ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
- Advertisement -
Google search engine

მიზეზები რატომ გრძნობთ ტკივილს ოვულაციის დროს და როგორ გავუმკლავდეთ მას

0
#image_title

ოვულაცია მენსტრუალური ციკლის მოკლე ფაზაა. ის 12-36 საათი გრძელდება და ამ დროს ესტეროგენის ხარისხი ვარდება, რაც კვერცხუჯრედს განაყოფიერებისთვის მზა მდგომარეობაში ამყოფებს. მიზეზები თუ რატომ არის დისკომფორტი და ტკივილი

მიზეზები:

  1.  ტკივილი მარჯვენა ან მარცხენა მხარეს.
  2. გაზრდილი ლიბიდო.
  3. თეთრი ფერის გამონადენი.
  4. ტკივილი სარძევე ჯირკვლებში (ყოველთვის არა).
  5. დასივება (ყოველთვის არა).

რატომაა მტკივნეული?

ფოლიკულა წელავს საკვერცხე ნასკვს რაც იწვევს დისკომფორტს და ტკივილს. როცა დომინანტური ფოლეკულა საჭირო ადგილს მიაღწევს, ის კავშირს წყვეტს და კვერცხუჯრედი მზადაა მუცლის ღრუში განაყოფიერებისთვის. სითხის გარკვეულმა ნაწილმა თხემის პერიტონეუმი შეიძლება გამოიწვიოს. ამას საკვერცხეს კაფსულას დაზიანება მოყვება. როცა პატარა სისხლის ძარღვები სკდება, ტკივილი წარმოიშობა, რაც 1-2 დღე გრძელდება. შემდეგ სისხლი მუცლიდან გაიწოვება და ტკივილის წყდება.

როგორ შევიმსუბუქოთ ტკივილი

  1. მოდუნდით. თავიდან აირიდეთ სტრესი და ფიზიკური დატვირთვა.
  2. ამ პერიოდში არ მიირთვათ ცხარე, ცხიმიანი საკვები, ასევე ლობიო ან კომბოსტო. უკეთესი იქნება თუ ყავის და ძლიერი ჩაის რაოდენობას შეამცირებთ.
  3. მიიღეთ თბილი აბაზანა არომატული ზეთით ან მცენარეული ხსნარით.
  4. თუ ძალიან მწვავე ტკივილია, დალიეთ სპაზმის მომხსნელი მედიკამენტები.

ტკივილის მიზეზები, რომლებიც ექიმის გასინჯვას მოითხოვს

  1. Mittelschmerz (ძალიან მწვავე ტკივილი ოვულაციის დროს).
  2. საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი.
  3. კუდუსუნის დაავადებები.
  4. ენდომეტრიოზისი.
  5. სალპინგიტისი (საშვილოსნოს ანთება).
  6. საშვილოსნოსგარე ორსულობა.
  7. ნაწლავების სინდრომი (IBS).
  8. საკვერცხის ჰიპერსტიმულაციური სინდრომ.
  9. კისტა საკვერცხეში.

ყველა გოგოს გამოუცდია ტკივილი მენსტრუაციის დაწყებიდან მოყოლებული რამდენჯერმე მაინც. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას და გამწვავების შემთხვევაში მიაკითხეთ ექიმს.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ეს გოგონა 3 წელი საშინელი აკნეთი იტანჯებოდა, თუმცა ნახეთ რას მიაღწია!

0
#image_title

ადამიანებმა უნდა დააფასონ საკუთარი გარეგნობა, რადგანაც უნიკალურები არიან. მაგრამ, ხანდახან, სილამაზის პრობლემები მათში თვითდაჯერებას ადაბლებს და მთელი სამყაროსგან დამალვას ცდილობენ. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ამერიკელი კალი კუშნერი არ დანებდა და კომპლექსებს თავი აარიდა. გოგონამ მოთმინებით დაიწყო გამაღიზიანებელ პრობლემასთან ბრძოლა.

ყველაფერი სკოლაში სწავლის პერიოდიდან დაიწყო. როგორც ბევრ თინეიჯერს, კალისაც სახეზე პატარა გაღიზიანებული ადგილები გაუჩნდა. სიტუაცია მალე გაუარესდა და ყოველდღიურად პრობლემა მწვავდებოდა. მან ყველაფერი სცადა: გაწმენდა ზეთებით, სხვადასხვა დანამატებიანი წყლებით დაბანა, ანტიბიოტიკები, რომლებიც დერმატოლოგმა დაუნიშნა, არაფერი მუშაობდა.

“თქვენ ქმნით სტანდარტებს თუ რა არის ლამაზი, ნურავის მისცემთ საშუალებას სხვანაირად გაფიქრებინოთ!”

ერთ წლიანი ძალისხმევის შემდეგ, ეპოვნათ სათანადო სამკურნალო ხერხი, ერთ-ერთმა დერმატოლოგმა კუშნერს წამლის მიღება ურჩია, რომელიც იზოტრეტინოინს შეიცავდა ვიტამინ C-სთან ერთად. რამდენიმე კვირის შემდეგ, პირველმა სასიამოვნო ნიშნებმა იჩინეს თავი. პროდუქტმა სახისგან ტკივილის გამომწვევი ფაქტორები მოაშთო. რაღაც დროის შემდეგ, გოგონამ მედიკამენტზე უარი თქვა, მაგრამ მდგომარეობამ გაუმჯობესება მაინც გააგრძელა.

