მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ, 3200-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი განსაზღვრა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ცვლილების მიხედვით, სახელმწიფომ, წამლის ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მედიკამენტების რეალიზაცია აიკრძალა.
ცვლილება მედიკამენტების ღირებულებას, საშუალოდ, 40%-ით შეამცირებს.
მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული:
https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სილამაზე. (2023). ნახეთ მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია. 24 ნოემბერი, 2023. https://shenisilamaze.ge/nakheth-medikamentebis-chamonathvalisa-da-maqsimaluri-zghvruli-phasis-shesakheb-inphormatsia/



