სამშაბათი, მაისი 5, 2026
- Advertisement -
Google search engine

რომელი მარცვლეულის ფაფები უნდა მივირთვათ იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასურველ წონას.

0
#image_title

მარცვლეული – ჯანსაღი დიეტის განუყოფელი ნაწილია. ნებისმიერი დიეტა მის გარეშე ვერ შედგება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომელი მარცვლეულის ფაფები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ  დავდგეთ სასურველ წონაზე.

შვრია მდიდარია სილიციუმით, რომელიც ამაგრებს კუნთოვან სისტემას. კალიუმი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე და ხსნის შეშუპებას. ფოსფორი აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას. მაგნიუმი ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და რაც მთავარია – მაღალი ბოჭკოვანი ნივთიერება, რომელიც ნორმალიზდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და გამოდევნის ტოქსინებს.

დაკავშირებული სურათი

ყავისფერი ბრინჯი ორგანიზმს აწვდის ნახშირწყლებს, რომელიც დიდხანს ანაყრებს და ამარაგებს მას ენერგიით.

იგი მდიდარია ფოლიუმის მჟავით და B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც აუცილებელია ქალის ჯანმრთელობისათვის. ყავისფერი ბრინჯის ქატო დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, არ შეიცავს წებოვანას ხორბლისგან განსხვავებით, მაგრამ არცერთ მარცვლეულს არ ჩამორჩება თავისი შემადგენლობით.

ყავისფერი ბრინჯი-ის სურათის შედეგი

ჭვავი ძალიან ჰგავს ხორბალს, მაგრამ თვისებებით ბევრად უკეთესია მასზე. მისი ცილა შეიცავს დამატებით ამინომჟავებს, რომლებიც ძვირფასია სხეულისთვის. ის მდიდარია ბოჭკოთი დაცელულოზით, რომელიც აუმჯობესებს ნაწლავების მოკროფლორას და ხელს უწყობს მათ პერისტალტიკას. ჭვავი შეიცავს ვიტამინებს A, PP და E და მიკროელემენტებს, როგორიცაა ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, რკინა და კალციუმი.

დაკავშირებული სურათი

ქერის შემადგენლობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის ნაწლავში სასარგებლო ბაქტერიების განვითარებისთვის. ქერის ფაფის ხშირად მირთმევა დაგვეხმარება ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნაში.

ქერი ასევე შეიცავს ლიზინს, ნივთიერებას, რომელსაც აქვს ანტიბაქტერიული თვისებები და აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ქერი-ის სურათის შედეგი

წიწიბურა რკინის შემცველობით მარცვლეულს შორის ლიდერის პოზიციას იკავებს. მის შემადგენლობაში ბევრი მცენარეული ცილაა, რომელიც ადვილად შეიწოვება ორგანიზმში. მას ურჩევენ შაქრიანი დიაბეტის და სიმსუქნის დროს.

 

მარდაკავშირებული სურათიცვლეულის სასარგებლო თვისებები მაშინ ჩანს, როცა სწორად მიიღებთ მათ, უმჯობესია მიირთვათ დღის პირველ ნახევარში, ეს არ ეხება მხოლოდ წიწიბურას. ნებისმიერი პროდუქტის ჭარბი მიღება ზიანს მოუტანს ორგანიზმს. გახდომის მიზნით ფაფები უმჯობესია  წყალზე მოხარშული მიირთვათ, შაქრის ნაცვლად გამოიყენეთ ნახევრად ტკბილი ჩირი ან თაფლი.

 

დაწერეთ რა დაინახეთ პირველად სურათზე და გაიგეთ ხასიათის რა შტრიხები არის თქვენთვის დამახასიათებელი.

0
#image_title

ფსიქოლოგიური ტესტით შეგიძლიათ საკუთარი თავის ამოცნობა. ზოგჯერ უფრო დამაჯერებელია, ვიდრე ფსიქოლოგის დიაგნოზი. ექიმი მაინც ადამიანია და შეიძლება ღრმად ვერ ჩასწვდეს სულის სიღრმეს, ტესტს კი არაფერი დააბნევს.  რა თქმა უნდა ტესტსაც ადამიანი ადგენს, მაგრამ სანამ გაავრცელებს, ყურადღებით ამოწმებს.

ყურადღებით დააკვირდით და რასაც დაინახავთ სურათზე, იმის მიხედვით განსაზღვრავთ თქვენს ბუნებას.