22 წლის სტუდენტს მიღწევების სოციალურ ქსელში გაზიარება არ სურდა, რათა ფოლოვერების მიზიდვით პოპულარობას არ ცდილობდა. უბრალოდ მან აკნეზე წარმატების ხერხი გააზიარა. ახლა მას 53 ათასი გამომწერი ჰყავს და დღეში 50-მდე მესიჯს იღებს. კალი მსგავსი მხარდაჭერით გაოცდა. მას სჯერა, რომ მისი მაგალითი სხვებსაც შთააგონებს. გოგონა ღიად საუბრობს, რომ თავს ყოველთვის კომფორტულად არ გრძნობს და ხანდახან საათებსაც ატარებს სარკესთან, რადგანაც მორიდება სძლევს. როცა კანის სურათების გაზიარება გადაწყვიტა, მიხვდა, რომ მარტო არაა და არ უნდა დაიმალოს. აკნე მას ნაკლებად ლამაზს არ ხდის და არაა მიზეზი შერცხვეს საკუთარი თავის.

ინსტაგრამზე მოქმეებს ჰეშთეგი #myskinmatters იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემები გავაზიაროთ და თანამოაზრეები ვიპოვნოთ.

25 წლის ზემოთ აკნეს მაპროვოცირებელია სტრესი, კუჭ-ნაწლავის დარღვევები, ენდოკრინული პრობლემები და აშ.

კალის ისტორია შთაგვაგონებს გვიყვარდეს საკუთარი თავი მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოვიყურებით.

კიორსტი ელის დიეტა: 150 კილოდან 65 კილოზე ნახევარ წელში. მხოლოდ სუპი გჭირდებათ. ჩაინიშნეთ რეცეპტი.

0
#image_title

გასული საუკუნის 90იან წლებში კიორსტი ელი ჰოლივუდის პოპულარული მსახიობი იყო. განუწყვეტელი გადაღებები, ფოტოსესიები, დაძაბული გრაფიკი გახდა ის ფაქტორები, რამაც ხელი შეუშალა მის გასუქებას. თუმცა შემდგომ კარიერა დაღმასვლივკენ წავიდა. გამუდმებულმა სტრესმა და პრობლემებმა მას კილოგრამები მოუმატა. ფანები ვეღარ სცნობდნენ თავიანთ კუმირს, რეჯისორები კი ფილმებში აღარ იღებდნენ

დიახ, მსახიობი კიორსტი ელი გახდა 150 კილო. ეს ნამდვილი გამოცდა იყო მისი ჯანმრთელობისთვის. შემდეგ ის მიიწვიეს საცეკვაო შოუში მონაწილეობის მისაღებად. გადაღებებამდე მან თავიდან 30 კილო დაიკლო, შემდეგ კი თითქმის ორჯერ მეტი. მიზნის მიღწევაში ძალიან დაეხმარა ფიზიკური დატვირთვა რეპეტიციების დროს. თუმცა მსახიობმა ცეკვების დაწყებამდეც დაიკლო. რა დიეტას იცავდა კიორსტი ელი?

გახდომის წესები კიორსტი ელისგან

1. დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი ლიმონის ნაჭერთან ერთად, უზმოზე. დაიცადეთ 30 წუთი და ისაუზმეთ.

2. ყურადღება მიაქციეთ სმის რეჟიმს. ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის – ვინც ცდილობს, რომ დაიკლოს 3 ან 30 კილოგრამი.

3. მიირთვით ყოველ 2-3 საათში ერთხელ პატარა პორციებად.

4. უარი თქვით საყვარელ ტკბილეულზე, ბურგერებზე, პიცაზე. შეცვალეთ ისინი ხილითა და ბოსტნეულით, რძის ნაწარმით, კაკლითა და ჩირით.

5. ენერგეტიკული სასმელები, გაზიანი წყალი და ნებისმიერი ქარხნული წვენი – ეს ისინია, რაც გვერდზე უნდა გადადოთ, თუ გახდომა გსურთ.

6. მოამზადეთ განსაკუთრებული სუფი, რომელიც შეგეძლებათ, რომ დღეში სამჯერ ჭამოთ. ის ანაყრებს და არ უმატებს წონას.

მსახიობი დღეში 1400 კალორიას იღებდა. მან დაამტკიცა, რომ სასურველი შედეგის მიღწევა ადვილია მაშინაც კი, როცა ასაკში ხართ, თქვენი წონა კი ნორმას 3-4ჯერ აღემატება.

დიეტური სუფი კიორსტი ელისგან

ინგრედიენტები

  • 6 ხახვი
  • 300 გ პრასი
  • 30 მლ ზეთი
  • 200 გ სატაცური
  • 3 ბროკოლი
  • 2 კონა ისპანახი
  • 1,5 ლ ქათმის ბულიონი
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ხახვი და სატაცური, ისპანახი და ბროკოლი, მოშუშეთ ხახვი და სატაცური ზეთში. პროდუქტებს დაამატეთ ცოტა მარილი.
  2. გააცხელეთ ბულიონი, ჩაყარეთ მასში მოშუშული პროდუქტები, ისპანახი და კომბოსტო. დაამატეთ დაფქული წიწაკა, ხარშეთ 20 წუთი.

