ქალი იჭერს წელს ტკივილის გამო

6 მთავარი მიზეზი, რაც წელის ტკივილს იწვევს და მისი იგნორი არ შეიძლება

ირინა დათაშვილი
ირინა დათაშვილი - მთავარი რედაქტორი
2 წუთიანი წაკითხვა
წელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია, რომელიც ყველა ასაკის ადამიანებს ვაწუხებთ. მისი იგნორი შეიძლება სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი გახდეს.
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

1. დაავადებები და დარღვევები საშარდე სისტემაში

წელის დაბლითა ნაწილში ტკივილი ხშირად თირკმელების და შარდის ბუშტის ცისტიტითაა გამოწვეული. თუ ეს სიმპტომი ღამის პერიოდში უფრო მეტად გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს სასწრაფოდ.

2. მანერები

გახსოვთ, როგორ გასწავლიდათ დედა წელში გამართული ჯდომის ნორმებს? ის მართლაც სწორ რჩევას გაძლევდათ. თქვენი წელი ორგანიზმის სიმძიმეს მხოლოდ მაშინ უმკლავდება პრობლემების გარეშე, როდესაც გამართული მანერებით დგახართ, ზიხართ ან მოძრაობთ. ეცადეთ ყოველთვის ისეთ პოზაში გაჩერდეთ, რომლის დახმარებითაც წონას ორივე ფეხზე გადაანაწილებთ.

3. მომნელებელი სისტემის დაავადებები

ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ექიმების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მომნელებელი სისტემის კედლების დაჩირქებისა და ასევე პანკრეასის დაავადებების ქონის დროს, პაციენტები ხშირად სწორედ წელის უკანა დაბლითა ნაწილის ტკივილს უჩივიან.

4. ფეხსაცმელი

კიდევ ერთი მიზეზი, რაც ამ რეგიონის ტკივილს იწვევს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დიდხანს სიარულია. როდესაც ასეთი სტილის აქსესუარს ირგებთ, თქვენი ორგანიზმის გრავიტაციის ცენტრი მნიშვნელოვნად იცვლება და ზეწოლა სწორედ წელის დაბლითა ნაწილს აწვება.

5. ფიზიკური ვარჯიში

ხშირად ასეთი სახის ტკივილს საკმაოდ ჯანსაღი, თუმცა არაადეკვატური ფორმის ფიზიკური ვარჯიშის რეჟიმი იწვევს. თუ თქვენ ყოველდღე სულ უფრო და უფრო დიდი ძალებით იტვირთავთ თავს, ან ხშირად სწევთ მაღალ წონას, მაშინ თქვენ წელს პრობლემებისგან დაცვა სჭირდება. კუნთების დაზიანების თავიდან ასაცილებლად, შეარჩიეთ ადეკვატური წონები და გაითვალისწინეთ, რომ ვარჯიშის ინტენსივობა ხანგრძლივობის შესაბამისი უნდა იყოს.

6. ონკოლოგიური დაავადებები

სისხლჩაქცევებმა შესაძლოა ნერვებზე დაწოლა მოახერხონ, რაც უდიდეს ტკივილს იწვევს. ასეთი სახის შეხორცება შესაძლოა ნაწლავებზე, თირკმელზე ან ღვიძლზე გაგიჩნდეთ. თუ იგრძნობთ, რომ თქვენი მომნელებელი სისტემაც ვერ არის წესრიგში მას შემდეგ, რაც წელის ტკივილები დაგეწყოთ, სასწრაფოდ გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2024). 6 მთავარი მიზეზი, რაც წელის ტკივილს იწვევს და მისი იგნორი არ შეიძლება. 28 აგვისტო, 2024. https://shenisilamaze.ge/6-%e1%83%9b%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%96%e1%83%94%e1%83%96%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%ac%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2024 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  კუჭის კიბო - სიმპტომები, გამომწვევები და რისკ-ფაქტორები, დიაგნოზი, პროგნოზი და მკურნალობა
გაუზიარეთ ეს სტატია
მთავარი რედაქტორი
მთავარი რედაქტორი — ქალის ჯანმრთელობა და სიახლეები. აშუქებს ჰორმონულ ჯანმრთელობას, ორსულობასა და პროფილაქტიკას, ინტერვიუებს ექიმებთან და ინდუსტრიის სიახლეებს.
1 კომენტარი