თუ სურათზე ხედავთ ფესვებს, ესეიგი თქვენ ხართ ინტრავერტი. კრიტიკას იღებთ მშვიდად და უემოციოდ. თქვენთვის, ეს არის კონსტრუქციული კომენტარები, რჩევები, რომლებიც შეიძლება გაითვალისწინოთ საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად. თუ ვინმე ცდილობს ზიანი მოგაყენოთ, უსამართლოდ დაგადანაშაულოთ, ის ვერ გაიმარჯვებს, რადგან თქვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. თქვენი ცხოვრება არის დისციპლინირებული და ორგანიზებული. ცდილობთ იცხოვროთ ჰარმონიულად, გეგმავთ და აანალიზებთ ყოველ დღეს. თქვენი მიზანია ნების გამოხატვა და მორალური პრინციპების შემუშავება.რაც გსურთ უნდა მიიღოთ კიდეც. ერთი შეხედვით ჩანხართ თავმდაბალი ადამიანი, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციებს აფასებთ პოზიტიურად.

 

психологический тест

თუ სურათზე დაინახეთ ხე თქვენ ხართ ექსრავერტი. გარშემომყოფებთან გულწრფელი და ერთგული ურთიერთობა გახასიათებთ. იგივეს მოითხოვთ სხვებისგანაც. კომუნიკაციაში თავაზიანი ხართ, მაგრამ თავზე არავის დაისვამთ. ხალხისგან ბევრს მოითხოვთ, მაგრამ თქვენ უნდა შეეცადოთ მიაღწიოთ ნდობის მოპოვებას.

психологический тест

თუ თქვენ ხედავთ ტუჩებს, შეგიძლიათ ნებისმიერი სირთულის გადალახვა, მაგრამ მაინც ცდილობთ გვერდი აუაროთ მათ. მოქმედებთ გონივრულად, მაგრამ გულუბრყვილო ადამიანივით. ეს იმიტომ, რომ ყველას ბრმად ენდობით. ცდილობთ მათში დაინახოთ მხოლოდ კარგი თვისებები, ნდობა კი ყოველთვის არ ამართლებს.

 

психологический тест

ამ ეთერზეთის დახმარებით გაწმინდეთ მანქანის სალონი და აღფრთოვანებული დარჩებით.

0
#image_title

ასეთი აეროზოლის დამზადება იოლია და თან ძალიან სასიამოვნო სუნი აქვს. სხვა აეროზოლებისგან განსხვავებით ის იქნება განსხვავებული და ორიგინალური.

 

Освежи салон своей машины с помощью эфирных масел! Мой муж в восторге…

მის დასამზადებლად დაგჭირდებათ:

პატარა ბოთლი
1-2 ჩ/კ ჟელატინი
1 ჩაის კოვზი გლიცერინი
წყალი
ნებისმიერი ეთერზეთის 5-6 წვეთი

ჰაერის დასატენიანებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ციტრუსის ეთერზეთი, სხვა შემთხვევაში – წიწვის ან პიტნის.

ჩაყარეთ ბოთლში ჟელატინი, დაასხით წყალი და დაელოდეთ მის გახსნას. დაამატეთ გლიცერინი და ეთერზეთი, კარგად უნდა აირიოს ყველაფერი ერთმანეთში და შედგით 20 წუთით მაცივარში. გაციებული არომატული ნარევი იქცევა ჟელატინად, რომელიც ადვილად შეიძლება მოვათავსოთ ლამაზ ქილაში. ჩვეულებრივი ქიმიური აეროზოლებისგან განსხვავებით უკეთესი სუნი აქვს და ანტიალერგიულია და რაც მთავარია, თქვენი ხელით დამზადებულია, რაც უფრო აღგაფრღოვანებთ.

ბროწეული -სასარგებლო თვისებების შესახებ, რომელიც აქამდე არ გსმენიათ

0
#image_title

ვერცერთი ხილი და მისი წვენი ვერ შეედრება მისი სასარგებლო თვისებებით ბროწეულს. ბროწეული არის დეკორატიული ხე, რომელიც გვიან შემოდგომით გვაძლევს ნაყოფს, მისი თვისებები აღწერილია ბევრ ზღაპრებში და მითებში.

ბროწეული ხასიათდება ორგანიზმისთვის ბევრი სიკეთით.

ააქტიურებს ჰორმონებს

ბროწეულის კურკა შეიცავს ზეთს, რომელიც საუკეთესოდ აღადგენს ორგანიზმში ჰორმონულ ბალანსს. სასარგებლოა ბროწეულის კურკის ჭამა თავის ტკივილის, მენსტრუალური ტკივილის, კლიმაქსის გამოვლენის დროს.

ბუნებრივი ინსულინი

ბროწეულის ნაყოფი ერთ-ერთი ტკბილეულია შაქრიანი დიაბეტის დროს, რომელიც არა მარტო დასაშვები, არამედ სამკურნალოც არის. დღეში 4-ჯერ ჭამამდე 1 ჩ/კ ბროწეულის წვენის დალევა მნიშვნელოვნად ამცირებს ინსულინის დონეს სისხლში.