წონაში დაკლებულმა კიორსტი ელიმ არამარტო დაიბრუნა პოპულარობა, არამედ გაამრავლა თაყვანისმცემელთა რიცხვი. იდეალური ფიგურა, საცეკვაო რეპეტიციები და თავდაჯერებულობა – გახდა პირობები, რამაც მსახიობს გაამარჯვებინა ცეკვის შოუში.

თუმცა ასეთი ჰოლივუდირი დიეტა არ გრძელდებოდა მხოლოდ შოუს მსვლელობისას. მსახიობი აგრძელებს დიეტას პროექტის შემდეგაც. ის მიირთმევს ჯანსაღ საკვებს, დადის ბევრს, ყურადღებას აქცევს გარეგნობას და ხარობს ფანების სიყვარულით.

აი, ასე დაიკლო წონაში კიორსტი ელიმ. ეს მაგალითია არამხოლოდ ნებისყოფის ძალის, არამედ იმის მაჩვენებელიცაა, რომ ნებისმიერი წინაღობა შეგვიძლია დავძლიოთ დამოუკიდებლად. თქვენ რა დიეტებზე გსმენიათ? გაგვიზიარეთ კომენტარებში!

როგორ დავიჭიმოთ სახე დიეტით

0
#image_title

დროსთან ერთად, წონის და ნაოჭების პრობლემა ხშირად იჩენს თავს. სილამაზის სამყაროც ბევრ ხერხს გვთავაზობს, რომ მათ გავუმკლავდეთ. მაგრამ, არსებობს დიეტა, რომელიც ორ კურდღელს ერთად დაგაჭერინებთ. ნიკოლას პერიკონეს დიეტით სახე დაგეჭიმებათ 

კანი როგორ დავიჭიმოთ დიეტის დახმარებით, რომელიც წონის კორექციაშიც დაგეხმარებათ.

ცნობილ დერმატოლოგს, ნიკოლას პერიკონეს სჯერა, რომ დაბერების პროცესზე თავისუფალი რადიკალები ახდენენ გავლენას და ორგანიზმში მათი მომრავლება სუსტი იმუნური სისტემის და ნაოჭების გაჩენის შედეგია. თავისუფალი რადიკალი დაზიანებული მოლეკულაა, რომელმაც 2 ელექტრონი დაკარგა. მოლეკულის დაზიანებას ძირითადად, ბევრი შაქარი, ნაკლები ძილი, მოწევა და დალევა იწვევს.

სახის დაჭიმვის დიეტა

ამცირებს ნაოჭებს, აუმჯობესებს კანის, თმის და ფრჩხილების მდგომარეობას.

ძირითადი ელემენტები:

  • ორაგული ეს თევზი მდიდარია პროტენებით, ანტიოქსიდანტებით და ომეგა 3-ით.
  • მუქი მწვანე ბოსტნეული. მათშიც ბევრი ანტიოქსიდანტია და თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებენ.
  • კენკრა და ხილი (ვაშლი, ატამი, მარწყვი, მოცვი…) დესერტად. სისხლში შაქრის დონეს მაღლა არ წევენ.

მიმდევრობა: ჯერ პროტეინები, შემდეგ ნახშირწყლები.

3 დღიანი დიეტა

ცნობილი დიეტის 2 ვარიანტი: 3 დღიანი და 28 დღიანი. ექიმი პერიკონე გვარწმუნებს, რომ თუ 3 დღიანი დიეტის დროს ორაგულს დღეში ორჯერ შევჭამთ, თავს უკეთ ვიგრძნობთ. ასევე მოკლე დიეტა ტანს და გონებას გრძელვადიანისთვის შეამზადებს.

3 დღიანი დიეტის მენიუ:

  • საუზმე: 3 ათქვეფილი კვერცხი და 1 მოხარშული; 110-160 გ ორაგული (შეგიძლიათ ფრინველი); 1/2 ჭიქა შვრია, კენკრა და ნესვის ნაჭერი, 1-2 ჭიქა წყალი.
  • ლანჩი: 100-150 გ ორაგული ან თინუსი, მუქი ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით და ლიმნის წვენით, 1 კივი ან ლიმნის ნაჭერი, 1/2 ჭიქა კენკრა, 1-2 ჭიქა წყალი.
  • სადილი: 100-150 გ ორაგული, მუქი ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით და ლიმნის წვენით, 1/2 ჯამი ორთქლზე გაკეთებული ბოსტნეული, ნესვის ნაჭერი, 1/2 ჭიქა კენკრა, 1-2 ჭიქა წყალი.
  • დაძინებამდე შეგიძლიათ: 1 ვაშლი; 50 გ ინდაური, 150გ ნატურალური იოგურტი, 1 მუჭა თხილი ან ნუში.

