ნიორი და მისი სამკურნალო თვისებები ჯანმრთელობისა და თმის მოვლისთვის

რა სასიკეთო თვისებებით გამოირჩევა ნიორი

მარიამ ლომიძე
მარიამ ლომიძე - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

შეიძლება ითქვას, რომ არცერთ ბოსტნეულს არ გააჩნია იმდენი სამკურნალო თვისება, როგორც ნიორს.

ნიორს აქვს შარდმდენი თვისება, იხმარება სასუნთქი გზების დაავადებების, კერძოდ ბრონქიტების დროს. კარგია გრიპის პროფილაქტიკისათვის.

ნიორი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს- ფიტონციდებს, რომლებიც მომაკვდინებლად მოქმედებენ ბაქტერიებზე, სოკოებზე, უმარტივეს ორგანიზმებზე.

თანამედროვე მედიცინაში ცნობილია, რომ ნიორი ძალზე კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა, ამავე დროს იხმარება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, კერძოდ, ქრონიკული კოლიტების სამკურნალოდ.

ნიორი დადებით სამკურნალო გავლენას ახდენს ათეროსკლეროზით დაავადებულ პაციენტებზე.

ნივრის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენიბით ეთეროვანი ზეთები, რომლებიც აძლიერებენ ცხიმოვანი ჯირკვლებისა და თმის ფოლიკულების სისხლით მომარაგებას. რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს თმის ზრდას. ნიორი ამაგრებს თმის ძირებს. იმათ, ვინც თმის ცვენას უჩივის, ვურჩევთ, რომ ისარგებლონ ნივრის სამკურნალო თვისებებით:

დაიდეთ დანაყილი ნივრის მასა გაცვენის ადგილებზე დღეში ერთხელ, ორი საათის შემდეგ კი დაიბანეთ თავი. პროცედურის კურსი ორ-სამჯერ ათ-ათ დღიანი შესვენებებით 7- 10 დღის განმავლობაში ჩაიტარეთ.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). რა სასიკეთო თვისებებით გამოირჩევა ნიორი. 21 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%9d-%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%92/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ეს მეთოდი უჩვეულოა, მაგრამ შედეგი ძალიან გაგაოცებთ.
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — ბუნებრივი საშუალებები და დღის რუტინა. წერს ნიღბებზე, ზეთებსა და მცენარეულ რეცეპტებზე, დილისა და საღამოს მოვლის რუტინაზე და სეზონურ რჩევებზე.
კომენტარები ჯერ არ არის