ზრდის ჰემოგლობინის დონეს.

ბროწეული უკვე დიდი ხანია ცნობილია, როგორც ანემიის წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალება. ანემიით დაავადებული ადამიანებისათვის საკმარისია  ბროწეულის წვენი 0.5 ჭიქა 3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე 2 თვის განმავლობაში.

პირის ღრუს და ყელის ანთებისთვის

ყელის ტკივილის, ფარინგიტის, სტომატიტის დროს ბროწეულის ჭამა ან წვენის მირთმევა ძალიან სასრგებლოა, მასში შემავალი ტანინი ხსნის ტკივილს, ორგანული მჟავები მოქმედებს ანთებისსაწინააღმდეგოდ.

აქვეითებს წნევას

ბროწეულის კურკა საუკეთესო გამოსავალია ჰიპერტონიკებისთვის, არტერიულ წნევას დაბლა სწევს და არანაირი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია. ბროწეულის ჩირის ჩაი სასარგებლოა უძილობის, ნევროზის, შიშების დროს.

საუკეთესო კოსმეტიკური საშუალებაა

ბროწეულის კანი დაფქვილი ზეითუნის ზეთთან ერთად საუკეთესოა ცხიმიანი , ფორებიანი და ანთებისკენ მიდრეკილი კანისთვის. დაფქვილი კანი კარგია დამწვრობის, ნაკაწრების დროს.

ხსნის ანთებას

ბროწეულის მოხარშული ქერქის ნაყენი ძალიან სასარგებლოა სხვადასხვა ანთებითი დაავადებებისთვის (თირკმელი, ღვიძლი, ყურები და თვალები, სახსრების, გინეკოლოგიური ორგანოები).

მომზადება, დაასხით 2 ჩ/კ დაფქვილი ქერქს  1 ჭიქა ცხელი წყალი, შემდეგ მოვხარშოთ წყლის აბაზანაზე 30 წუთის განმავლობაში, გააზავეთ ადუღებულ წყალში, მიიღეთ 50 გ 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

 

გიცავთ გამოსხივებისგან

ბროწეულის წვენი აუცილებელი საკვები დანამატია მათთვის, ვინც მუშაობს ან ცხოვრობს რადიაციის ზონაში.

ძლიერი ანტიჰელმინთური საშუალება

მწიფე ბროწეულის კანი შეიცავს ალკალოიდ პელტერინს, იზოპელტერინს და მეთილიზოპელტერინს, მათ გააჩნიათ ძლიერი ჭიების საწინააღმდეგო ეფექტი.

ჭიების მოსაცილებლად, 40-50 გრ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 400 გრ ცივი წყალი, 6 საათის განმავლობაში დადგით და შემდეგ ადუღეთ სანამ ნახევარი სითხე არ აორთქლდება. მიღებული ნაყენი გაწურეთ და ერთი საათის  განმავლობაში ცოტ-ცოტა მოსვით, ერთი საათის შემდეგ კი მთლიანად დალიეთ. 4-5 საათის შემდეგ გაიკეთეთ ოყნა.

საფაღარათო საშუალება

ბროწეულის ქერქი და ნაყოფი კარგია კოლიტის, ენტეროკოლიტის, ფაღარათის დროს. მოზრდილებისთვის რეკომენდებულია გამშრალი და დაფქვილი ქერქი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ, ბავშვებისთვის- წყალში გაზავებული ყოველ დღე. ქერქში შემავალი პოლიფენოლები ინფექციური დიარეის დროს ამცირებს დიზენტერიის და სხვა პათოგენეზის რისკს.

ბროწეული დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. იგი ცნობილია უძველესი დროიდან. ბიბლიაშიც კი გვხვდება. ახლა თქვენ იცით, როგორ შეგიძლიათ ისარგებლოთ და დატკბეთ ბუნების ამ საოცარი საჩუქრით.

სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ კალორიების მინიმალურ და ვიტამინების მაქსიმალურ რაოდენობას.

0
#image_title

იმისთვის რომ ყოველთვის გამოვიყურებოდეთ მშვენივრად და ვიყოთ ჯანმრთელები, საჭიროა რაციონში ჩავრთოთ ეს პროდუქტები.

თაფლი აძლიერებს იმუნიტეტს და ითვლება ენერგიის წყაროდ. თუ სამზარეულოში არის თაფლი,  უნდა დავივიწყოთ შაქარი!

полезные продукты

ბანანი დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, რომელიც აძლიერებს კუნთებს. ამის გარდა ბანანი დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე და საგრძნობლად ამცირებს ინსულტის რისკს.