28 დღიანი დიეტა

პრინციპი იგივეა: 3 პორცია დღეში 2 წასახემსებელით, მაგრამ საჭმლის სია უფრო დიდია:

  • ზღვის პროდუქტები, ინდაური და ქათმის მკერდი;
  • ყველა ბოსტნეული გარდა კარტოფილის, სტაფილოს, ბარდას და სიმინდის.
  • ოხრახუში;
  • კენკრა და ხილი, გარდა ბანანის, ფორთოხლის, ყურძნის, საზამთროს, მანგოს, პაპაიას.
  • ნედლი თხილი
  • ზეთისხილი, ზეითუნის ზეთი;
  • უცხიმო რძის პროდუქტები;
  • შვრიის ფაფა;
  • წყალი, მწვანე ჩაი, მინერალური.

აკრძალული: ალკოჰოლი, ყავა, გაზიანი ტკბილი სასმელი, წვენები, გაყინული საკვები, პური, ტკბილეული და სოუსები.

იმისთვის, რომ კანი კარგად გამოიყურებოდეს, დღეში 8-10 ჭიქა წყალი დალიეთ. აუცილებელია ფიზიკური აქტივობა, 4-ჯერ კვირაში.

ამ დიეტას ბევრი ცნობილი ადამიანი იცავს.

დადებითი მხარეები:

  • ჯანსაღი წონის კლება. გამორიცხულია ჯანმრთელობის პრობლემები.
  • სასარგებლო პროდუქტები.
  • თავის მშვიდად გრძნობა და უკეთ ფიქრი.

უარყოფითი:

ძვირადღირებული დიეტაა, რადგანაც ორაგული იაფი არაა.

შესაძლოა ხანდახან შიმშილის გრძნობა მოგერიოთ.

როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება

0
#image_title

ჩვენ დიდ დროს ვუთმობთ სილამაზესა და სხეულის ჯანმრთელობაზე ზრუნვას, თუმცა ხშირად გვავიწყდება მთავარი ორგანო – ტვინი. ჯანმრთელი ტვინი უზრუნველგვყოფს სწავლისა და მეხსიერებას,

მეხსიერების შენარჩუნება და ტვინის კვება მნიშვბელოვანია. სწორედ ტვინი განსაზღვრავს გულისცემის რიტმს და ფილტვების მუშაობას, ასევე მოძრაობის უნარს, შეგრძნებებს და ფიქრებს.

 

უბრალოდ, ტვინმაც შეიძლება კოგნიტური უნარების მუშაობა შეამციროს და მეხსიერებაც ნელ-ნელა დააკარგვინოს ადამიანს, უკვე 20 წლის ასაკიდან. სწორედ ამიტომ ცხოვრების ჯანსაღი წესი (როგორიცაა ბალანსირებული კვება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა და სტაბილური ძილი, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავება) არის ტვინის სწორი მუშაობის მთავარი გასაღები. საბედნიეროდ, არსებობს განსაზღვრული პროდუქტები, რომლებიც მეხსიერების გაუმჯობესებაში, კონცენტრაციაში, კოორდინაციასა და აზროვნების სისწრაფეში გვეხმარება.

როგორ შევინარჩუნოთ მეხსიერება

თურმე შესაძლებელია, რომ ტვინი 10 წლით გავაახალგაზრდავოთ, თუკი ყოველდღიურად ამ 3 ძირითად საკვებს მივიღებთ.

გოგრის თესლი

 

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი, რომელიც არამხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას აუმჯობესებს, არამეც ანორმალიზებს სისხლის მიმოქცევას და გვეხმარება გონების გაძლიერებაში. ცილების, ვიტამინებისა და თუთიის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო, გოგრის თესლი ტვინის უჯრედებს არ აძლევს კოლაფსის საშუალებას და გვეხმარება მეხსიერების შენარჩუნებაში. საუკეთესო შედეგისთვის სასურველია დღე-ღამეში 140 გ გოგრის თესლის მირთმევა. შეგიძლიათ ისინი სალათებშიც დაამატოთ.

ოხრახუში

 

მეცნიერები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ ოხრახუშის ყოველდღიური გამოყენება არამხოლოდ ორგანიზმის დაბერების პროცესს უშლის ხელს, არამეც გვინარჩუნებს მეხსიერებასაც. როგორც ცნობილია, ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნა აუმჯობესებს ჩვენს ინტელექტს, ხასიათსა და ახალი საგნების ათვისების უნარებს.

ოხრახუში დიდი რაოდენობით აპიგენინს შეიცავს, რაც უჯრედებს ახალი ნეირონული კავშირების წარმოქმნაში ეხმარება, ამშვიდებს ნერვულ უჯრედებს და აძლიერებს ტვინის მუშაობისა და დამახსოვრების უნარს. მიირთვით დღეში მინიმუმ 50 გრამი ოხრახუში სალათებთან ან ბუტერბროდებთან ერთად.

პარკოსნები

 

თუ პარკოსნები რაციონში არ გაქვთ, უკვე დროა დაიწყოთ მისი მირთმევა. ის ძალიან სასარგებლოა და, პრაქტიკულად, არ შეიცავს კალორიებსა და ცხიმებს. ის ტვინის მუშაობას აძლიერებს და ახდენს დემენციის პრევენციას.

