ლოს ანჯელესის ხანძარი - დაზიანებული შენობები და კვამლი

ლოს ანჯელესის გამანადგურებელი ხანძარი

თაკო ფხაკაძე
თაკო ფხაკაძე - სილამაზის რედაქტორი
1 წუთიანი წაკითხვა
#image_title
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

კალიფორნიის შტატის ლოს-ანჯელესის ოლქში მეოთხე დღეა მძვინვარებს ტყეებიდან დაწყებული მასშტაბური ხანძარი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა დასახლებულ რაიონებზე.

ხანძარი ამ დრომდე არ არის ლიკვიდირებული და დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონიდან ევაკუირებულია ათეულობით ათასი ადგილობრივი მცხოვრები.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 9 იანვრის დღის ბოლოსთვის მეხანძრეები ცეცხლის გავრცელებას ებრძოდნენ ხუთ რაიონში. ხანძარმა უკვე გაანადგურა 10 000-ზე მეტი სახლი და სხვა შენობა.

ყველაზე მეტად დაზარალდა პასიფიკ-პალისეიდსის რაიონი.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კალიფორნიაში მასშტაბური სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა და შესაბამის ფედერალურ სამსახურებს დაავალა შტატისთვის ყველა სახის აუცილებელი დახმარების გაწევა. ხანძრის გამო ბაიდენმა იტალიაში ვიზიტი გადადო.

- Advertisement -
Ad imageAd image

2025 წლის იანვრის ხანძარი ლოს-ანჯელესის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი აღმოჩნდა.

#drpkhakadze #pitskhelauri

https://shenipositive.ge/  https://shenisilamaze.ge/

#აქხარისხია

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2025). ლოს ანჯელესის გამანადგურებელი ხანძარი. 13 იანვარი, 2025. https://shenisilamaze.ge/%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2025 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ოდრი ჰეპბერნი - დავამსხვრიოთ მითები
გაუზიარეთ ეს სტატია
სილამაზის რედაქტორი
სილამაზის რედაქტორი — კანის მოვლა და ესთეტიკური მედიცინა. წერს კანის ტიპებზე, აკნესა და პიგმენტაციაზე, კოსმეტიკურ პროცედურებსა და ანტი-ეიჯინგზე დერმატოლოგების რჩევებით.
კომენტარები ჯერ არ არის