полезные продукты

შვრიის ფანტელი ასუფთავებს სისხლძარღვებს და მკურნალობს კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს. ამავე დროს შვრია შეიცავს კალორიების მინიმალურ რაოდენობას.

полезные продукты

ახალი ისპანახში არის ვიტამინები A, C და C, ანტიოქსიდანტები და რკინა, რომელიც ხელს შეუწყობს კუნთების მასის გაზრდას.

полезные продукты

ზეითუნის ზეთი
შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინ E- ს, რომელიც ჩართულია ვიტამინების A და K შეწოვისას. ეს ზეთი ხელს უწყობს სხეულის გაახალგაზრდავებას და  ქოლესტერინის დონის დაწევას. Ð¿Ð¾Ð»ÐµÐ·Ð½Ñ‹Ðµ продукты

ვიტამინი C უფრო დიდი რაოდენობით არის ვაშლში, ვიდრე ფორთოხალში. გარდა ამისა, ეს ნაყოფი ანელებს კიბოს უჯრედების ზრდას და აუმჯობესებს ფილტვების, გულის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციონირებას.полезные продукты

იოგურტი შეიცავს კალციუმის და პრობიოტიკების დიდ რაოდენობას, რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის ზრდას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ამავე დროს, იოგურტი არის სამუშაო დღის განმავლობაში საუკეთესო პროდუქტი წახემსებისათვის.полезные продукты

ორაგული
ორაგული შეიცავს ომეგა-3 ცხიმს, რომელიც ხელს უწყობს ქოლესტერინის შემცირებას და კიბოსგან დაცვას. გარდა ამისა, ორაგული აუმჯობესებს თმის მდგომარეობას და გეხმარებათ დეპრესიის დაძლევაში.полезные продукты

სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით ბეტა კაროტინს, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას და ამცირებს კიბოს რისკს. სტაფილო უკეთესად შეიწოვება, თუ მიირთმევთ არაჟანთან ან მზესუმზირის ზეთთან ერთად.

полезные продукты

ის, რასაც მივირთმევთ აისახება ჩვენს ორგანიზმზე, ამიტომ არ ღირს უპასუხისმგებლობა კვებასთან დაკავშირებით.

 

მოულოდნელი ფაქტი, რომელიც ძალიან გაგახარებთ. გაიგეთ – ხართ თუ არა მაღალი ინტელექტით დაჯილდოვებული.

0
#image_title

მოგწონთ უმიზეზოდ ფიქრი ? ყოველთვის წარსულში გადადიხართ, ასახავთ მას და აანალიზებთ? შეგიძლიათ ყველაფერი ნულიდან დაიწყოთ? ოჰ, ეს ყველაფერი ცხოვრებას გირთულებთ … მაგრამ ერთმა ფაქტმა შეიძლება ძალიან გაგახაროთ-თქვენი შფოთი და მღელვარება ბუნებრივია და მარტივად აიხსნება. საქმე იმაშია, რომ ნერვიულობის უნარი, ზომაზე მეტი შეშფოთება-მაღალი ინტელექტის ნიშანია. მოულოდნელი ფაქტია, არა?

შფოთვა – ინტელექტის ნიშანი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებსა და მის შინაგან შფოთვას  შორის არის მჭიდრო კავშირი. იმ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, აღიარებენ, რომ  ყოველთვის აწუხებთ ფიქრი იმაზე, რომ თითქოს რაღაც არ იციან.

შფოთვა, სიმშვიდის დაკარგვა შეიძლება გამოწვეული იყოს უძილობითაც, მაგრამ მეცნიერებმა ახსნეს  რამდენად სწორად არის დაკავშირებული შფოთვა ინტელექტთან.  ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანები უფრო დეტალურად განიხილავენ წარსულსა და მომავალ მოვლენებს. ეს იწვევს უფრო ინტენსიურ ასახვას სხვადასხვა დეტალებზე. ჭკვიან ადამიანს შეუძლია გაანალიზოს ქვეცნობიერად ბევრი არავერბალური ნიშანი, რომელიც ახასიათებს თანამოსაუბრეს. ეს ხდება ქვეცნობიერად, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ეს იწვევს თქვენში შეშფოთებას, როდესაც აღმოაჩენთ ვერბალურ და არავერბალურ ინფორმაციებს შორის შეუსაბამობას. ამ დასკვნებმა რა სარგებლობა შეიძლება მოგიტანოთ? დაფიქრდით, გსურთ მუდმივად აფორიაქებული იყოთ? თუ თქვენ მთლიანად კმაყოფილი ხართ ამ მდგომარეობით, არანაირ დისკომფორტს არ გიქმნით, მშვენიერია. თუ დაიღალეთ მუდმივი შფოთვით და შიშით ცხოვრებით, მოგიწევთ ისწავლოთ შიდა დიალოგის შეწყვეტა. ეს ძალიან მარტივია – მოუსმინეთ საკუთარ თავს, როგორც კი თქვენ ისევ გააგრძელებთ რაიმეზე ფიქრს და ანალიზის გაკეთებას ამათუიმ მოვლენაზე, რაც შეგაშფოთებთ , დაუყოვნებლივ გადაერთეთ სხვა საქმეზე და შეწყვიტეთ ფიქრი. ვისწავლოთ ვიფიქროთ მაშინ, როდესაც თქვენ უნდა გადაწყვიტოს კონკრეტული პრობლემა. მუდმივად წარსულზე ფიქრით თქვენ ხელიდან უშვებთ საუკეთესო მომენტებს და იტვირთავთ თავს უაზრო შიშით, შფოთვით და ფობიებით. ისწავლეთ საკუთარი ემოციების კინტროლი და გაცილებით უკეთესად იგრძნობთ თავს. ცუდი აზრებით დამძიმებული გონება არაფერში არ გამოგადგებათ. იფიქრეთ მხოლოდ პოზიტიურად და არ მისცეთ უფლება ცხოვრება გაგირთულონ უარყოფითმა ფიქრებმა.