პარკოსანი კულტურები, როგორიცაა ლობიო, გაროხი, სოიო, ოსპი, შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას – ტვინის მკვებავ მთავარ ელემენტს. კაკაოს მარცვლებში ასევე ბევრი ანტიოქსიდანტია, რომლებიც თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს. ამიტომ ხანდაზმულ ადამიანებს ურჩევენ დღეში ერთი ჭიქა კაკაოს დალევას, რაც სკლეროზი შეჩერებას გამოიწვევს.

 

ზემოჩამოთვლილი პროდუქტების გარდა, სხვა პროდუქტებიც აუმჯობესებს მეხსიერებას: მწვანე ბოსტნეული, კაკალი და მზესუმზირა, კენკრა, მარცვლეული პროდუქტები, თევზი, ზეთისხილის ზეთი და მწვანე ჩაი. კვირაში ერთხელ ეცადეთ, მოიწყოთ დღე, როცა მხოლოდ ასეთ პროდუქტებს მიირთმევთ მთელი დღის განმავლობაში.

ტვინზე ისე იფიქრეთ, როგორც კუნთზე, რომელსაც ვარჯიში სჭირდება. მუდმივად ავარჯიშეთ მეხსიერება: შეავსეთ კროსვორდები, ისწავლეთ ზეპირად ლექსები და ციტატები. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ და შედეგიც არ დააყოვნებს!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

ბაყაყურა გახდომისთვის

0
#image_title

უხსოვარი დროიდან, ხალხურ მედიცინაში, ბაყაყურას იყენებდნენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების სამკურნალოდ.

ფლავოლიგნანები დიდი რაოდენიბითაა ამ მცენარეში, ისინი ღვიძლის უჯრედებს აღადგენენ და იცავენ მას თავისუფალი რადიკალებისგან. ბაყაყურას კურსს ნიშნავენ ასევე ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, ჰეპატიტის, ციროზის დროს.

თუმცა, ცოტამ იცის, რომ ამ საკვირველი მცენარის დახმარებით წონის კლებაცაა შესაძლებელი. ჩვენ მოგიყვებით, როგორ გამოიყენოთ ბაყაყურას ზეთი გასახდომად.

ბაყაყურას ზეთი

ბაყაყურას ზეთი კურნავს კუჭ-ნაწლავს და გამომყოფ სისტემას. განახლებული ღვიძლი ახალი ძალებით მუშაობს, შესაბამისად, ორგანიზმიდანაც სწრაფად გამოდის ყველანაირი შლაკი. სუფთა სხეულში კი ჩქარდება მეტაბოლიზმი და სწრაფად ხდება კალორიების ენერგიად გარდაქმნა.

ბაყაყურას ზეთი შეიცავს ლინოლენის და ლინოლენის ნახევრადუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ისინი დიდ როლს ასრულებს ცხიმოვან ცვლაში.

სილიმარინი არის ლიგნანი, რომელიც აღადგენს ღვიძლის უჯრედებს. გარდა ამისა, ის ხელს უშლის ცხიმის ჩალაგებას.

როგორ მივიღოთ ბაყაყურას ზეთი

ზეთის მიღება აუცილებელია 40 დღიანი კურსით, შემდეგი სქემის მიხედვით.

  • პირველი კვირა – თითო ჩაის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სამჯერ დღეში.
  • მეორე კვირა – კარგი ათვისების შემთხვევაში, დოზა ერთ სუფრის კოვზამდე გაზარდეთ.

კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ ორკვირიანი შესვენების შემდეგ და ჩაიტაროთ წელიწადში 3-4ჯერ.

ძლიერი შეკრულობისას და ნაწლავის ეფექტურად გასაწმენდად, შეგიძლია გაიკეთოთ ბაყაყურას ზეთის მიკრო ოყნები (30 მლ).

ბაყაყურას ზეთი ეფექტურად ებრძვის ცელულიტს, კანის სიმშრალეს. ბაზისურ ზეთს დაამატეთ გრეიფრუტის, ფორთოხლის, ლავანდის ეთერზეთების რამდენიმე წვეთი. წაისვით ნარევი სხეულის პრობლემურ ადგილებში და გაიკეთეთ წრიული მასაჟი 5-10 წუთის განმავლობაში ან გამოიყენეთ მასაჟორი.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე უკუნაჩვენებია ბაყაყურას ზეთის გამოყენება ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მძიმე დაზიანებების, ორსულობის დროს. ასევე 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. პროდუქტი ალერგიას, პრაქტიკულად, არ იწვევს.

მცენარეებში დიდი ძალა იმალება. ხშირად ჩვენ მათ ჭეშმარიტ პოტენციალზე არც კი ვეჭვობთ.

ვფიქრობთ, ღირს ამ სიახლის მეგობრებისთვის გაზიარება!

რა პროდუქტები უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან

0
#image_title

ყველა მიეჩვია, რომ ექიმები მუდმივად გვაშინებენ აშკარად მავნე პროდუქტების გამოყენების შედეგებით, როგორიცაა ფასტ ფუდი, გაზიანი სასმელები, მაიონეზი, ნახევარფაბრიკატები

პროდუქტები რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალეთ, დიახ, ეს არის დიაბეტი, მეტაბოლიზმის დარღვევა, გაცხიმოვნება, ონკოლოგიური წარმონაქმნების რისკი.

თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი პროცენტი მოდის არა კიბოსა და დიაბეტზე, არამედ გულის იშემიურ დაავადებებსა და ინსულტზე. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის ძირითად მიზეზებში ბოლო 15 წელია ლიდერობს.

კარდიოლოგებმა დაადგნეს კავშირი ადრეულ ინფარქტსა და ყოველდღიურ რაციონს შორის.

არაჯანსაღი რაციონი

1. თეთრი პურის სიჭარბე მენიუში

ეს არასაჭირო მარილი და შაქარია სისხლში. პროდუქტი 10ჯერ ზრდის გაცხიმოვნების რისკს. სუფთა ხორბლის პურში, პრაქტიკულად, არ არის B ჯგუფის ვიტამინები და უჯრედისი, რომელიც საჭმლის სრულყოფილი მონელებისთვისაა საჭირო. პურ-ფუნთუშეული შეარჩიეთ მსხვილად დაღერღილი ხორბლისგან, ქატოსგან და ბურღულისგან.

2. ტკბილეული

კერძოდ კი, შაქარი. ის ილექება სისხლძარღვების კედლებზე და ათხელებს მათ. ტრანს ცხიმები, რომლებიც მრავლადაა ნამცხვრებში, ხელს უწყობს სისხლძარღვების ანთებებს და იწვევს ათეროსლკეროზს. 35-50 გ დამატებული შაქრის დღეღამური ნორმაა, ეს დაახლოებით 5 ჩაის კოვზია. დასკვნა: გსურთ მიირთვათ ჩაი კანფეტით ან ნამცხვრით? არ დაამატოთ მასში შაქარი.

3. ახალი ხილის სიმცირე რაციონში და ბევრი კონსერვირებული საკვების მიღება. ეს იწვევს საჭირო უჯრედისის უკმარისობას.

4. შემწვარი კერძების სიჭარბე რაციონში

მას უდიდესი ზიანი მოაქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. მზესუმზირას ზეთი ყველაზე ნაკლებად ვარგისია შესაწვავად. ის იწვევს არანაჯერი ცხიმოვანი მჟავების დისბალანსს, რაც ათეროსკლეროზის განვითარებას იწვევს. ყველაზე სწორია შეწვაზე უარის თქმა და მისი ჩანაცვლება გამოცხობით, მოთუშვით, მოხარშვით, ორთქლზე მომზადებით. კომპრომისი – გამოიყენეთ ქოქოსის, ზეითუნის ზეთები ან კარაქი.

5. გგადამუშავებული ხორცის დიდი რაოდენობით გამოყენება

ძეხვეულის ნაწარმი – არის ნიტრიტები, საღებავი, კანცენოგენები, სოიოს გელი და ნაჯერი ცხიმები. მედიცინის ენაზე ეს არის ოონკოლოგიის, ჰიპერტონიის, ინფარქტის, ათეროსკლეროზისა და გაცხიმოვნების მთავარი რისკი. ძეხვეულში არაფერი სასარგებლო არ არის. თუ ბუტერბროდების გარეშე ვერ ცხოვრობთ, მოამზადეთ ის ჯანმრთელი ხორცისგან.

6. ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება

ზრდის სისხლში ტრიგლიცერიდების დონეს. სისხლში ჩნდება ცხიმები, რომელიც იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას. ალკოჰოლის გამოყენებით იზრდება ჰიპერტონიის, არითმიის, გულის უკმარისობის ალბათობა. მინიმუმამდე დაიყვანეთ ან უარი თქვით მაგარი ალკოჰოლის გამოყენებაზე. დღესასწაულებზე 1-2 ჭიქა მშრალი ღვინით შემოიფარგლეთ. კალორიულ საჭმელთან ალკოჰოლის ტანდემი სერიოზულად აზარალებს კუჭქვეშა ჯირკვალს.

გულმა რომ არ გიღალატოთ, დაიცავით მარტივი წესები. იცოდეთ, საჭმლის გარჩევა, ბევრი იმოძრავეთ და ხშირად იურთიერთეთ ახლობლებთან. დადებითი ემოციები ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტია.

გაუზიარეთ სასარგებლო სტატია მეგობრებს!

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

თითების სავარჯიშო

0
#image_title

არსებობს ეფექტური მეთოდები, თუ როგორ მოვახდინოთ სხეულის აღდგენა ისეთი რთული სიტუაციის შემდეგ, როგორიცაა ინსულტი. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს. ესაა თითების სავარჯიშო

თითების სავარჯიშო ტერფებისთვის.

მეთოდი ასობით წლის წინ ტიბეტელმა ბერებმა შეიმუშავეს, თუმცა თანამედროვე ადამიანისთვის ცოტა ხანია რაც ცნობილია. თითების გადახლართვის სავარჯიშო დაგიბრუნებთ ახალგაზრდულობასა და მოძრავ კიდურებს.

შეგიძლიათ ის გააკეთოთ უბრალოდ პროფილაქტიკის მიზნით, რათა დაბერება შეაფერხოთ.

