ილია ღუდუშაური ქრონიკული მედიკამენტების პროგრამის შესახებ

ილია ღუდუშაური: „ყველაზე მნიშვნელოვანი ქრონიკული მედიკამენტების პროგრამაა, რომელიც ფართოვდება“

ანა კვარაცხელია
ანა კვარაცხელია - ჟურნალისტი
1 წუთიანი წაკითხვა
გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp

მიზნობრივი, ახალი პროექტები დაინიცირდა, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ქრონიკული მედიკამენტების პროგრამაა, რომელიც ფართოვდება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრავალშვილიანი, უსახლკარო ოჯახებისთვის არის გამოყოფილი თანხები.

„წინა წელთან შედარებით ბიუჯეტი თითქმის ყველა მიმართულებით გაზრდილია. ასევე, მიზნობრივი, ახალი პროექტები დაინიცირდა, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ქრონიკული მედიკამენტების პროგრამაა, რომელიც ფართოვდება და საშუალებას მოგვცემს, რომ შემდეგი წლის განმავლობაში იმ მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებსაც აქამდე ვაფინანსებდით, მთლიანად დავუფაროთ ის ხარჯები, რაც წლის განმავლობაში ექნებათ და აღარ იქნება პრობლემა, რომ ლიმიტი ამოეწურება და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრავალშვილიანი უსახლკარო ოჯახებისთვის არის გამოყოფილი თანხები, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შემდეგი წლის განმავლობაში 1000 ოჯახი საცხოვრებელი სახლით უზრუნველვყოთ“, – აღნიშნა ილია ღუდუშაურმა.

#datashvil

- Advertisement -
Ad imageAd image

SheniEkimi.ge

სკანირება
QR კოდი
shenisilamaze.ge
სტატიის ციტირება

შენი სილამაზე. (2023). ილია ღუდუშაური: „ყველაზე მნიშვნელოვანი ქრონიკული მედიკამენტების პროგრამაა, რომელიც ფართოვდება“. 6 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/ilia-ghudushauri-qhvelaze-mnishvnelovani-qronikuli-medikamentebis-programaa-romelits-pharthovdeba/

გაზიარებაFacebookLinkedInXTelegramWhatsApp
© 2023 შენი სილამაზე · Public Health Institute of Georgia (PHIG)
READ  ვარდის წყალი - სილამაზის საიდუმლო
გაუზიარეთ ეს სტატია
ჟურნალისტი
ჟურნალისტი — კვება და ჯანსაღი ცხოვრება. აშუქებს წონის მართვას, კალორიებსა და დიეტებს მეცნიერული თვალსაზრისით, ვარჯიშსა და ყოველდღიურ ჯანსაღ ჩვევებს.
კომენტარები ჯერ არ არის