როგორ მოვიშოროთ მუცლის არეში ცხიმი. ეფექტური საშუალება მხოლოდ თქვენთვის!

0
#image_title

როცა საუბარია ზედმეტ ცხიმზე მუცლის არეში, მნიშვნელობა აქვს თითოეულ სანტიმეტრს, მაგრამ არის ისეთი ჩვევები, რომელთა უარყოფა დაგვეხმარება თავად შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა. მიზეზი შეიძლება გამოწვეული იყოს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ჰაერის დაგროვებით, ჭარბი სითხის მიღებით, ტკბილი სასმელების და მზა ბურგერების ბოროტად გამოყენებით. მიუხედავად ამისა თქვენ შეგიძლიათ დაიკლოთ ზედმეტი სანტიმეტრები და სულ მცირე მოიცილოთ შემობერვის შეგრძნება.

გადაეჩვიეთ სწრაფად კვებას. თუ დაუღეჭავად ყლაპავთ საჭმელს, დიდი ალბათობით საჭმლის მომნელებელ სისტემაში ხვდება ჰაერის მასები, რაც მუცლის შებერვას იწვევს. ეს ჰაერი გამოიწვევს დისკომფორტს, სიმძიმის შეგრძნებას და საკვებიც ნელა გადამუშავდება.

არ მიირთვათ ტკბილი და გაზიანი სასმელები. ეს ყველაფერი გემრიელი და სასიამოვნოა, მაგრამ მისი თითოეული ყლუპი იწვევს მუცლის გაზრდას და ზოგიერთ სასმელში არსებული საჭმელი სოდა კიდევ უფრო უარეს შედეგს იწვევს. ამ სასმელებში არსებული ხელოვნური დამატკბობლები მავნებელია კუჭისთვის, მძიმედ გადამუშავდება, რაც იწვევს მუცლის შემობერვას. შეამცირეთ მათი მოხმარება ან მიირთვით ყინულით.

შეამცირეთ შეფუთული პროდუქტების გამოყენება, როგორიცაა დაკონსერვებული საკვები, მარცვლეული, ჩიპსები, სანელებლები შეიძლება შეიცავდეს დიდი რაოდენობით ნატრიუმს, რომელიც არ არის სასარგებლო  საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და მთლიანად  თქვენს ჯანმრთელობაზე. ჩართეთ თქვენს რაციონში ახალი ხილი, მარცვლეული და ბოსტნეული, რომელშიც არის ბუნებრივი ნატრიუმი.

გადაეჩვიეთ ღამით ჭამას. ძილის წინ კვება საჭმლის ნელა გადამუშავებას იწვევს და გაღვიძებისას მუცლის არეში იგრძნობთ სიმძიმის შეგრძნებას. საკვები მიირთვით დაძინებამდე 4 საათით ადრე.

ალერგიამ ან ზოგიერთი საკვების შეუთავსებლობამ შეიძლება ასევე მუცლის შემობერვა გამოიწვიოს. ლაქტოზის შეუთავსებლობამ შეიძლება ასეთი რეაქცია გამოიწვიოს.

უარი თქვით მავნე ჩვევებზე, რომ მოიცილოთ მუცლის არეში ზედმეტი ჩანართები, მოგეხსნებათ დისკომფორტი და იგრძნობთ სიმსუბუქეს.