ჯანმრთელი ტერფები და მუხლები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთ ადგილს არ მივეჯაჭვოთ და სიარული შევძლოთ.

ინსტრუქცია დამჯდარ მდგომარეობაში

    1. დაჯექით სკამზე ან იატაკზე. მოხარეთ მარცხენა მუხლი, მიიზიდეთ ფეხი თქვენსკენ, შემდეგ მარცხენა ტერფი ორივე ფეხით დაიჭირეთ.

2. გადააჯვარედინეთ მარჯვენა ხელის თითები მარცხენა ფეხის თითებთან.

3. ფეხის თითების ბოლოები გაჭიმეთ ქუსლის კუნთების მეშვეობით მუხლის მიმართულებით და დაჭიმვით გაყავით თითები ერთმანეთისგან.

4. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა 1 წუთით, შემდეგ გაიმეორეთ მეორე ფეხით. სავარჯიშოს შესრულების შემდეგ დააკვირდით როგორ შეიცვლება ტერფის ფერი სისხლის მიმოქცევის გაძლიერების გამო.

5. თუ ხელის თითებს ფეხის თითებში ვერ ათავსებთ, ხელისგულები ფეხისგულებს მოკიდეთ და ისე მიწიეთ. დაჭიმეთ ფეხები მუხლის მიმართულებით და ეცადეთ თითები გააფართოვოთ.

1 კვირის შემდეგ გაართულეთ. ხელის დიდი თითით ფეხის დიდი თითი უფრო დაჭიმეთ, იმოქმედეთ სხვა რეფლექტორზე და ფეხის მეორე თითისგან მოაშორეთ. ეცადეთ ყოველდღე გაახანგრძილოვოთ სავარჯიშოს შესრულების დრო. დაიწყეთ დღეში 5 წუთიდან.

ინსტრუქცია დაწოლილ მდგომარეობაში

    1. დაწექით ზურგზე. თავქვეშ დაიდეთ დაკეცილი ზეწარი ან წიგნი. მოხარეთ მუხლები და ტერფები საჯდომისკენ მიწიეთ.
    2. მიზიდეთ მარჯვენა მუხლი მკერდთან და მარჯვენა ტერფი მარჯვენა თეძოსთან. გეჭიროთ მარჯვენა ფეხი მარცხენა ხელით.
    3. გადააჯვარედინეთ მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ფეხის თითებთან.
    4. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა. მარჯვენა ფეხის თითები მიმართეთ მარჯვენა მუხლისკენ.
    5. მარჯვენა ხელი შეგიძლიათ გეჭიროთ მარჯვენა მუხლზე ან მარჯვენა ტერფზე, რათა თეძოდან არ ჩასრიალდეს. თუ ხელით ვერ წვდებით, დაიდეთ ტერფის ქვეშ წიგნი.

      გაიმეორეთ მეორე მხარეს.

თავდაპირველად, შეიძლება დისკომფორტი იგრძნოთ, მაგრამ, რაც უფრო დიდია ტკივილი, მით უფრო სარგებელი მოაქვს ამ სავარჯიშოს. ეცადეთიფიქროთ რაიმე კარგზე, გაიღიმოთ. ისუნთქოთ ღრმად და ნელა და გაოცდებით, ისე გაქრება ტკივილი.

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

ელენა მალიშევამ 8 დღეში საკუთარი თავი მშვენიერ დედოფლად აქცია

0
#image_title

ექსცენტრიკულმა ტელეწამყვანმა ელენა მალიშევამ გადაწყვიტა წონაში რადიკალურად დაეკლო, რათა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ახალი კაბა ჩაეცვა. ელენას მიზანი იყო -5კგ 10 დღეში. თავის ექსტრემალურ დიეტაზე დაწვრილებით ბლოგში მოგვიყვა.

“გაიღიმე და მოითმინე!” ასეთია მალიშევის დევიზი. ცნობილია, რომ თამამ ტელეწამყვანთან ერთად ბევრმა გულშემატკივარმა დაიწყო შიმშილობა.

«დავიეყ წონის კლების 10 დღიანი მარათონი. გაიღიმე და მოითმინე – ასე იცხოვრეთ ეს 10 დღე. დღეს, მთელი დღის მანძილზე 5 მწვანე კოქტეილს მივიღებ. ვამზადებ 375გ მწვანილისგან და ნახევარი ლიტრა წყლისგან. აქვე ვამატებ ვაშლს. მას 5 პორციად ვყოფ. ესაა ჩემი საკვები. წყალი განუსაზღვრელი რაოდენობი.”

მარათონის პირველ დღეს მალიშევამ 1.600 კგ დაიკლო. წამყვანი გვარწმუნებს, რომ ამ დღის განმავლობაში შიმშილი არ განუცდია. დიეტის მეორე დღეს მან 200გ ქათმის ბარკლები დაუმატა (370კალორია), 200გ კომბოსტო ან კალე (100კალორია), 250გ ბროკოლი (85 კალორია) და 360გ ფერადი კომბოსტო (90კალორია).

