ცნობილი ვარსკვლავები მოკლე საქორწინო კაბებში

მეამბოხე ვარსკვლავები

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მეამბოხე პატარძლები – ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში მოკლე სტილის საქორწინო კაბა აირჩიეს და მოდის სამყარო სამუდამოდ შეცვალეს

ალბათ, როდესაც საქორწინო კაბაზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც თვალწინ წარმოგვიდგება, თეთრი, დიდი კაბაა, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ სანახაობრივად გამოიყურება.

მსგავსი კაბა ბევრი გოგონას ოცნებაა. თუმცა, ეს ვარსკვლავები საქორწინო კაბასთან დაკავშირებულ შეხედულებას დაუპირისპირდნენ, ეგრეთ წოდებული მეამბოხე ვარსკვლავები. თავიანთ ქორწილში არა პომპეზური, არამედ მინი-კაბა აირჩიეს და ამ გაბედული ნაბიჯით მოდის სამყარო მთლიანად შეცვალეს. დღეს მათი შთაგონებით ქალები მსგავსი სტილის კაბებს ხშირად ირჩევენ:

შერონ ტეიტისა და რომან პოლანსკის სიყვარულის ისტორიაზე დღემდე ძალიან ბევრს საუბრობენ. ისინი 1968 წელს დაქორწინდნენ და საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდნენ. შერონმა საკუთარი ქორწილისთვის თეთრი კოლჰოტი, მოკლე კაბა და დაბალძირიანი ფეხსაცმელი მოირგო. სამწუხაროდ, წყვილის სიყვარულის ისტორია დიდხანს არ გაგრძელებულა. თუმცა ისინი იყვნენ მეამბოხე ვარსკვლავები.

- Advertisement -
Ad imageAd image

კირა ნაითლისა და როკ მუსიკოსის, ჯეიმს რაიტონის, ქორწილს ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მოკრძალებულ ცერემონიას უწოდებენ. 2013 წელს წყვილმა გადაწყვიტა, პომპეზური, მდიდრული წვეულების გარეშე, საფრანგეთის პატარა ქალაქში უახლოესი ადამიანების წრეში დაქორწინებულიყო. კირამ არც კაბაზე გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება. მსახიობმა მოკლე, თეთრი კაბა მორგო და გადაწყვიტა, ეს დღე მარტივად აღენიშნა. ეს წყვილიც მეამბოხე ვარსკვლავები გახდნენ.

ჯონ ლენონი და იოკო ონო 1969 წელს დაქორწინდნენ. პატარძალს კი 60-იანი წლების შთაგონებით, მოკლე თეთრი კოსტიუმი ეცვა . იოკომ ნაქსოვი მაისური და მინი ქვედაკაბა აირჩია. ეს წყვილიც მოინათლა როგორც მეამბოხე ვარსკვლავები.

#drpkhakadze

#pitskhelauri

- Advertisement -
Ad imageAd image

წყარო

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). მეამბოხე ვარსკვლავები. 9 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%9d%e1%83%ae%e1%83%94-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%95%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ქართველი დიზაინერის, ირაკლი რუსაძის ბრენდი SITUATIONIST
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
კომენტარები ჯერ არ არის