რეცეპტი მუცლის ცხიმის მწველი კოქტეილის

დაგჭირდებათ:

3 ც ლიმონი

4 ს/კ. თაფლი

2 ს/კ. დარიჩინი

1 პატარა ნაჭერი კურკუმა

120 გრ. ბოლოკი

მომზადება:

დააბლენდერეთ ბოლოკი და კურკუმა.

დაამატეთ 4 ნაწილად დაჭრილი ლიმონი და კვლავ დააბლენდერეთ.

დაუმატეთ თაფლი მიღებულ მასას და აურიეთ.

მიირთვით ყოველდღე 2-ჯერ ჭამის შემდეგ 1 ს/კ. 3 კვირის განმავლობაში. აუცილებლად შეისვენეთ 3 დღე.

 

ეს ზოდიაქოს ნიშნები ყველაზე ზარმაცები და ამავე დროს კომფორტის მოყვარულები არიან

0
#image_title

არსებობენ წესრიგის მოყვარული ადამიანები და ისინი, ვის გარშემოც მუდმივი არეულობაა, რა თქმა უნდა ეს უკანასკნელნი თავს იმართლებენ იმით, რომ მიეკუთვნებიან შემოქმედებით ადამიანებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ისინი არიან ძალიან ზარმაცები და ამიტომ ცხოვრობენ მუდმივ შემოქმედებით ქაოსში.

შეიძლება ეს ადამიანები მართლებიც არიან, ასტროლოგებიც კი მათ ეთანხმებიან, ზოდიაქოს ნიშანი გავლენას ახდენს ადამიანების თვისებებსა და ხასიათზე, აღზრდაზე მეტად მოქმედებს მათზე ვარსკვლავების გავლენა.

1. მორიელთან სტუმრობისას აღფრთოვანებული დარჩებით, მისი სახლი მუდმივად ბრწყინავს და ანათებს, მაგრამ როგორც კი სტუმრებს გაისტუმრებს, მორიელი მოეშვება და საქმეს მეორე დღისთვის გადადებს.

ეს ეგოისტი ნიშანი თუ თვლის, რომ დაიღალა, ჭურჭლის გარეცხვას მეორე დღისთვის გადადებს და მისი აზრით ეს საუკეთესო გამოსავალია.

მისი ნივთების ადგილი სკამზეა, კარადაში წესრიგი აქვს, რადგან იქ თითქმის არაფერია.

2. მშვილდოსანი ენერგიული და აქტიური ნიშანია, მაგრამ არაორგანიზებული. საქმის პარალელურად ის უსმენს მუსიკას, უყურებს გადაცემას ტელევიზორში ან  საუბრობს. აქედან გამომდინარე დასუფთავების შედეგი არადამაკმაყოფილებელია. მშვილდოსანს ენანება დალაგებაზე დროის ხარჯვა, ურჩევნია მოგზაურობაში გაატაროს ცხოვრება, ვიდრე საოჯახო საქმეებზე.

3. ლომი შემოქმედებითი და იმპულსური ნიშანია. მისი დღეები დაუგეგმავია, მაგრამ სპონტანური. ცხოვრების სწრაფი რიტმის გამო შეუმჩნეველი რჩებათ განუკითხაობა, რომელიც ხშირად ეღობებათ წინ. ხშირად მასთან დაახლოება ადამიანებს იმისთვისაც სჭირდებათ, რომ ღრმად ჩასწვდნენ მის შინაგან ბუნებას.

ლომი ძალიან ამაყია, ყოველთვის ცდილობს მისი მშვენიერება არაფერმა დაჩრდილოს, თუნდაც ტანსაცმელზე პატარა მტვრის ნაწილაკებმაც კი.

4. სასწორი– ორმაგი ნიშანი. ერთის მხრივ მას მოსწონს წესრიგი, მეორე მხრივ ვერ იტანს დალაგებას. სასწორმა რომ კომფორტში იგრძნოს თავი,  სხვას ავალებს დასუფთავების პროცესს და ეს მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

5. თხის რქა ასუფთავებს და ალაგებს იმას, რაც ირგვლივ ჩანს. მის ოთახში თუ შეიხედავთ ყველაფერს თავის ადგილას ნახავთ და სუფთას. მაგრამ თუ კარადაში ან მაგიდის უჯრაში შეიხედავთ, სრულ არეულობას დაინახავთ. ეს შეიძლება ტანსაცმელზეც ითქვას, თხის რქა გამოიყურება საკმაოდ სუფთად, მაგრამ ჯიბეებში და ჩანთაში შეიძლება ჰქონდეს სრული ქაოსი.

ეს ზოდიაქოს ნიშნები შეიძლება დაუდევრები არიან, არ უყვართ წესრიგი, მაგრამ იმდენი საუკეთესო ღირებულებები გააჩნიათ, რომ ამ ნაკლს ადვილად აპატიებთ. თუ პატიებას ვერ შესძლებთ, გვაქვს თქვენთვის სასიამოვნო ამბავი: ყველაზე დაუდევარი ზოდიაქოს ნიშანიც კი შეგიძლიათ გამოასწოროთ. პლანეტების გავლენა ადამიანებზე ძალიან დიდია, მაგრამ ადამიანების გავლენა ადამიანზე უფრო ეფექტური შეიძლება იყოს. ურჩიეთ თქვენს მეგობარს და თუ მისთვის ძვირფასი ხართ, თქვენს რჩევას გაითვალისწინებს, მიუხედავად ვარსკვლავების და ზოდიაქოს გავლენისა.

რაც შეეხება ყველაზე წესრიგის მოყვარე ნიშანს, პირველ ადგილზეა მერწყული. შეიძლება ითქვას, რომ ის ერთადერთია, ვინც ყოველთვის აკურატულად და მოწესრიგებულად გამოიყურება. მასზე უკეთესი ორგანიზატორი არ მოიძებნება ზოდიაქოს ნიშნებს შორის.

 

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ოქროს წესები და თქვენ მომენტალურად იგრძნობთ თავს უკეთესად

0
#image_title

მუდმივად გრძნობ სიმძიმეს მუცელში? ცუდად გძინავს? შეგაწუხა მუდმივმა დაღლილობის შეგრძნებამ? დაფიქრდით როგორ იკვებებით. თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევებს, ერთი კვირის შემდეგ იგრძნობთ შედეგს.

ყოველ დილით უზმოზე დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი. შეგიძლიათ ჩააწუროთ ლიმონის წვენი, ან ჭიქაში მოათავსეთ პიტნის ფოთოლი,  უფრო სასიამოვნო რომ გახდეს.

ისაუზმეთ წყლის დალევიდან 20-30 წუთის შემდეგ. არაჯანსაღ საუზმედ ითვლება ერბოკვერცხი, ცხიმიანი დიდი სენდვიჩები, მაიონეზიანი ან ცხიმში შემწვარი ხორცი. ჯანსაღი საუზმე ფაფები – ბრინჯის, შვრიის, წიწიბურას ახალი ხილით ან ჩირით, თაფლით ან იოგურტით.

კვების წინ 30 წუთით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი, ასე კუჭს შეავსებთ  წყლით და საჭმელს ცოტას მიირთმევთ.

იკვებეთ დღეში 5-6-ჯერ პატარა ულუფებით და 2-3 საათიანი ინტერვალებით, ვიდრე 3-4-ჯერ დიდიშუალედებით.

არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ წყალი კვების დროს, რადგან ეს ხელს უშლის საჭმლის მონელებას. ჭამიდან ერთი საათის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ წყალი.

უმჯობესია ბოლო კვება იყოს 6 საათზე, მითუმეტეს თუ დასაძინებლად წვებით 22:00 საათზე. ივახშმეთ დაძინებამდე 2-3 საათით ადრე.

მიირთვით ბევრი ბოსტნეული, ხილი, კენკრა, ყურძნის და ბანანის გარდა. ყველაზე კარგია ვაშლი, ის წმენდს ორგანიზმს.

თუ ვარჯიშობთ, იკვებეთ ერთი საათით ადრე ვარჯიშამდე და ერთი საათის შემდეგ ვარჯიშის მერე. კარგია თუ ვარჯიშის წინ მიირთმევთ ფაფებს.

 

სადილსა და ვახშამზე მიიღეთ ცხოველური ცილოვანი საკვები, მაგრამ მოხარშული-  ქათამი, თევზი, ხიზილალა, კვერცხი.

არ დაივიწყოთ მცენარეული ცილაც, მას შეიცავს დიდი რაოდენობით პარკოსნები, თხილეული.

შრომისუნარიანობის გასაძლიერებლად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, იკვებეთ ცხიმებით, რომლებიც შედის რძის პროდუქტებში და მცენარეული წარმოშობის კარაქში.

 

ნახშირწყლები, რომლებიც არ იწვევს გასუქებას და აუცილებელია ორგანიზმისთვის, შედის ბევრ ბურღულეულის შემადგენლობაში, მას შეიცავს თაფლი, კარტოფილი, ჰალვა, კაკაო, მაკარონის ნაწარმი.

 

 

 

კარგია შუალედი პირველ და მეორე კერძს შორის. ყველაფერი მიირთვით მოხარშული, ჩაშუშული ან ორთქლზე მოხარშული, დაივიწყეთ შემწვარი საკვები.

დღე-ღამის განმავლობაში დალიეთ 1,5-2 ლ. წყალი. შეამცირეთ ყავის და ჩაის მოხმარება, ისინი ვნებს მხედველობას და სისხლისმიმოქცევას. უმჯობესია მიირთვათ კაკაო, ნატურალური წვენი, კისელი, უშაქრო კომპოტი ან ჩვეულებრივი წყალი.

თუ ტკბილი მოგინდათ დალიეთ წყალი ან მიირთვით ხილი, სურვილი ცოტა ხანში გაქრება და თქვენი თავით კმაყოფილი დარჩებით.

თქვენს სასიკეთოდ საერთოდ ამოიღეთ რაციონიდან ისეთი პროდუქტები, როგორიცაა ძეხვი, მაიონეზი, კეტჩუპი და ყველა სახის საწებელი, ნებისმიერი გაზიანი სასმელი, ჩიპსი და კრეკერი, სწრაფი კვების საკვები,ალკოჰოლური სასმელები, სენდვიჩები, ტკბილეული, რძე და თეთრი შოკოლადი, ნაყინი.

დაბალანსებული დიეტისთვის, უნდა მოიხმაროთ ცილების 14%, ცხიმების 30% და ნახშირწყლების 56%.

ძილის დროს, დალიეთ ერთი ჭიქა კეფირი, იოგურტი ან არაჟანი – ეს სასმელები ხელს შეუწყობს თქვენი ნაწლავების გასუფთავებას და გააუმჯობესებს პერისტალტიკას.

 

 

რა შეიძლება იყოს ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი? სწორედაც რომ არაფერი. დაიცავით ეს წესები ერთი კვირის განმავლობაში და თავს იგრძნობთ მსუბუქად და ჯანმრთელობა ნამდვილად გაგიუმჯობესდებათ.

გაიგეთ რატომ უნდა დადგათ საწოლთან ღამით ერთი ჭიქა წყალი.

0
#image_title

ბავშვობაში რომ სწორად დაგვეცვა წყლის მიღების რეჟიმი, ამდენი პრობლემა ჯანმრთელობის მხრივ ალბათ არ გვექნებოდა. სასმელი წყლის ღირებულება ყველასთვის ცნობილია, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ როდის და როგორ მივიღოთ. გაიგეთ როდის უნდა დალიოთ წყალი, რომ ის სასარგებლო იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის.

გაღვიძებისთანავე ორი ჭიქა აფხიზლებს ორგანიზმს. საკვების გადამუშავებას ხელს უწყობს კვებამდე 30 წუთით ადრე ერთი ჭიქა წყლის დალევა. სიცრუეა, რომ წყალი იწვევს კუჭის მჟავიანობის მომატებას და საკვების შეწოვას ხელს უშლის. პირიქით, საჭმლის მონელება აქტიურდება წყლის დახმარებით.

აუცილებელია წყლის დალევა აბაზანის მიღებამდე. ეს იწვევს არტერიული წნევის შემცირებას, ეს ძირითადად ეხებათ ჰიპერტონიკებს.

საღამოს წყლის დალევა კარგია გულისთვის და ეს ამცირებს ინსულტის საშიშროებას.

ძილის წინ კარგია მშვიდი ძილისთვის და თავიდან აიცილებთ კუნთების დაჭიმულობას. დაადგინეს, რომ დეჰიდრატაცია იწვევს ღამით კუნთების კრუნჩხვებს.

ვარჯიშამდე დალიეთ მინიმუმ ორი ჭიქა წყალი, ვარჯიშის დროს გამოიყოფა ოფლი და ორგანიზმი კარგავს სითხეს. თუ წინასწარ მიაწვდით მას დაიცავთ დეჰიდრატაციისგან.

მნიშვნელოვანია ასევე ყავის შემდეგ წყლის დალევა, ამბობენ, რომ ყავა იწვევს წნევის მომატებას, ეს სახიფათოა ჰოპერტონიკებისთვის. წყალი გაანეიტრალებს ყავის მოქმედებას და მწვავედ არ იქნება გამოხატული წნევის მატება. ამის გარდა ყავის შემდეგ წყალი დაგიცავთ კბილის ემალის დაზიანებისგან. თუ თქვენ გაწუხებთ ყაბზობა, მიიღეთ ჩვეულებრივზე მეტი რაოდენობის წყალი.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  ღამით წყლის დალევა მოხუცებულ ადამიანებში – ეს ხელს შეუწყობს გულს, უკეთესად გაუმკლავდეს დატვირთვას, ღამის არითმიებს და სხვა პრობლემებს.

ეს მხოლოდ რჩევებია, რომლებსაც მხოლოდ პოზიტიური ჩვენებები აქვს, მაგრამ ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია.

ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის არ დაგავიწყდეთ მარტივი წესი: ჭამეთ და სვით გონებით და არა თვალით!

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.