დიეტის მესამე დღემ აჩვენა, რომ არცერთი კილოგრამი არ დაკლებულა. როგორ მოდა? ელენამ ის ნორმად ახსნა. მისი სიტყვებით, ორგანიზმს განუწვეტელ რეჟიმში კლება არ შეუძლია და პირველი შედეგის შემდეგ აუცილებლად იქნება შეფერხება. მისი რაციონი ამჯერად შედგებოდა 2 ბერძნული იოგურტისგან (140-140გ). მალიშევა აღიარებს, რომ ეს პრაქტიკულად შიმშილია.

რატომ არ დაიცვა თავისი საავტორო დიეტა, რომელიც 1 თვე გრძელდებოდა და შეძლებდა მიერთვა სწორად და დაბალანსებულად? იმიტომ, რომ ამჯერად 1 თვე არ ჰქონდა და მხოლოდ მკაცრი დიეტა უშველიდა.

ასე ახასიათებს ელენა მარათონის მეოთხე დღეს: “1.200კგ დავიკელი. ვიცი, რომ ასეთი ხერხით წონა უცებ შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ მე მჭირდება კვირის ბოლოს სასურველი კაბა ჩავიცვა. ჩემი დღევანდელი დღე ასეთი იყო: ქათამი ჩათუშული ხახვით 200გ (400კკ), 800 გ ნედლი პომიდორი (160კკ)”

ყოველ ჯერზე, როცა მალიშევა საჭმელზე ფიქრობს, 1 ჭიქა წყალს სვამს. მეხუთე დღეს მიირთვა ომლეტი ორი კვერცხისგან რძით (150კკ). 100გ ქათამი ჩათუშული ხახვით (200კკ), 800 გ წითელი პომიდორი (160კკ). წამყვანს არასდროს ავიწყდება, რომ მკაცრი დიეტა ჯანმრთელობისთვის საზიანოა და ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია.

 

დიეტის მეექვსე დღეს ასე მიირთვა: 200გ ხაჭო (2%ცხიმით) – 227კკ, 170გრამიანი 3 იოგურტი (3% ცხიმით) – 161 კკ. შემდეგი სამი დღე მხოლოდ ჩაისა და წყალზე გადაატარა. იმისთვის, რომ სისხლში შაქრის რაოდენობა არ მომატებულიყო, ელენა დამატებით დღეში 1 ვაშლს იღებდა, წონით 120გ. მასთან ერთად, დაშვებულია 2ჩ.კ. შაქარი დღეში.

მისმა ტანჯვამ შედეგი გაიღო. სასურველი სამოსი მოერგო და წამყვანმა თავი დედოფლად იგრძნო.

 

ჩინური მედიცინა -ახალგაზრდობის საიდუმლო

0
#image_title

ეს სავარჯიშო ჩინური მედიცინიდანაა. მას ფართოდ იყენებდნენ ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე მეხუთე საუკუნეში. რაც არ უნდა უცნაური იყოს, დღევანდელ დღეს ის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ჩინური მედიცინა გვასწავლის რომ შეგიძლიათ დღეში მხოლოდ 5 წთ დახარჯოთ და რამდენიმე წლის სიცოცხლე მოიპოვოთ. სურვილის გარდა, დაგჭირდებათ მუხლები, ხალიჩა, რბილი პლედი და სისტემატიურობა.

ახლა კი დეტალურად.  რბილი პლედი ან ხალიჩა თქვენს კანს დაზიანებისგან დაიცავს. მხოლოდ სისტემატიური შესრულებით შეძლებთ ეფექტის მიღებას.

მუხლებზე სიარულის 5 უპირატესობა

  1. ზედმეტი წონის გაქრობა. ეს გახდომის ერთ-ერთი ეფექტური ხერხია.
  2. მხედველობის გაუმჯობესება. თვალის მუშაობაზე ბიოლოგიურად აქტიური წერტილები აგებენ პასუხს, რომლებიც მუხლების არეშიცაა განთავსებული და სწორედ ამ ქმედების შემდეგ აქტიურდება.
  3. წელის გამაგრება. ვარჯიში ამ არეზე ნელა და საფუძვლიანად მოქმედებს.
  4. მუხლების სახსრების ჯანმრთელობა. მუხლებს ახალგაზრდულობა და ელასტიურობა დაუბრუნდებათ.
  5. კუჭისა და ღვიძლის მუშაობის ოპტიმიზაცია. მუხლებში გადის კუჭის ხაზი, ღვიძლისას კი წელში ვხვდებით. ამ მეთოდით ორივე ხაზზე იმოქმედებთ და მათ უკეთეს მუშაობას განაპირობებთ.

რა თქმა უნდა, ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს უკუჩვენება, ამიტომაც ჯერ კონსულტაცია სპეციალისტთან გაიარეთ.

უკუჩვენებები

  1. ტემპერატურის მომატება.
  2. სახსრების ტრავმა.
  3. ართრიტი, ართროზი, ოსტეოქონდროზი.

წარმოგიდგენთ ვიდეოს, სადაც დეტალურადაა ნაჩვენები, როგორ უნდა შეასრულოთ სავარჯიშო სახლში.

ბევრი ადამიანისთვის რთულია დღის მანძილზე გამოყოს დრო ჯანმრთელობისათვის. მსგავსი სავარჯიშო სხეულს იდეალურ ფორმაში შეინარჩუნებს დაკარგული საათების გარეშეც.
შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.