ ვუმკურნალოთ მზის დამწვრობას. 12 ივლისი, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%96%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  განტვირვის დღე კიტრით, მხოლოდ ერთი დღე კვირაში, მინუს 2 კილო
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის