ოთხშაბათი, მაისი 6, 2026
- Advertisement -
Google search engine

როგორ მოვამზადოთ სახის ნიღაბი – სოდით

0
#image_title

საკვები სოდა – სახის კანის მოვლის იდეალური საშუალება

თუ კვირაში ერთხელ მაინც სოდის ნიღაბს გაიკეთებთ, შესანიშნავ შედეგს მიაღწევთ. გახსოვდეთ, რომ სოდის გამოყენება, სახის მოსავლელად ყოველდღიურად არ შეიძლება.

საკვები სოდა საკმაოდ კარგია პირის დასაბანად. ის აცილებს კანს მკვდარ უჯრედებს, ჭუჭყსა და ცხიმს, ასუფთავებს ფორებს და ხელს უშლის აკნეს განვითარებას. აიღეთ ცოტა საკვები სოდა და დაუმატეთ წყალი იმ რაოდენობით, რომ პასტისებური მასა მიიღოთ, კანი დაისველეთ თბილი წყლით და ნაზი, წრიული მოძრაობით სახეზე წაისვით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სოდა, შაქარი და შვრია – საკვები სოდა და შვრია ერთად კანის ძლიერი გამწმენდი საშუალებაა. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ სოდა, შვრია და წყალი. მიღებული მასა თითების წრიული მოძრაობით წაისვით სახეზე. ამ მეთოდით ადვილად მოიცილებთ კანის მკვდარ უჯრედებს და გააღიავებთ შავ წრეებს თვალის ქვეშ.

სოდა და ლიმონი – საკვები სოდა ლიმონთან ერთად კანის საკმაოდ ეფექტური სადეზინფექციო საშუალებაა. ეს ნარევი წმენდს ცხიმიან კანს, ამცირებს ასაკობრივ ლაქებს და კანს თანაბარ ელფერს აძლევს. ჩაყარეთ 2 სუფრის კოვზი საკვები სოდა და 2 სუფრის კოვზი ყავისფერი შაქარი ჭიქაში. შეავსეთ ჭიქის 1/4 ლიმონის წვენით და აურიეთ კარგად. ეს ნარევი ფრთხილად წაისვით სუფთა და ოდნავ ტენიან კანზე. დაიტოვეთ 10 წუთით, შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

#drpkhakadze #pitskhelauri

წყარო

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

რეი ბრედბერი ცხოვრების სტილსა და ურთიერთობებზე

0
#image_title

რეი ბრედბერი გვირჩევს ,,საკმარისია, კარგად დაიძინოთ, ან ათი წუთის განმავლობაში იტიროთ, ან მიირთვათ უზარმაზარი შოკოლადის ნაყინი, ან თუნდაც ეს ყველაფერი ერთად გააკეთოთ –

უკეთეს წამალს ვერ მოიფიქრებთ” – რეი ბრედბერი ცხოვრების სტილსა და ურთიერთობებზე

ამერიკელი მწერლი, რეი ბრედბერი, მისი  ნაწარმოებები კლასიკადაა აღიარებული და მთელ მსოფლიოში კვლავ უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მისი წიგნები ყოველთვის ძლიერ ემოციებს იწვევს, დაგვაფიქრებს სიცოცხლეზე, სიყვარულზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და სიკვდილზე. ბრედბერი 1920 წლის 22 აგვისტოს ამერიკაში, პატარა ქალაქში, ძალიან ღარიბ ოჯახში დაიბადა. მას ჰქონდა ოცნება, რომ საკუთარი სათქმელი მკითხველისათვის გაეზიარებინა. ამიტომაც, ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ხელი არ ჩაიქნია და საკუთარი ოცნებისკენ სვლა განაგრძო. რეი ბრედბერი 1922 წელს მარგერიტ მაკკლურზე დაქორწინდა. როგორც თავად ამბობს, მეგიმ, მის ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. თუმცა, სამწუხაროდ, 1947 წელს მეუღლე დაკარგა. მათ ოთხი ქალიშვილი ჰყავდათ. თავად მწერალი კი 2012 წელს გარდაიცვალა. თუმცა, დღემდე მისი ფრაზები, სიბრძნე უამრავი ადამიანისათვის შთამაგონებელია. გავიხსენებთ, რას ფიქრობდა რეი ბრედბერი საკუთარი ცხოვრების სტილის შესახებ:

რეი ბრედბერი ამბობს : რა არის სამყარო? ეს დიდი თეატრია. თეატრს კი მაყურებელი სჭირდება. ჩვენ ვართ საზოგადოება. სიცოცხლე დედამიწაზე შეიქმნა იმისთვის, რომ სპექტაკლის ხილვა და სიამოვნების მიღება შევძლოთ. ამიტომ ვართ აქ. და თუ არ მოგწონთ სპექტაკლი, ჯანდაბა, შეცვალეთ!

თუ ადამიანი დღე და ღამე სიკვდილზე იფიქრებს, ვუდი ალენი გახდება. – ამბობს რეი ბრედბერი.

მთვარეზე უახლოეს წლებში დავბრუნდებით. მარსზეც წავალთ და იქ მომდევნო რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში დავსახლდებით. შემდეგ კი, სავარაუდოდ, ალფა კენტავრისკენ გავფრინდებით.

რეი ბრედბერი გვასწავლის რომ როცა მე და მეგი (ცოლი) 60 წლის წინ დავქორწინდით, ფული არ გვქონდა. ჩემს საბანკო ანგარიშზე მხოლოდ 8 დოლარი იყო. პირველი ორი წელი ტელეფონიც კი არ გვქონდა. ვიქირავეთ პატარა ბინა ვენეციაში, ბენზინგასამართ სადგურთან. ჩემი პირველი ტელეფონი კედელზე ეკიდა. ადამიანებს ეგონა, რომ სახლში მირეკავდნენ. ტელეფონიც კი არ იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ მანქანაზე. მაგრამ იცით რა გვქონდა? სიყვარული.

კარგ ქორწინებაში ადამიანები ყოველთვის ზრდიან და ასწავლიან ერთმანეთს. თქვენ ერთმანეთს ცხოვრების მეცნიერებას ასწავლით. ყოველდღე ერთმანეთზე შეხებით, ერთსა და იმავე ბალიშზე წოლით, თქვენ, თუნდაც უნებლიედ, ერთმანეთზე გავლენას ახდენთ.

გონებით ვერ დაწერ – წერილში უნდა იყო, საბეჭდ მანქანაში იცხოვრო.

რეი ბრედბერი ამბობს – ნუ ეცდებით, თვალყური ადევნოთ ყველა ფილმს, რომლებიც თავისი ბანალურობით უცებ გაპოპულარულდება. ახლახან დევიდ ლინის “ლოურენს არაბი” ვნახე. სულს გავცემდი მხოლოდ იმისთვის, რომ ამ რეჟისორისთვის სცენარი დამეწერა.

კარგი კინორეჟისორი მწერალი უნდა იყოს.

უფრო ფართოდ გაახილეთ თვალები, იცხოვრეთ ისე, თითქოს 10 წამში სიკვდილი გელით. შეეცადეთ, დაინახოთ სამყარო. ეს უფრო ლამაზია, ვიდრე ქარხანაში შექმნილი და ფულით ნაყიდი ოცნება. ნუ ითხოვთ გარანტიებს, ნუ ეძებთ მშვიდობას – ასეთი რამ მსოფლიოში არ არსებობს.

საკმარისია, კარგად დაიძინოთ, ან ათი წუთის განმავლობაში იტიროთ, ან მიირთვათ უზარმაზარი შოკოლადის ნაყინი, ან თუნდაც ეს ყველაფერი ერთად გააკეთოთ – უკეთეს წამალს ვერ მოიფიქრებთ. ამბობს  რეი ბრედბერი

მუდმივად რაღაცაზე შეყვარებული უნდა იყოთ. ჩემ შემთხვევაში, ეს წიგნები, მწერლობაა.

თუ რამე არ მოგწონს, არ გააკეთო. პირიქითაც, თუ გიყვარს, შეგიძლია, ყველაფერს გაუმკლავდე.

ჰოლივუდის მიღებებზე დავდივარ და ცნობილ რეჟისორებსა და პროდიუსერებს ვხვდები. სახლში დაბრუნებისთანავე ჩემს მუცელს ვეკითხები: “როგორ იყო?” და ზოგჯერ მუცელი მპასუხობს: “აჰჰ”. და თუ ასეა, იქ ფეხს აღარ დავადგამ. ჩემმა მუცელმა იცის, ვუყურებ მატყუარას, ქურდს თუ სულელს.

სიკვდილზე არ ვფიქრობ, რადგან ყოველთვის აქ ვიქნები. ეს ყუთი, ჩემი ფილმებით, და თაროები, ჩემი წიგნებით, მარწმუნებს, რომ ასეულობით წელი დამრჩა.

#drpkhakadze #pitskhelauri

წყარო

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ფრანგი ქალების სილამაზის საიდუმლოს გასაღები

0
#image_title

ფრანგი ქალების 7 წესი, რომელთა დახმარებითაც ისინი ნებისმიერ ასაკში მოდურად და ელეგანტურად გამოიყურებიან

ფრანგი ქალების დახვეწილი, მარტივი და ელეგანტური სტილი უამრავი გოგონასთვის შთაგონებაა. ისინი ახერხებენ, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მოდურად გამოიყურებოდნენ და ამავდროულად, არც ინდივიდუალიზმი დაკარგონ. დღეს გაგიზიარებთ ფრანგი ქალების 7 მთავარ ხრიკს, რომელთა დახმარებითაც ისინი ყველას ყურადღების მიპყრობას ახერხებენ:

ფრანგმა ქალებმა შესანიშნავად იციან, როგორ შექმნან ეფექტური ლუქი მარტივად. ამიტომაც, ისინი, როგორც წესი, სარკის წინ დიდხანს არ ტრიალებენ და არ ფიქრობენ, რა ჩაიცვან. ამაში კი სწორი ბაზა ეხმარებათ. ფრანგი ქალები ხშირად ირჩევენ ისეთ კლასიკურ, დახვეწილ სამოსს, რომლებიც მოდიდან არასდროს გადადის და არც კომბინაციების შექმნაა რთული. გარდა ამისა, სწორი ბაზა ნიშნავს, რომ შევარჩიოთ სამოსი, რომელიც ჩვენი ფიგურის შესაბამისია და ზედმეტად გადაკეთებას ან რაიმე დეტალების დამალვას არ საჭიროებს.

ფრანგი ქალების სტილის უნიკალურობა იმაშია, რომ ის განსაკუთრებით ბუნებრივი და არაპომპეზურია. ამიტომაც, საბოლოო ლუქებში მცირე უწესრიგობა, მაგალითად, შარვალში ნახევრად ჩაკეცილი პერანგი, არასრულყოფილად გაყოფილი თმა და მსგავსი დეტალები მათ ეხმარება, რომ ყველას ყურადღება მიიპყრონ.

ფრანგი ქალები, როგორც წესი, სტილში მინიმალიზმს ანიჭებენ უპირატესობას და ამავდროულად, ნათელი, ზედმეტად მკვეთრი ფერების ნაცვლად, ხშირად საბაზისო ჩრდილებს ირჩევენ.

უნდა გვახსოვდეს, რომ მინიმალისტური ლუქი მოსაწყენი არ უნდა იყოს. ფრანგმა ქალებმა აქსესუარების ძალის ყველაზე უკეთ იციან. ამიტომაც, ჩანთას, აბრეშუმის ყელსახვევს, სამკაულებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.

ფრანგი ქალები, როგორც წესი, ნებისმიერ ასაკში ელეგანტურად გამოიყურებიან. სამოსით წელის გამოკვეთა კი შესანიშნავად ეხერხებათ. ისინი არა მხოლოდ ისეთ შარვალს, პერანგსა და მაისურებს ირჩევენ, რომლებიც წელში გამოყვანილია, არამედ, ამ მიზნით, ქამარსა და აბრეშუმის ყელსახვევსაც ხშირად იყენებენ.

ფრანგმა ქალებმა კარგად იციან, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია, ამიტომაც ტანსაცმლის არჩევისას პირადობის დამადასტურებელ მოწმობას არ ამოწმებენ. დიდ ასაკშიც კი საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, წვრილი ჯინსი, მოკლე ქვედაკაბა, შორტები თავისუფლად მოირგონ და სასურველი სტილი შექმნან.

ქალი ნებისმიერ ასაკში თავს სასურველად და თავდაჯერებულად უნდა გრძნობდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი კი ელეგანტური და კომფორტული თეთრეულია, რომელსაც ფრანგები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ.

წყარო

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

#drpkhakadze #pitskhelauri

მსახიობი პამელა ანდერსონი ცხოვრების სტილის შესახებ

0
#image_title

მსახიობი პამელა ანდერსონი საუბრობს იმაზე, თუ რატომ დაიწყო მებაღეობა, 

რამ აიძულა პამელა ანდერსონი უარი ეთქვა თავის სექსუალურ იმიჯზე.

2020 წლის პანდემიის დროს პამელა ანდერსონი საფრანგეთიდან გადავიდა საცხოვრებლად, გაყიდა თავისი სახლი მალიბუში და გაემგზავრა ჩრდილოეთით ვანკუვერის კუნძულზე, კანადის პატარა ქალაქში, სადაც დაიბადა და გაიზარდა. იგი იქ დასახლდა ორ ზრდასრულ ვაჟთან, ბრენდონთან და დილანთან ერთად. 57 წლის პამელა ამჟამად თამაშობს ლიამ ნისონთან ერთად The Naked Gun-ის რიმეიქში და ყოველ დილით აცხობს პურს გადამღები ჯგუფისთვის: „ეს არის ის, რაც მაძლევს წინსვლის და სახლის შეგრძნებას, სანამ აქ ვარ უოველთვის მიმაქვს ბანანის კექსი გადამღები ჯგუფისთვის მე ასევე დავიწყე ახალი სტარტერი – მას ქვია Vixen და ძალიან მომწონს, ასევე მაქვს სტარტერი სახელად ასტრიდი, და ის მაცივარში ელოდება ჩემს დაბრუნებას. მედიტაცია გასწავლის მოთმინებას.

როგორც პამელა ანდერსოი ამბობს, ის დაბრუნდა კანადაში, რადგან გრძნობდა, რომ „ყველაფერი გააფუჭა“, რადგან ძალიან შორს იყო იმ იმიჯისგან, რომელშიც მას აღიქვამდნენ: „ძალიან სევდიანი და მარტოსული ვიყავი. მე არავინ მისმენდა და მეგონა, რომ ყველაფერი გავაფუჭე, რომ მთელი ჩემი ცხოვრება იყო მხოლოდ შეცდომები, მკაცრი ვიყავი საკუთარი ტავის მიმართ და მეჩვენებოდა, რომ ჩემს ოჯახს ბევრი რამ გადავატანინე. რაც გადავწყვიტე, იყო ის რომ დავჯექი სახლში, გავქრი და დავიწყე მებაღეობა. ახლა, როგორც პამელა ამბობს, ის თავის ცხოვრებას აბრუნებს და ის, რაც მანამდე უმნიშვნელოდ მიაჩნდა, მისთვის მნიშვნელოვანი გახდა. მან ასევე თქვა, რომ მისი ვაჟები მუსიკოს ტომი ლისთან ქორწინებიდან, 28 წლის ბრენდონი და 26 წლის დილანი, ახლა უკვე საკმაოდ ზრდასრულები არიან, რომ გაიგონ დიდი სურათი, მაგრამ მათ ცხოვრებაში რამდენიმე რამ ნაადრევად შეიტყვეს: ის გულისხმობს ინტერნეტში გავრცელებულ სექს ვიდეოს მისი და ტომი ლის მონაწილეობით. პამელას თქმით, ბავშვები ეუბნებიან, რომ ახლა “მისი დროა”: “რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, როცა გაიგეს ჩემი წარსულიდან, მათი ასაკისთვის შესაფერისი და შეუფერებელი ამბები, სამწუხაროდ, ეგონათ, რომ ბევრი ჩემით სარგებლობდა“.

მისი თქმით, ახალგაზრდობაში ის მხიარულობდა იმიჯის შექმნით, რაც ჰქონდა სერიალის “Baywatch”-ის გადაღებების დროს, მაგრამ ის აღარ არის იგივე ადამიანი: “მაგრამ მე აღარ ვარ იგივე ადამიანი, რომელიც უკან ვიხედები. მე მესმის, რატომ ვარ ასე, მაგრამ ყოველთვის მომწონდა, რომ ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო ბავშვი, სპაგეტის ვამზადებდი მეზზობლებისთვის და ჩემი შვილებს ყოველთვის ეგონათ რომ ეს ჩემი ნაწილი იყო. მაშინ როცა სხვები ფიქრობდნენ ჩემსა და „ფლეიბოის“ გადაღებაზე.

პამელა ანდერსონი ამბობს რომ,   დაიღალა გასახდელში სამი საათის განმავლობაში ჯდომით მაკიაჟის გასაკეთებლად, ამიტომ მან გადაწყვიტა საერთოდ უარი ერთქვა მასზე: ”მაგრამ სადღაც გზაზე დავიწყე ფიქრი, რომ მსურდა სილამაზის იდეის შესახებ ახალი გამოწვევა მიმეღო. როგორც კი ნიღაბი ჩამოვიხსენი, ისეთი შვება ვიგრძენი. გამამხნევებელი მზერა იყო ჩემს წინაშე და არც მეგონა, რომ ამას ვინმე მიაქცევდა ყურადღებას. ახლა კი ხალხი მაჩერებს ქუჩაში და მეუბნება: „იცი, შენ ადრე არ მოგვწონდი, ახლა კი მოგვწონხარ. ვფიქრობ: „ჰმ, ეს კომპლიმენტია“.

გაითვალისწინეთ, რომ პამელა ანდერსონი ამ ბოლო პოპულარობის ახალ ტალღას განიცდის. ბევრს მოეწონა მისი ტენდენცია მაკიაჟზე უარის თქმის შესახებ და ის პირველად მიიწვიეს Met Gala-ზე. 2022 წელს გამოვიდა სერიალი “პემი და ტომი” სებასტიან სტენთან და ლილი ჯეიმსთან ერთად, სადაც საუბარი იყო ანდერსონის რთულ ურთიერთობაზე პირველ ქმართან და იმაზე, თუ როგორ იმოქმედა მასზე წყვილის სექს- სკანდალმა.

#drpkhakadze.#pitskhelauri

წყარო

✅ გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

ინსტაგრამის ტენდენცია – ტოპი

0
#image_title

ტოპი არის ის უნივერსალური რამ, რაც თითოეული ჩვენგანის გარდერობშია.

ტოპი რასთან ერთდა ჩავიცვათ? ჩვენ მას რომანტიკულ იერს ვუმატებთ ქვედაკაბაბით და ასევე, დახვეწილ სტილს ვანიჭებთ მკაცრ მკაცრ შარვლ-კოსიუმებს, თეთრეულის კომპლექტებს და ყოველდღიურ ჯინსებსა თუ შორტებს. გარდა ამისა, ტოპი ხდება არა მხოლოდ ზაფხულის იერსახის მთავარი ელემენტი: თუ ამინდი საშუალებას იძლევა, შემოდგომაზე მათ ვატარებთ ქურთუკებთან ან ბომბერებთან.

ამ სეზონში ტოპი თავისი მრავალი განსხვავებული მოდელით მოხვდა ტენდენციების სიაში, მაგრამ დღეს ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ელეგანტურ ვარიანტებს თასმებისა და მკლავების გარეშე. მათი დიზაინის წყალობით, ისინი ელეგანტურად ხაზს უსვამენ მხრების ხაზს და აქცენტს ამატებენ გამოსახულებას.

გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებში ბევრმა ბრენდმა ყურადღება გაამახვილა ასეთ ტოპებზე. Miu Miu-მ შემოგვთავაზა ტყავის ტოპი, რომელიც მოგაგონებდათ შალს, Carven-მა დაამკვიდრა ტოპი –  სილუეტის ვარიანტები ღრმა დეკოლტეთი, Chloe-მ გამოიყენა გამჭვირვალე მაქმანი, ხოლო Paloma Wool-მა – მინიმალისტური 90-იანი წლების სტილში ტოპი, რომელიც შერწყმულია მოდურ ფორმულასთან “შარვალი + ქვედაკაბა”.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

როგორ უნდა მოვუაროთ კანს – პარსვის შემდეგ

0
#image_title

მიუხედავად იმისა, რომ სხივები სწრაფად, ეფექტურად და უმტკივნეულოდ აცილებს არასასურველ თმას, ბევრი ამა თუ იმ მიზეზით კვლავ პარსვას ამჯობინებს და მშვენივრად იცნობს ამ პროცედურის უსიამოვნო შედეგებს: სიწითლეს, გამონაყარს, ქავილს.

შესაძლებელია თუ არა ამის თავიდან აცილება და როგორ?

რატომ ჩნდება მუწუკები

მუწუკები ბაქტერიებით გამოწვეული ანთების შედეგია. საპარსი მცირე, ხშირად შეუმჩნეველ ჭრილობებს აჩენს, საიდანაც კანში ანთების გამომწვევი მიკროორგანიზმები იჭრებიან.

გამონაყარს ხშირად ახლავს თან ქავილი, წვა, სიწითლე, ზოგიერთ შემთხვევაში კი შესაძლოა დაჩირქდეს კიდეც. გამონაყარი შესაძლოა სხეულის ნებისმიერ უბანზე გაჩნდეს, რომელსაც რეგულარულად იპარსავთ – ფეხებზე, იღლიებში, თუმცა ყველაზე მგრძნობიარე მაინც ბიკინის ზონაა. აქ კანი ძალიან თხელია, მდიდარია ცხიმოვანი ჯირკვლებით და ნერვული დაბოლოებებით, ამიტომ ამ ადგილის გაპარსვისას განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ. გარდა ამისა, ინტიმური ზონა, სადაც ყოველთვის სითბო და სინოტივეა, იდეალური ადგილია ბაქტერიების გასამრავლებლად.

დერმატოლოგების აზრით, გაპარსვის შემდეგ კანის გაღიზიანებას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:

ბლაგვი სამართებელი – ის კი არ ჭრის თმის ღერს, არამედ გლეჯს, რაც თმის ფოლიკულს აზიანებს;

პარსვის არასწორი ტექნიკა – პარსვის დროს კანზე ზედმეტი ზეწოლა, ერთსა და იმავე ადგილზე საპარსის რამდენჯერმე გადასმა, თმას ზრდის საპირისპირო მიმართულებით პარსვა;

თმის კანში ჩაზრდა – გაპარსვის შემდეგ თმის ღერების კანში ჩაზრდის ალბათობა უფრო დიდია;

დეოდორანტი, თუ ის გაპარსვისთანავე, ჯერ კიდევ მოუშუშებელ კანზე მოხვდა;

ვარჯიში პირდაპირ გაპარსვის შემდეგ – კანს ოფლიც აღიზიანებს, რადგანს მარილიანია, კანი კი მუწუკების გაჩენით რეაგირებს;

როგორ ავიცილოთ თავიდან გამონაყარი

კანი წინასწარ მოამზადეთ გაპარსვისთვის. რომ არ გამოშრეს, რეგულარულად დაინოტივეთ კრემით ან ლოსიონით, განსაკუთრებით – ის ადგილები, რომლებსაც ხშირად იპარსავთ.

გასაპარსი ადგილი თბილი წყლით კარგად დაისველეთ. უკეთესი იქნება, თუ შხაპის მიღებისას გაიპარსავთ – შედარებით სქელი ბოქვენის თმა უფრო ელასტიკური ხდება და ადვილი იჭრება.

მოერიდეთ მშრალ გაპარსვას. საპარსი შეუფერხებლად რომ სრიალებდეს კანზე, საპარსი გელი ან ქაფი გამოიყენეთ. მეტისმეტად მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის რეკომენდებულია საპარსი ზეთი, სასურველია, უსუნო. ის კვებავს კანს და ხელს უშლის მშრალი ადგილების ზედმეტად გაღიზიანებას.

გამოიყენეთ ბასრი საპარსი. თუ ამჩნევთ, რომ თმის მოსაცილებლად ძლიერი ზეწოლაა საჭირო, ესე იგი საპარსის პირი გაცვეთილია.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

დაამზადეთ სახის ნიღაბი – რომელიც ნაოჭებს აქრობს

0
#image_title

სანამ 20 წლის სილამაზის ბლოგერები ყველგან ჯადოსნურ კრემებს არეკლამებენ, ჩვენ გირჩევთ მოამზადეთ ხაჭოსგან სახის ნიღაბი

რომლებიც წესით ნაოჭების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ჩვენ რეალურად ეფექტურ საშუალებებს გთავაზობთ. მოამზადეთ სახის ნიღაბი სახლურად

მარტივი, მაგრამ ეფექტური სახის ნიღაბი თქვენს კანს სასურველ ბრწყინვალებას და სიგლუვეს მიანიჭებს, რაც მთავარია, მათ შემადგენლობაში არცერთი წვეთი ქიმია არაა. სპეციალურად არაფრის ყიდვა არ მოგიწევთ. რომ დაამზადით სახის ნიღაბი ყველა ინგრედიენტს სავარაუდოდ მაცივარში იპოვნით.

ნაოჭების საწინააღმდეგო სახის ნიღაბი

მარილიანი პილინგი ხაჭოთი

ცხიმიანი კანისთვის 

სახის ნიღაბი აღადგებს, წმენდს ფორებს, ამცირებს კანის ცხიმის გამოყოფას, სტიმულაციას უწევს კოლაგენის გამომუშავებას.

გაჭყლიტეთ 1 ს. კ. უცხიმო ხაჭოს ყველი 1 ჩ. კ. ზღვის მარილთან ერთად. ნაზავი სახეზე მასაჟური ხაზების მიხედვით დაიდეთ. მსუბუქად დაიმასაჟეთ, მაგრამ კანი არ გააღიზიანოთ. დაიტოვეთ სახის ნიღაბი 15-20 წუთით, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურის შემდეგ სახეზე ყინულის კუბიკი გადაიტარეთ.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

 

მეამბოხე ვარსკვლავები

0
#image_title

მეამბოხე პატარძლები – ვარსკვლავები, რომლებმაც თავიანთ ქორწილში მოკლე სტილის საქორწინო კაბა აირჩიეს და მოდის სამყარო სამუდამოდ შეცვალეს

ალბათ, როდესაც საქორწინო კაბაზე ვსაუბრობთ, პირველი, რაც თვალწინ წარმოგვიდგება, თეთრი, დიდი კაბაა, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ სანახაობრივად გამოიყურება.

მსგავსი კაბა ბევრი გოგონას ოცნებაა. თუმცა, ეს ვარსკვლავები საქორწინო კაბასთან დაკავშირებულ შეხედულებას დაუპირისპირდნენ, ეგრეთ წოდებული მეამბოხე ვარსკვლავები. თავიანთ ქორწილში არა პომპეზური, არამედ მინი-კაბა აირჩიეს და ამ გაბედული ნაბიჯით მოდის სამყარო მთლიანად შეცვალეს. დღეს მათი შთაგონებით ქალები მსგავსი სტილის კაბებს ხშირად ირჩევენ:

შერონ ტეიტისა და რომან პოლანსკის სიყვარულის ისტორიაზე დღემდე ძალიან ბევრს საუბრობენ. ისინი 1968 წელს დაქორწინდნენ და საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდნენ. შერონმა საკუთარი ქორწილისთვის თეთრი კოლჰოტი, მოკლე კაბა და დაბალძირიანი ფეხსაცმელი მოირგო. სამწუხაროდ, წყვილის სიყვარულის ისტორია დიდხანს არ გაგრძელებულა. თუმცა ისინი იყვნენ მეამბოხე ვარსკვლავები.

კირა ნაითლისა და როკ მუსიკოსის, ჯეიმს რაიტონის, ქორწილს ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე მოკრძალებულ ცერემონიას უწოდებენ. 2013 წელს წყვილმა გადაწყვიტა, პომპეზური, მდიდრული წვეულების გარეშე, საფრანგეთის პატარა ქალაქში უახლოესი ადამიანების წრეში დაქორწინებულიყო. კირამ არც კაბაზე გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება. მსახიობმა მოკლე, თეთრი კაბა მორგო და გადაწყვიტა, ეს დღე მარტივად აღენიშნა. ეს წყვილიც მეამბოხე ვარსკვლავები გახდნენ.

ჯონ ლენონი და იოკო ონო 1969 წელს დაქორწინდნენ. პატარძალს კი 60-იანი წლების შთაგონებით, მოკლე თეთრი კოსტიუმი ეცვა . იოკომ ნაქსოვი მაისური და მინი ქვედაკაბა აირჩია. ეს წყვილიც მოინათლა როგორც მეამბოხე ვარსკვლავები.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

რა უნდა გავითვალისწინოთ სუნამოს სურნელი რომ დიდხანს გაგვყვეს

0
#image_title

თავდაჯერებულობა იზრდება, როცა იცი, რომ სასიამოვნო სურნელი გაქვს.

სწორედ ამიტომ, როდესაც თქვენ ეძებთ საუკეთესო სუნამოს, გსურთ იპოვოთ სურნელი, რომელიც დასამახსოვრებელია და უფრო დიდხანს გაგყვებათ.

გრძელვადიანი სურნელი ყველაზე ძვირი და ძნელად მოსაპოვებელია.

არსებობს მრავალი განსხვავებული სუნამო, ბევრი განსხვავებული სურნელი. ზოგს ურჩევნია ხილის სურნელი, ზოგს კი რაღაც მძიმე… ჩვეულებრივ, კარგი სუნამო უნდა გაგრძელდეს 4-დან 6 საათამდე. რამდენ ხანს გრძელდება სუნამო, ეს დამოკიდებულია მის ტიპზე და იმაზე, თუ როგორ იყენებთ მას.

ახლად მოჭრილი ბალახისა და ფოთლების სუნი არის ის, რასაც ვიღებთ მწვანე სურნელოვანი სუნამოებიდან. მწვანე არომატები დამამშვიდებელ გავლენას ახდენს თქვენს განწყობაზე, აღმოსავლური არომატები კი სენსუალურ მიმზიდველობას ანიჭებს. ზოგიერთი მაგალითია კილანტრო, ჩაი, ეკალი, თიამი, ილანგ-ილანგი, ვაზი, სალბი, მარიგოლდი, ჟენშენი, გინკო, პიტნა, ვარდის ფოთოლი და ჭინჭარი.

ფორთოხლის ყვავილი, ტუბეროზა, ვარდი, ლავანდა, შავი ორქიდეა, ილანგ-ილანგის წყლის შროშანა, ვანილის ბაჰიანა, ჟასმინი და მზესუმზირა ყვავილების სურნელოს რამდენიმე მაგალითია. ყვავილების სურნელი რბილი და რომანტიკულია, პიკანტური სურნელი თქვენს ადრენალინს აგიმაღლებთ.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

როგორ გავაკეთოთ მაწვნის ნიღაბი – სახლის პირობებში

0
#image_title

სულაც არ არის აუცილებელი, შეიძინოთ ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული, ძვირად ღირებული ნიღაბი.

დაუთმეთ თქვენს კანს დღის განმავლობაში ერთი საათი და სახლში თავად მოიმზადეთ ნიღაბი ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. სანამ ნიღაბს წაისვამთ, სახე საგულდაგულოდ დაიბანეთ. ნიღაბი მოამზადეთ იმდენი, რამდენსაც იმ დღეს წაისვამთ.

ნიღაბი გაიკეთეთ ორ დღეში ერთხელ, რათა კანს სუნთქვის საშუალება მისცეთ.

მაწვნის ნიღაბი ნაოჭების საწინააღმდეგოდ

– ერთ ჭიქა მაწონს შეურიეთ ერთი ჩაის კოვზი კამის თესლი. წაისვით ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი და ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

#drpkhakadze

#pitskhelauri

წყარო

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.